ზე-18

15:03 | 22.03.2016 | ნანახია 1280 - ჯერ

მან-რი ჩხუბისთვის ერთი კვირით დასაჯეს (+ვიდეო)

თანამედროვე პროფესიულ რაგბიში მოედანზე მუშტი-კრივის გამართვა იშვიათობა გახდა, მაგრამ ვეტერანმა ავსტრალიელმა მორაგბე ჯოშუა მან-რიმ გადაწყვიტა, ძველი დრო გაეხსენებინა და „სტორმერსისა“ და „ბარმბისის“ მატჩში ჩხუბი ატეხა, რის გამოც მას წითელი ბარათი უჩვენეს, ხოლო როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, სადისციპლინო კომიტეტმა ერთკვირიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

„მისგან ეს სულელური საქციელი იყო, ამით კლუბი დააზარალა. თუმცა, შესაძლებელი იყო ჯოშუასთვის მხოლოდ ყვითელი ბარათი მიეცათ“ - აცხადებს „ბრამბისის“ თავკაცი სტეფან ლარკემი.

აღსანიშნავია, რომ 35 წლის კვაჭის გაგდებამ მატჩის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა - ინციდენტი 64-ე წუთზე მოხდა, როდესაც „ბრამბისი“ ხუთი ქულით მარცხდებოდა, მან-რის გაგდების შემდეგ კი, 14 კაცით დარჩენილმა ავსტრალიელებმა კიდევ 15 ქულა გაუშვეს და საბოლოო ჯამში 31:11 წააგეს.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088567