ბრისთოლი, 23 სექტემბერი - ორ დღეში, საქართველოში რვას რომ თხუტმეტი დააკლდება ბორჯღალოსნები ‘ქინგსჰოლმის’ მინდორზე ამჯერად არგნეტინელ ‘პუმებთან’ სარკენად გავლენ. როგორც ადრე მოგახსენეთ, გუნდმა მზადება ორშაბათს დაიწყო და ორი ვარჯიში გამართა. დღესაც ორჯერ მიაკითხავენ ბრისთოლიში სავარჯიშო მოედანს, ხოლო გუშინ ძალების აღდგენის მიზნით, სამწვრთნელო შტაბმა ბიჭები დაასვენა.
საღამოს ვარჯიშის შემდეგ, ბორჯღალოსნები აიბარგებიან და კვლავ გლოსთერთან ახლოს, ორი დღით ჩეთლნემში დაბინავდებიან. არგენტინამდე 48 საათით ადრე ქომაგებსითვის ალბათ საინტერესოა თუ რას ფიქრობს მომავალ შეხედრაზე მილთონ ჰეიგი
„ვიცოდით, რომ ტონგასთან მოგება კარგი დაცვით შეიძლებოდა. დაგეგმილი გვქონა, რომ მეტოქე მუდმივად ზეწოლის ქვეშ გვყოლოდა. შერკინებასა და აუტში უპირატესობა უნდა მოგვეპოვებინა. დაცვის ხაზი სწრაფად უნდა ასულიყო და გადაწყობაც ასევე უმალ უნდა განგვეხორციელებინა. ეს ყველაფერი ჩვენმა გუნდმა მოახერხა.
„ჯამურად 226 ბოჭვა განვახორციელეთ, რაც ძალიან იშვიათად ხდება. ეს იმ სამთვიანი მზადების შედეგია, რომელიც გავიარეთ. ფიზიკური მზადების პროგრამის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ამ მატჩისთვის ასეთ კარგ კონდიციებში ვყოფილიყავით. ჩვენ კმაყოფილები ვართ.“
მომავალი მეტოქე...
„არგენტინასთან ძალიან რთული თამაში გვექნება. ეს გუნდი უკვე სამი წელიწადია ‘რაგბი ჩემფიოშიფში’ ასპარეზობს და შეუძლია მაღალი დონის რაგბი ითამაშოს, დიდ გუნდებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ. ‘პუმებს’ კარგი შერკინება ჰყავთ, მათი ფულბეკი და გარემარბები ძლიერნი არიან. ალბათ, თამაშს გაგვიშლიან და ჩვენ ზურგს უკან ბურთის დაკიდებას ეცდებიან.
რა შეიძლება ჩვენ დავუპირისპიროთ?
„ჩვენი თამაშის სტრატეგია არ შეიცვლება. ამ ეტაპზე ფსიქოლოგიურ წნეხს არგენტინელები უფრო განიცდიან. ჩვენ უნდა გავიდეთ და მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ რაგბის თამაშით. ტონგასთან მოგებამ ბიჭებს საკუთარი ძალების რწმენა შემატა. კარგად იციან არგენტინა რა დონის გუნდიცაა. დიდი სურვილი გვაქვს, რომ თამაში სანახაობრივად კარგი გამოვიდეს.
ჰეიგი გამარჯვებულ რაზმს ენდობა
მატჩამდე კი 48 საათი რჩება, შესაბამისად დადგა არგენტინასთან ბორჯღალოსნების 23 კაციანი განაცხადის დასახელების დრო. პუმებთან ურთულესი მატჩის წინ მილთონ ჰეიგი და ქართული სამწვრთნელო შტაბი შაბათს ტონგასთან გამარჯვებულ რაზმს ენდო და ბორჯღალოსნები პუმებთან იგივე შემადგენლობით ითამაშებენ.
