ამბები

16:29 | 8.09.2015 | ნანახია 4273 - ჯერ

პარასკევს, 19 საათზე, სრკ-ს პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე გულშემატკივრებს ელის

საქართველოს რაგბის კავშირი ყველაზე გახსნილი ორგანიზაცია რომაა და მისი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე გულშემატკივრებთან თავს ანგარიშვალდებულად თვლის, არახალია და კიდევ ერთხელ დასტურდება.

ის აქამდეც არაერთხელ შეხვედრია არაოფიციალურ გარემოში ქართული რაგბის ქომაგებს და გულშემატკივრებს, ახლა კი, მსოფლიო თასის წინ, როდესაც კითხვები მრავლად დაგროვდა, მისივე ინიციატივით კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება.

“ზურა, მესმის, რომ გულშემატკივრებს ბევრი კითხვები დაუგროვდათ. “მსოფლიო სპორტის” მკითხველ გულშემატკივრებს რომ შევხვდეთ ხომაა შესაძლებელი? რადგან ბევრი მათგანი მუშაობს, პრობლემა რომ არ შეექმნათ, შეხვედრა “შევარდენზე”, პარასკევს, საღამოს 19 საათზე დავგეგმოთ” - ამ შინაარსის ზარი გაისმა ბატონი გიორგისგან და ახლა ჯერი გულშემატკივარზეა.

ცნობისათვის, წინა შეხვედრას 15-მდე გულშემატკივარი დაესწრო და გულღია საუბარი დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა. ის მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ უკვე შუაღამის პირველი საათი იყო.

ამრიგად, ვისაც პირადად გსურთ მოისმინოთ გიორგი ნიჟარაძის პასუხები დაგროვილ კითხვებზე, თანაც ასეთი უმნიშვნელოვანესი ტურნირის, მსოფლიო თასის წინ, მობრძანდით პარასკევს, 19 საათზე “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე.

P.S.

გთხოვთ მომსვლელებმა დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია, რათა მოხდეს დაახლოებით მაინც იმის განსაზღვრა, რამდენი გულშემატკივარი ისარგებლებს ამ ბრწყინვალე შესაძლებლობით


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.073579