ბორჯღალოსნები

17:38 | 22.03.2016 | ნანახია 1888 - ჯერ

საქართველო ფინალშია!

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში მასპინძელ პორტუგალიას 29:10 (21:10) სძლია და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ლისაბონში გამართულ შეხვედრაში ქართველებმა 4 ლელო დადეს, საიდანაც 3 გარდასახულ იქნა, 3 ქულაც კი საჯარიმოს ხარჯზე იქნა აღებული. მატჩის გმირი ქართველთა 8 ნომერი არსენ მაჩალაძე გახდა, რომელმაც 3 ლელო მიითვალა, გარდასახვები და საჯარიმოები კი გელა აფრასიძემ შეასრულა.

პორტუგალიელთა მონაგარი 2 ლელო იყო. ისიც სათქმელია, რომ მასპინძელმა 18-წლამდელებმა ქართველებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და იგივე რუმინეთზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ.

თუ ვინ იქნება 26 მარტს დაგეგმილ ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი უნდა იყოს. “სამფეროვნები” ბელგიასთან აშკარა ფავორიტები არიან.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:54 | 22.03.2016
RC BAGRATI KUTAISI (10)

ყოჩაღ ლომებო. აშკარად დაზოგეს ძალები და თამაში დაუმალეს ფრანგებს.

0.090933