ამბები

18:01 | 4.09.2015 | ნანახია 5148 - ჯერ

დიდ დიღომში ახალი სარაგბო ბაზა ოფიციალურად გაიხსნა

4 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად გახსნა დიდ დიღომში მდებარე „ლელო სარასენსის" სარაგბო ბაზა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი; მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე ვეტერანი და მოქმედი მორაგბეები, ქომაგები და ჟურნალსიტები.

"ლელო სარასენსის" ბაზა ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო. ბაზაზე განთავსებულია 2 სათამაშო მოედანი. ბუნებრივსაფარიანი მოედანი 1 750 მაყურებელზეა გათვლილი, ხოლო მეორე, ხელოვნურსაფარიანი სტადიონი სპორტსმენების სავარჯოშოდაა მოწყობილი. კომპლექსი აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟორო და მოსასვენებელი ოთახებით, VIP, PRESS და მატჩის კომისრის ლოჟებით, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის კაბინეტებით. „ლელო სარასენსის" ტერიტორია 2 ჰექტარს მოიცავს.

თბილისის, ფოთის და ქუთაისის სარაგბო ბაზები საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" დაფინანსებით ასოციაცია „ატუმ" მოაწყო. დიდი დიღმის სარაგბო ბაზის, „ლელო სარასენსის" მშენებლობაზე 5 640 000 ლარი დაიხარჯა, ფოთში „პარკი არენას" მშენებლობაზე 7 380 000, ხოლო საქართველოში ყველაზე დიდი კომპლექსის-ქუთაისის „აია არენაზე" 11 460 000 ლარი.

2017 წელს საქართველო ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია კიდევ 3 ბაზის მშენებლობა გუნდების სავარჯიშოდ.

რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფონდმაქართუმ" უკვე განახორციელა შემდეგი პროექტები:

თბილისში აშენდა სარაგბო ბაზა „ლელო არენა" 5,640 000 ლარი

ფოთში აშენდა სარაგბო ბაზა „პარკი-არენა" 7,380 000 ლარი

ქუთაისში აშენდა სარაგბო ბაზა „აია არენა" 11, 460 000 ლარი, მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა 3,800 000 ლარი; რაგბის აკადემია 3, 800 000 ლარი

თბილისში აშენდა „შევარდენის" სანაკრებო ბაზა 7, 433 000 ლარი

მოეწყო ავჭალის რაგბის სტადიონი 5, 521 000 ლარი

ვარკეთილის სარაგბო სკოლაში მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მოედანი 400 000 ლარი

აშენდა რუსთავის სარაგბო ბაზა 7, 578 000 ლარი

აშენდა მარტყოფის სარაგბო ბაზა 3,452 000 ლარი, მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა 750 000 ლარი

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაიწყო სარაგბო ბაზის მშენებლობა 4,300 000 ლარი

დასასრულს უახლოვდება გორის სარაგბო ბაზის მშენებლობა 5, 900 000 ლარი

მომავალ წელს დასრულდება ბათუმის სარაგბო ბაზა 7, 700 000 ლარი

თელავში დაიწყო ორმოედნიანი კომპლექსის მშენებლობა 5,500 000 ლარი

ასპინძის სარაგბო ბაზა -3,240 000 ლარი


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.282458