ამბები

3:08 | 27.09.2015 | ნანახია 3919 - ჯერ

უელსმა მასპინძელს აჯობა

უელსის ნაკრები ტრავმებს ვერც ინგლისთან მატჩში გადაურჩა, მაგრამ “დრაკონებმა” ბოლომდე იბრძოლეს და მსოფლიო თასის მასპინძელი ინგლისი, რომელიც პერიოდულად 10 ქულასაც იგებდა, საბოლოოდ 28:25 დაამარცხა.

ეს გამარჯვება უელსელების ხასიათის სიმტკიცის და დენ ბიგარის დამსახურებაა, რომელიც 100%-იანი იყო, ყველა დარტყმა ზუსტად შესარულა და საბოლოოდ გუნდს 23 ქულით შეეწია. ინგლისს შეეძლო ფრეზე ეთამაშა, მაგრამ ამას არ დაყაბულდა, ჯარიმის კარში დარტყმის ნაცვლად ლელოზე ითამაშა და საბოლოოდ მხოლოდ 1 პრემიალურ ქულას დასჯერდა, მაგრამ აქ მთავარი უელსის გამარჯვება და მის მიერ აღებული 4 ქულაა, რამაც ის ეგრეთწოდებული სიკვდილის ჯგუფიდან მეოთხედფინალს მიაახლოვა.

მთელმა 80-მა წუთმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა და ის ბოგარისა და ოუენ ფარელის დუელში გაილია. უელსელმა ორჯერ დააწინაურა თანაგუნდელები, ფარელიმ ჯარიმით და შორეული არეკნით ორივეჯერ აღადგინა წონასწორობა, ხოლო 24-ე წუთზე ინგლისი ჯარიმით წინ გაიყვანა. 27-ე წუთზე მასპინძლებმა დერეფნიდან შეუტიეს, უხეირო პასის გამო ლამის ბურთი დაკარგეს, მაგრამ მისი შენარჩუნება შეძლეს და ჯონი მეი ლელოში ფლანგიდან შეიჭრა. ფარელის გარდასხვა ზუსტი იყო, რაზეც ტაიმის ბოლოს ბიგარმა ჯარიმით უპასუხა და ჩამორჩენა შეამცირა.

მეორე ტაიმში ფარელიმ ორჯერ გაზარდა უპირატესობა 10 ქულამდე, ბიგარმა სხვაობა გარდასახულ ლელომდე ორივეჯერ შეამცირა, ხოლო საათის თავზე ანგარიში 18:22 გახადა. ამას უელსელთა ტრავმები მოყვა და ორმა მორაგბემ იძულებით დატოვა მოედანი, რის გამოც გარემარბად ამპლუით 9 ნომერი ჰლოიდ ვილიამსი დადგა. საბოლოოდ, ეს იძულებითი ცვლილება გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან სწორედ ის გაიქცა 71-ე წუთზე ფლანგზე და ბურთი ფეხით მოედნის შუაისკენ შეცურა, რომელსაც უკვე მეორე 9 ნომერი გარეს დევისი დაეწია და ძელებსშუა შეხტა. ბიგარმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 75-ე წუთზე შორეული ჯარიმაც უნაკლოდ შეასრულა და რადგან 78-ე წუთზე ინგლისმა ჯარიმის კარში დარტყმა არ ისურვა, უელსმა 28:25 იმარჯვა.

2015 წლის მსოფლიო თასი

ა ჯგუფი

26 სექტემბერი

ინგლისი - უელსი 25:28 (16:9)

ინგლისი: 15. მაიქ ბრაუნი, 14. ენთონი ვოთსონი, 13. ბრედ ბარითი, 12. სემ ბერჯესი, 11. ჯონი მეი, 10. ოუენ ფარელი, 9. ბენ იანგსი; 1. ჯო მარლერი, 2. თომ იანგსი, 3. დენ ქოული, 4. ჯეფ პარლინგი, 5. ქორთნი ლოზი, 6. თომ ვუდი, 7. ქრის რობშოუ, 8. ბილი ვუნიპოლა.