„სამწვრთნელო შტაბმა გადავწყვიტეთ, რომ არგენტინის წინააღმდეგ რაზმი უცვლელად დაგვესახელებინა, რადგნა მიგვაჩნია, რომ ამ შემადგენლობამ ნამდვილად დაიმსახურა თამაში. მოტივაცია და თავდაჯერებულობა უდიდესი აქვთ და ლოგიკურია, რომ არგენტინასთან შანსის მიცემა გადავწყვიტეთ.“ განაცხადა მილთონ ჰეიგმა
რაც შეეხება ლაშა ხმალაძეს, ალექსანდრე თოდუასა და დავით ქუბრიაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავს უკეთესად გრძნობენ, რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა.
საქართველო - არგენტინა. 25 სექტემბერი, ქინგსჰოლმ სთედიუმი.
19:45 სთ (16:45 ადგილობრივი დროით)
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | მერაბ კვირიკაშვილი | მონლიუსონ [სფრ ფედ 1] | 1983 | 86 | 12ლ 109გ 119ჯ 3ა [644 ქ] 4სბ |
14 | თამაზ მჭედლიძე | აჟენ [სფრ პრო დ2] | 1993 | 32 | 4ლ |
13 | დავით კაჭარავა | ენისეი კრასნოიარსკ [რუს] | 1985 | 84 | 17ლ [4 კაპ] სბ |
12 | მერაბ შარიქაძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1993 | 37 | 7ლ [1 კაპ] |
11 | გიორგი აფციაური | ქუთაისის აია [საქ] | 1994 | 11 | : |
10 | ლაშა მალაღურაძე | ბანიერ [სფრ ფედ 1] | 1986 | 59 | 3ლ 28გ 24ჯ 3ა [152 ქ] 2სბ |
9 | ვასილ ლობჟანიძე | არმაზი [საქ] | 1996 | 7 | : |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | მიხეილ ნარიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1990 | 29 | ლ სბ |
2 | ჯაბა ბრეგვაძე | ბოლნისის ყოჩები [საქ] | 1987 | 30 | ლ |
3 | დავით ზირაქაშვილი | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1983 | 51 | 9ლ [1 კაპ] 3სბ |
4 | კოტე მიქაუტაძე | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 37 | 2ლ 2სბ |
5 | გიორგი ნემსაძე | ტარბ [სფრ პრო დ2] | 1984 | 52 | 9ლ 3სბ |
6 | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ] | 1991 | 22 | 3ლ სბ |
7 | ვიტო კოლელიშვილი | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1989 | 33 | 3ლ [1 კაპ] 2წბ 5სბ |
8 | მამუკა გორგოძე^კაპ | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1984 | 62 | 25ლ [4 კაპ] 4სბ |
მარქაფა [სათადარიგოები] | |||||
23 | მურაზ გიორგაძე | არმაზი [საქ] | 1994 | 7 | 2ლ |
22 | გიორგი ფრუიძე | ქუთაისის აია [საქ] | 1994 | 4 | : |
21 | გიორგი ბეგაძე | ბოლნისის ყოჩები [საქ] | 1986 | 37 | 2სბ |
16 | შალვა მამუკაშვილი | სეილ შარქს [ინგ პრემ] | 1990 | 32 | 3ლ |
17 | კახა ასიეშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1987 | 13 | ლ |
18 | ლევან ჩილაჩავა | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 25 | 3ლ |
19 | ლევან დათუნაშვილი | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1983 | 72 | 3ლ [3 კაპ] 6სბ |
20 | შალვა სუთიაშვილი | მასი [სფრ პრო დ2] | 1984 | 50 | ლ [7 კაპ] 3სბ |
უფროსობა | |||||
| მილთონ ჰეიგ | მთავარი მწვრთნელი | [ზელ] |
|
|
| ილია მაისურაძე | მწვრთნელი |
|
|
|
| ილია ზედგინიძე | მწვრთნელი |
|
|
|
| ირაკლი მაჩხანელი | მწვრთნელი |
|
|
|
| მაიქლ ბრედლი | მწვრთნელი | [ირლ] |
|
|
| დიდიე ბეს | მწვრთნელი | [სფრ] |
|
|
| ვასილ აბაშიძე | მენეჯერი |
|
|
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია