პირველი ლიგა

20:00 | 22.03.2016 | ნანახია 2144 - ჯერ

ქუთაისი ორი გუნდით

ალბათობა იმისა, რომ „დიდი 10“-ის მომავალ გათამაშებაში ქუთაისი ორი კლუბით იქნება წარმოდგენილი, ძალიან დიდია.

პირველი ლიგის მე-12 ტურში, ქუთაისის „ბაგრატმა“ ცენტრალურ, ფაქტობრივად ფინალის ტოლფას მატჩში, უშუალო კონკურენტ თბილისის „დინამოს“ „შევარდენზე“ 15:3 მოუგო და სანუკვარი მიზნისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. 26 მარტს ქუთათურები „თიბისის“ მასპინძლობენ და გამარჯვების შემთხვევაში მშობლიურ ქალაქში, ნამატჩევსვე იზეიმებენ ამ დიდ წარმატებას.

შეგახსენებთ, რომ პირველი ლიგის გამარჯვებული „დიდი 10“-ის საგზურს პირდაპირ იღებს, ხოლო მეორეადგილოსანი მოწინავე ათეულის ბოლოდან მეორე გუნდს, ამავე საგზურს ორრაუნდიან ბრძოლაში შეეცილება. პირველ ლიგაში მეორე ადგილზე ამჟამად „დინამოა“ და მას ადგილს თბილისის „თიბისი“ ეცილება, რომელიც ბოლოსწინ ტურში ქუთაისში მიდის. მე-12 ტურში „თიბისიმ“ „ხულიგანას“ პრობლემების გარეშე, 40:19 აჯობა, პრემიაც ჩაიწერა და „დინამოსთან“ ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა.

პირველ ლიგაში დარჩენა უკიდურესად გაუჭირდება ფოთის „კოლხ რაინდებს“, რომლებიც გასულ ტურში თბილისში 6:27 დამარცხდა. მათმა მძლეველმა „ივერიამ“ პრემიალური ქულაც აიღო.

დაძაბული გამოდგა „შევარდენზე“ გამართული კიდევ ერთი მატჩი სტუ-სა და პატარძეულის „კახეთს“ შორის. კახელებს ამ მატჩში უმოტივაციობის არაფერი ეტყობოდათ და ჯარიმით და ლელოთი 8:0 დაწინაურდნენ. სტუდენტებმა მატჩის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა შეძლეს და ჯარიმით, ლელოთი და გარდასახვით დაწინაურდნენ, მაგრამ მერე შეტევაში ბურთი დაკარგეს და კონტრშეტევისას ლელო თავად მიიღეს.

სტუ-მ მეორე ტაიმში კვლავ ლელო, გარდასახვა და ჯარიმა გაიტანა და 20:15 დაწინაურდა. „კახეთმა“ ჩამორჩენა ჯარიმით შეამცირა, მერე კაცნაკლულ მეტოქეს შეუტია და ორჯერ ჯარიმის უფლება მოიპოვა, თუმცა მათი რეალიზება ვერ მოახერხა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. სტუ-მ 20:18 მოგებით 4 ქულა ჩაიწერა და სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს რეგიონალური ლიგის მეორე გუნდთან გადათამაშება მოუწევს.

საქართველოს პირველობა 2015/2016 წლებში. პირველი ლიგა

XII ტური

თიბისი [თბილისი] - ხულიგანა [თბილისი] 40:19

დინამო [თბილისი] - ბაგრატი [ქუთაისი] 3:15

ივერია [თბილისი] - კოლხი რაინდები [ფოთი] 27:6

სტუ [თბილისი] - კახეთი [პატარძეული] 20:18

20/03

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ბაგრატი ქუთაისი

12

11

0

1

8

1

0

369:091

+278

53

2

დინამო თბილისი

12

10

0

1

6

0

0

394:096

+298

46

3

თიბისი უნივერსიტეტი თბილისი

12

9

0

3

5

1

0

372:168

+204

42

4

ივერია თბილისი

12

7

0

5

5

2

0

259:174

+85

35

5

კახეთი პატარძეული

12

4

0

8

1

3

0

202:281

-79

20

6

ხულიგანა თბილისი

12

4

0

8

1

2

0

164:240

-76

19

7

სტუ თბილისი

12

2

0

10

1

1

0

127:463

-336

10

8

კოლხი რაინდები ფოთი

12

1

0

11

0

1

0

088:462

-374

5

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო

20/03 @ 20.50

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

XIII ტური. 26-27 მარტი

ხულიგანა - სტუ, დინამო - ივერია, ბაგრატი - თიბისი, კახეთი - კოლხი რაინდები

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:37 | 23.03.2016
GiorgiG83 (525)

აია - დიდი 10
ბაგრატი - დიდი 10 (სავარაუდოდ)
უნივერსიტეტი - პირველი ლიგა (სავარაუდოდ)

აია-ბაგრატი "ა", "ბ" ლიგებში ნახევარ ფინალებში (ბოლო 2 წელია) - ქუთაისის წყალი გადასხმოდეს სხვა ქალაქებსაც

20:26 | 22.03.2016
RC BAGRATI KUTAISI (10)

გაუმარჯოს ბაგრატს. გილოცავთ ლომებო. მაგარი იქნება ქუთაისური დერბი!

0.099546