სათადარიგოები: 16. რობ ვებერი, 17. მაკო ვუნიპოლა, 18. ქიარან ბრუქსი, 19. ჯო ლონჩბრი, 20. ჯეიმზ ჰასქელი; 21. რიჩარდ ვიგლსვორსი, 22. ჯორჯ ფორდი, 23. ალექს გუდი.

1 ლელო: მეი

1 გარდასახვა: ფარელი

5 ჯარიმა: ფარელი

1 არეკნი: ფარელი

უელი: 15. ლიამ ვილიამსი, 14. ჯორჯ ნორსი, 13. სქოთ ვილიამსი, 12. ჯემი რობერთსი, 11. ჰალემ ამოსი, 10. დენ ბიგარი, 9. გარეს დევისი; 1. გეთინ ჯენქინსი, 2. სქოთ ბოლდვინი, 3. თომ ფრენსისი, 4. ბრედლი დევისი, 5. ალუნ-ვინ ჯოუნზი, 6. დენ ლიდიეთი, 7. სემ ვორბერთონი, 8. ტაულუპე ფალეტაუ.

სათადარიგოები: 16. ქენ ოუენსი, 17. არონ ჯარვისი, 18. სემსონ ლი, 19. ლუქ ჩართერისი, 20. ჯასთინ თიპურიქი; 21. ჰლოიდ ვილიამსი, 22. რის პრისთლენდი, 23. ალექს ქასბერთი.

1 ლელო: გ. დევისი

1 გარდასახვა: ბიგარი

7 ჯარიმა: ბიგარი

გუნდი თ მ ფ წ +/- ქ ბ

უელსი 2 2 0 0 82:34 9 1

ინგლისი 2 1 0 1 60:39 6 2

ავსტრალია 1 1 0 0 28:13 4 0

ფიჯი 2 0 0 2 24:63 0 0

ურუგვაი 1 0 0 1 9:54 0 0

27 სექტემბერი

ავსტრალია - ურუგვაი

ბ ჯგუფი

26 სექეტმბერი

სამხრეთ აფრიკა - სამოა 46:6 (17:6)

სამხრეთ აფრიკა: 15. ვილი ლერუ, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. ჟან დე ვილიერსი, 12. დამიან დეალენდე, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. ჰანდრე პოლარდი, 9. ფური დიუპრე; 1. ტენდაი “ბისთ” მთავარირა, 2. ადრიან სტრაუსი, 3. იანი დიუ პლესი, 4. იბენ ეცებეთი, 5. ვიკტორ მეტფილდი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. სკალკ ბერგერი, 8. დვეინ ფერმიულენი.

სათადარიგოები: 16. სხალკ ბრიცი, 17. ტრევორ ნიაკანე, 18. ფრანს მალჰერბე, 19. ლუუდ დე იახერი, 20. სია კოლისი; 21. რუან პინარი, 22. პეთ ლემბი, 23. ჯესი კრილი.

6 ლელო: პიტერსენი (3), ბერგერი, ბრიცი, ჰაბანა

2 გარდასახვა: პოლარდი, ლემბი

4 ჯარიმა: პოლარდი

სამოა: 15. თიმ ნანაი-ვილიამსი, 14. ქენ პისი, 13. პოლ პერესი, 12. რეი ლილო, 11. ალესანა ტუილანგი, 10. მაიქლ სთენლი, 9. ქაენ ფოტუალიჰი; 1. საკარია ტაულაფო, 2. მოტუ მატუჰუ, 3. ენთონი პერენისე, 4. ფილო პაულო, 5. იოსეფა “ჯო” ტეკორი, 6. თიჯეი იოანე, 7. ჯექ ლემი, 8. ოფისა ტრევირანუსი.

