გორის “ჯიქმა” ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი თბილისის “ლოკომოტივი” ჯარიმების წყალობით 12:6 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. ის ერთადერთი გუნდია, რომელმაც განვლილ ორ თამაშში ლელო არ გაუშვა.
დასკვნით 10 წუთში თემურ ბენდიაშვილის შეგირდებმა სწორედ ლელოზე ითამაშეს და შეცდნენ, რადგან გორელთა ცნობილი დაცვა ვერ გატეხეს, ჯარიმით აღებული 3 ქულა კი, დასკვნით 4-5 წუთში მათ ფრეზე თამაშის საშუალებას მისცემდა.
მთლიანობაში, თამაში სანახაობრივი ვერ გამოდგა. საწყის წუთებში უპირატესობა “ლოკომოტივის” მხარეს იყო და დიმიტრი კალანდაძემ ორი ჯარიმა გაიტანა, მაგრამმესამე ცდაზე მიზანმა უმტყუნა. დასკვნით 5 წუთში კაცნაკლულმა “ჯიქმა” იქით მოიპოვა ჯარიმის შესრულების უფლება და პირველჯერზე მამუკა ნინიძე ზუსტი იყო, მაგრამ ზედ შესვენების წინ ანგარიში ვერ გაათანაბრა. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში მან მორკკინალებს გარჯა დაუფასა და სამი ზუსტი დარტყმა შეასრულა, რის შემდეგაც თამაში 12:6 დასრულდა.
გონიოში “ბათუმმა” ქუთაისის “აიას” 17:9 სძლია და სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა. “დიდი 10”-ის მომდევნო ტური ორი კვირის შემდეგ, 26-27 სექტემბერსაა დანიშნული.
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. II ტური
12 სექტემბერი
თბილისის. “ავჭალა”.
აკადემია (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 16:8 (16:3)
თბილისი. “ლელო” (დიდი დიღომი). 2000 მაყურებელი
ლელო-სარასენსი (თბილისი) - არმია (თბილისი) 29:16 (19:9)
13 სექტემბერი
გონიო.
ბათუმი (ბათუმი) - აია (ქუთაისი) 17:9
თბილისის. “ავჭალა”. 500 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) - ჯიქი (გორი) 6:12 (6:3)
ყოჩები (ბოლნისი) - არმაზი (თბილისი) (გადაიდო)
გუნდები თ მ ფ წ +/_ ქ ბ
ჯიქი 2 2 0 0 29:18 9 1
ლელო-სარასენსი 2 2 0 0 38:22 8 0
ბათუმი 2 2 0 0 43:27 8 0
აია 2 1 0 1 34:26 5 1
აკადემია 2 1 0 1 22:17 5 1
ლოკომოტივი 2 1 0 1 27:28 5 1
ყოჩები 1 0 0 1 12:17 1 1
არმია 2 0 0 2 32:50 1 1
არმაზი 1 0 0 1 18:26 0 0
ხარები 2 0 0 2 17:41 0 0
მომდევნო ტური. 26-27 სექტემბერი
არმია - აკადემია; ხარები - ბათუმი; აია - ყოჩები; არმაზი - ლოკომოტივი; ჯიქი - ლელო-სარასენსი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია