ამბები

21:06 | 4.09.2015 | ნანახია 3775 - ჯერ

ბორჯღალოსნების რაზმი იაპონიის წინააღმდეგ

მსოფლიო თასის დაწყებამდე 14 დღეღა რჩება. ინგლისში მყოფი ბორჯღალოსნები მზადების მესამე ფაზას გადიან, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი 3 საკონტოლო მატჩიდან 2 უკვე გამართეს - 28 აგვისტოს ‘ნიუქასლ ფალკონზის (მატჩის მიმოხილვა) და 2 სექტემბერს კანადის (მატჩის მიმოხილვა) წინააღმდეგ.

მესამე საკონტროლო მატჩი ხვალ, 5 სექტემბერს გლოსთერში, ‘ქინგსჰოლმ სთედიუმზე’ ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასის მსვლელობისას საქართველოს ნაკრები ტონგას (19 სექტემბერს) და არგენტინას (25 სექტემბერს) სწორედ ქინგსჰოლმზე დაიპირისპირდება.

ხვალინდელი მატჩი ჩვენი დორით 19:45 საათზე დაიწყება. გავითვალისწინეთ რა ხალხის უდიდესი ინტერესი შეხვედრის მიმართ, საქართველოს რაგბის კავშირმა ინგლისში მოლაპარაკებები აწარმოა ორგანიზატორებთან და გვინდა გაცნობოთ, რომ შეხვედრის ყურება სთრიმით იქნება შესაძლებელი! სთრიმის ბმული განთავსდება საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე და სოც-მედიის პლატფორმებზე (Facebook, Twitter) მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე.

ურთიერთ შეხვედრები

ბორჯღალოსნები და ალუბლები აქამდე სამჯერ შეერკინენ ერთმანეთს. პირველ ორ მატჩში, 2006 წელს ოსაკაში (7:32) და 2012 წელს თბილისში (22:25), იაპონელებმა იმარჯვეს, ხოლო 2014 წლის 23 ნოემბერს, მესხის სტადიონზე საქართველომ 35:24 სძლიეს მეტოქეს.

რაზმში ცვლილებებით

პირველ ხაზში მიხეილ ნარიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე და დავით ზირაქაშვილი დაიწყებენ. მარქაფიდან სასტარტო 15-ეულში კოტე მიქაუტაძემ და დავით კაჭარავამგადმოინაცვლეს. რაზმში ასევე შალვა სუთიაშვილს, ვიქტორ კოლელიშვილს, ვასილ ლობჟანიძეს, მერაბ კვირიკაშვილსა და დავით ქუბრიაშვილს ვიხილავთ, რომლებსაც კანადასთან არ უთამაშიათ. ხვალ მურაზ გიორგაძეძ ითამაშებს, რომელიც გუნდს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.

ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი იაპონიის წინააღმდეგ

(5 სექტემბერი, 19:45 სთ, კინგსჰოლმი, გლოსთერი):

უკანა ხაზი/ბექები:

15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 მურაზ გიორგაძე, 13 დავით კაჭარავა, 12 მერაბ შარიქაძე, 11 გიორგი აფციაური, 10 ლაშა მალაღურაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე

შერკინება/ფორვარდები:

1 მიხეილ ნარიაშვილი, 2 ჯაბა ბრეგვაძე, 3 დავით ზირაქაშვილი, 4 გიორგი ნემსაძე, 5 კონსტანტინე მიქაუტაძე, 6 შალვა სუთიაშვილი, 7 ვიქტორ კოლელიშვილი, 8 მამუკა გორგოძე (კაპ)

მარქაფა

16 შალვა მამუკაშვილი, 17 დავით ქუბრიაშვილი, 18 ლევან ჩილაჩავა, 19 ლევან დათუნაშვილი, 20 გიორგი ჩხაიძე, 21 გიორგი ბეგაძე, 22 თამაზ მჭედლიძე, 23 გიორგი ფრუიძე

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084771