ამბები

15:57 | 20.09.2015 | ნანახია 4317 - ჯერ

მამუკა გორგოძე: “ტონგასთან გამარჯვება ჩვენს ისტორიაში საუკეთესო გახლდათ“

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ ტონგასთან მოგებული (17:10) მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე „ბორჯღალოსნების“ ყველა წევრი გახლდათ. დაპირისპირების საუკეთესო მორაგბედ გორგოძე დაასახელეს.

მამუკა არგენტინასთან მძიმე თამაშს ელის და აღნიშნავს, რომ საქართველომ შესაძლოა ისტორია შეცვალოს.

-რაზმში გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავი..

გორგოძე: „დღევადელ შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა მორაგბე იყო და ვფიქრობ ვერავინ შეამჩნევდა მათ გამოუცდელობას და ვერ გამოყოფდა ბევრად უფრო გამოცდილი მორაგბეებისგან, რადგანაც 100%ით დადეს თავი. ყველამ ერთნაირად კარგად ითამაშა, საერთო მიზნით.“

-მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს...

-„არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი. მე გუნდის კაპიტანი ვიყავი და მატჩის მორაგბედ ამიტომაც დამასახელეს, დღეს ყველა მოთამაშე მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო. ტონგა ძალიან რთული მოწინააღმდეგეა. ყოველთვის კარგ თამაშს გვთავაზობს, დღეანდელი დღეც საკმაოდ რთული იყო ჩვენთვის.“

-რას ნიშნავს ეს მოგება ქართული რაგბისთვის

-„ვფიქრობ, ეს ჩვენს ისტორიაში საუკეთესო გამარჯვება იყო, რადგანაც პატარა გუნდი ვართ. მართალია, გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ძლიერ კლუბებში თამაშობენ, მაგრამ მსგავსი მოგება არასდროს მოგვიტანია ქვეყნისთვის.”

-შედეგი მატჩი არგენტინის წინააღმდეგ

-„ისინი ფავორიტები არიან. შერკინებაში არგენტინა ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ შეიძლება შევცვალოთ ისტორია. ყველაფერს თამაშის შემდეგ ვიტყვი. არგენტინა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ურთულესი თამაში გველის მათთან. დარწმუნებული ვარ, რომ ბორჯღალოსნები მოედანზე მაქსიმუმს გააკეთებენ.”

-ბევრი ქართველი ქომაგი შეგროვდა ქინგსჰოლმზე...

-„ჩვენმა გულშემატკივრება ამ გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულეს. ისინი დღეს მე16 ბორჯღალოსნები იყვნენ.”

მატჩი შემდეგ კომენტარი მერაბ კვირიკაშვილმა, შალვა მამუკაშვილმა და მსოფლიო ჩემპიონების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშემ ვასილ ლობჟანიძემაც გააკეთა.

მერაბ კვირიკაშვილი: „დაუჯერებელია! ამას დაუსრულებლად ველოდებოდით, ძალიან გვინდოდა, რომ ეს მომხდარიყო. სამწუხაროდ, ორი უმნიშვნელოვანესი ჯარიმა ვერ გამოვიყენე, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგისკენ წავიდა, რადგანაც დაცვაში კარგად ვიმუშავეთ, მთელ მოედანს ვიცავდით და საბოლოოს მოგებით დავასრულეთ. ძალიან რთული ზეწოლა იყო ტონგელების მხრიდან, მაგრამ ჩვენმა უძლიერესმა გუნდმა მოახერხა და ანგარიში შეინარჩუნა, გიჟებივით ვიბრძოდით.”

შალვა მამუკაშვილი: „80 წუთის განმავლობაში კონცენტრირებულები ვიყავით და თამაში ამან მოგვაგებინა. ჩვენი მიზანი დაცვაში მინიმალური ჯარიმების აღება იყო, ნაკლები ადამიანის დაშავება და ეს გამოგვივდა. ამ თამაშისთვის წლებია ვემზადებით და ამიტომაც გავიმარჯვეთ.”

„ძალიან მაგარი გრძნობაა, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ეს ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტია. ჩვენი ქვეყნის ისტორიას ვქმნით და საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ეს უდიდესი მოვლენაა. ძალიან რთული იყო მატჩის ბოლო წუთებში ტონგელების შეჩერება, მაგრამ ვიცოდით, რომ ჩვენს უკან მთელი საქართველო იდგა და ამით გამარჯვების მოპოვება შევძელით. ქართველი გულშემატკივრები დღეს მე16 ბორჯღალოსნები იყვნენ და ეს ჩვენთვის დიდი მხარდაჭერა იყო. ამას მთლიანად საქართველოდანაც ვგრძნობდით, და რა თქმა უნდა სტადიონიდან განსაკუთრებით.“

ვასილ ლობჟანიძე: „ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მაგრად დავიცავით თავი მატჩის ბოლოს, რაც უზომოდ რთული იყო, დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.“

წყარო: rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.135749