სათადარიგოები: 16. ოლე ავეი, 17. ვილიამუ აფატია, 18. სენსას ჯონსთონი, 19. ფაიფილი ლევავე, 20. ვავაე ტუილანგი; 21. ვავაო აფემაი, 22. ტუსიატა პისი, 23. ჯორჯ პისი.

2 ჯარიმა: სთენლი

გუნდი თ მ ფ წ +/- ქ ბ

სამხრეთ აფრიკა 2 1 0 1 78:40 7 1

შოტლანდია 1 1 0 0 45:10 5 1

სამოა 2 1 0 1 31:62 4 0

იაპონია 2 1 0 1 44:77 4 0

აშშ 1 0 0 1 16:25 0 0

27 სექტემბერი

შოტლანდია - აშშ

გ ჯგუფი

29 სექტემბერი

ტონგა - ნამიბია

გუნდი თ მ ფ წ +/- ქ ბ

ახალი ზელანდია 2 2 0 0 84:30 9 1

არგენტინა 2 1 0 1 70:35 5 1

საქართველო 1 1 0 0 17:10 4 0

ტონგა 1 0 0 1 10:17 1 1

ნამიბია 1 0 0 1 14:58 0 0

დ ჯგუფი

26 სექტემბერი

იტალია - კანადა 23:18 (13:10)

იტალია: 15. ლუქ მაკლეინი, 14. ლეონარდო სარტო, 13. ტომაზო ბენვენუტი, 12. გონსალო გარსია, 11. ჯოვანბატისტა ვენდიტი, 10. ტომაზო ალენი, 9. ედოარდო გორი; 1. მიკელე რიძო, 2. ლეონარდო გირალდინი, 3. ლორენცო ჩიტადინი, 4. ქვენთინ ხელდენჰეისი, 5. ჯოშუა ფურნო, 6. ალესანდრო ძანი, 7. ფრანჩესკო მინტო, 8. სამუელა ვუნისა.

სათადარიგოები: 16. დავიდე ჯაძონი, 17. მატიას აგუერო, 18. მარტინ კასტროჯოვანი, 19. მარკო ფუზერი, 20. მაურო ბერგამასკო; 21. გულიელმო პალაძანი, 22. კარლო კანა, 23. მიკელე კამპანიარო.

2 ლელო: რიძო, გარსია

2 გარდასახვა: ალენი

3 ჯარიმა: ალენი

კანადა: 15. მეთ ევანსი, 14. ფილ მაკქენზი, 13. ქიარან ჰერნი, 12. ქონორ ბრეიდი, 11. დითიეიჩ ფან დე მერვე, 10. ნეითან ჰირაიამა, 9. ჯემი მაკქენზი; 1. ჰიუბერთ ბაიდენსი, 2. რეი ბარქვილი, 3. დაგ ვულდრიჯი, 4. ჯებ სინქლერი, 5. ჯემი ქადმორი, 6. ნინიაკ დალა, 7. ჯონ მუნლაითი, 8. თაილერ არდრონი.

სათადარიგოები: 16. არონ ქარპენთერი, 17. ჯასთის სიერს-დურუ, 18. ენდრიუ თიდემანი, 19. ევან ოლმსთედი, 20. ქაილ გილმორი; 21. ფილ მექი, 22. ქონორ თრეინორი, 23. ჰარი ჯოუნზი.

2 ლელო: ფან დე მერვე, ევანსი

1 გარდასახვა: ჰირაიამა

2 ჯარიმა: ჰირაიამა

გუნდი თ მ ფ წ +/- ქ ბ

საფრანგეთი 2 2 0 0 70:21 9 1

ირლანდია 1 1 0 0 50:7 5 1

იტალია 2 1 0 1 33:50 4 0

კანადა 2 0 0 2 25:73 1 1

რუმინეთი 1 0 0 1 11:38 0 0

27 სექტემბერი

ირლანდია - რუმინეთი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084428