ამბები

2:47 | 22.09.2015 | ნანახია 5745 - ჯერ

ბოჭვებში სამი ქართველი მორაგბე გამოირჩა

რაგბის 2015 წლის მსოფლიო თასზე პირველი ტური მიილია. მსოფლიო თასის ოფიციალურმა ვებგვერდმა კი გაკეთებული ბოჭვების რაოდენობით I ტურში საუკეთესო ხუთი მორაგბე გამოავლინა. მათ შორის პირველი სამი ადგილი კი ქართველებმა გადაინაწილეს.

I ტურში ყველაზე მეტჯერ მეტოქეები მამუკა გორგოძემ შებოჭა - 24-ჯერ, მას ერთი ბოჭვით ჩამორჩა გიორგი ნემსაძე – 23, ხოლო მესამე პოზიციაზე ვიტო კოლელიშვილი გავიდა 21 ბოჭვით.

ხუთეულის დარჩენილი ორი ადგილი კი ირლანდიელმა იან ჰენდერსონმა (19 ბოჭვა) და ნატურალიზებულმა იაპონელმა მაიკლ ლეიტმა (17 ბოჭვა) გაინაწილეს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საწყის შეხვედრაში ტონგა 17:10 დაამარცხა და გასაკვირი არაა, რომ ჩვენს მორაგბეებს I ტურის სხვადახვა ნომინაციებში ადგილი მრავლად ერგოთ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088243