ამბები

19:38 | 3.09.2015 | ნანახია 2710 - ჯერ

მე-2 საკონტროლო მატჩის მიმოხილვა და კომენტარები

გუშინ, 2 სექტემბერს ინგლისში, მსოფლიო თასისთვის მზადების მესამე ფაზაზე მყოფმა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 3 მატჩიანი საკონტროლო სერიის მეორე შეხვედრაში კანადას დაუპირისპირდა, რომელშიც ნეკერჩხლებმა ბორჯღალოსნებს 16-15 სძლიეს.

აქამდე საქართველო და კანადა ოთხჯერ შეხვედრილან ერთმანეთს და ორ-ორი მოგებით საერთო ანგარიში საყაიმო იყო.

ვიდრე თამაშის მიმოხილვაზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სამ სერია ჩვენი ნაკრებისთვის მსოფლიოს წინ მოსამზადებელ მატჩებს წარმოადგენს და მიუხედავად იმისა, რომ კანადასთან მატჩი ტესტი იყო, თამაშის მიზანს ვარჯიში და სათამაშო კომპონენტებზე მუშაობა წარმოადგენდა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მატჩის მსვლელობისას ჯარიმებიდან ბურთი აუტში გადაქვქონდა და დერეფნიდან შეტევებზე ვმუშაობდით.

წუხანდელი მატჩი

* პირველი ნახევარი

ფალკონზსთან გამართული მატჩისგან განსხვავებით, წუხალნდელი შეხვედრისთვის ჰეიგმა 23 კაციანი რაზმი დაასახელა (იხ. რაზმი). თამაში გამოვიდა ძალზე დაძაბული, საინტერესო თუმცა ორივე გუნდის მხრიდან გარკვეულ წუნსაც ჰქონდა ადგილი.

მატჩის დაწყებიდან დაახლოებით 4 წუთში კანადელებმა ცენტრიდან მარჯვენა ფრთაზე გაათამაშეს და მათი გაჩერება მხოლოდ ჩვენს 10 მეტრიან ხაზთან შევძელით. რაქიდან ნეკერჩხლებმა რამდენჯერმე მარჯვენა ფრთისკენ მიეძალნენ და ნელ-ნელა ლელოსაც მიუახლოვდნენ, კიდევ ერთხელ დაარტყეს და ბურჯმა, ენდრიუ თიდმენმა დაამიწა. გარდასახვა კანადელთა მგეზავნა ნეითან ჰირაიამამ შეასრულა 7-0

ეპიზოდის შემდეგ თამაში ჩვენი შეტევებით გაგრძელდა. ისევე, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, დერეფნებს ხშირად ვაწოდებდით. სწორედ ერთ-ერთი ასეთი, ცენტრიდან მოწოდებული დერეფნიდან შეტევა რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი ფრთაზე ფრუიძემ 22-მე აიტანა. რაქიდან მალაღურაძემ აბრაგანი ასწია, რა დროსაც კანადელებმა ბურთისკენ მიმავალ მამუკა გორგოძეს გზა გადაუღობეს და შეხვედრის ინგლისელმა არბიტრმა ჯე პი დოილმა, რომელმაც შარშანდელ ნოემბრის ტესტებზე ირლანდიისა და საქართველოს მატჩი იმსაჯა, ჩვენ სასარგებლოდ ჯარიმა დანიშნა. დარტყმა ზუსტად მალაღურააძემ შეასრულა და ჩვენ აქტივში პირველი სამი ქულა ჩაწერა 7-3

ამის შემდეგ რამდენჯერმე შევუტიეთ. ერთ მომენტში მოწინააღმდეგის შერკინებიდან ბურთი ჩვენსკენ გამოგორდა, მას მამუკა გორგოძე დაეუფლა და ლაშა ლომიძეს გაატანა. ამ უკანასკნელმა იქვე დაარტყა. რაქიდან ბეგაძემ შეტევა მარჯვნევ გააგრძელა, მალაღურაძეს გადასცა, რომელმა შუამარბის პოზიციაზე მოთამაშე თამაზ მჭედლიძეს ისე დაარტმევინა, რომ ამ უკანასკნელმა მეტოქე გადათელა. თუმცა შებოჭეს და ფრთაზე გაგრძელებული შეტევა კანადელებმა შეაჩერეს. მალევე დავჯარიმდით და ჰირქიამამ ანგარიში 10-3 დააფიქსირა.

ანგარიში 28-ე წუთამდე არ შეცვლილა. ამასობაში რამდენიმე მოგებული დერეფნისა და აგორებული მოლების შემდეგ კანადელთა 5 მეტრიანთან ჩვენი შრკინება დაინიშნა. ბეგაძის შეგორებული ბურთი ლაშა ლომიძემ აიტაცა და ზედ ლელოს ხაზთან მარცხნივ გორგოძეს გადააწოდა, რომელსაც ერთდორულად ორი მეტოქე ბოჭავდა და გაჩენილ დაუცველ ზონაში გარღვევაძე გიორგი თხილაიშვილი შეიყვანა. მანაც დაამიწა. გარდასახვა მალაღურაძემ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა 10-10

საყაიმო ანგარიში ტაიმის ბოლომდე ჰირაიამამ გატანილი ჯარიმით შეცვალა და შესვენებამდე კანადა 13-10 დააწინაურა.

* მეორე ნახევარი

თამაშის განახლების შემდეგ გუნდებმა კვლავ შეტევებით გააგრძელეს. პირველი ნახევრის მსგავსად, ჯარიმები აუტში გადაგვქონდა, რათა დამუშავებული კომბინაციებზე გვემუშავა. თუმცა მანამდე ჰირაიმამ კიდევ ერთხელ ჯარიმით გაზარდა ანგარიში 16-10

თამაშის დასრულებამდე რამდენიმე კარგი შეტევა განვახორციელეთ. ჯერ ფრთიდან ფრუიძემ კარგად შეაცურა, მაგრამ გაგრძელება კარგი არ მოყვა ამ ეპიზოდს. მერე მეტოქის 5 მეტრიანთან ხაზმა კარგად ჩაათამაშა. ერთ მომენტში ცენტრიდან წამოღებული შეტევა ხაზმა მარცხნივ ჩაიტანა, რომელიც მაღალ ტემპში მორკინალებმა გააგრძელეს, მაგრამ არც ამ შეტევის დასრულება მოხერხდა. თუმცა ამ შეტევებმა ლელო მოამწიფა, რომელიც წიკლაურმა შეხვედრის 74-ე წუთზე დაამიწა. მარცხენა ფრთიდან მოგებული დერეფანი მოლიდან მალევე მეტოქის 5 მეტრიანთან რაქში გადავიდა. აქ ბეგაძემ შეცვლაზე შემოსულ ლაშა ხმალაძეს ცენტრში გადააწოდა, ხოლო ჩვენმა მგეზავმა ერთი პასით სამი მორაგბე გამოტოვა და ბურთს ზედ ლელოს ხაზთან წიკლაური დაეუფლა. გარდასახვა მანვე დაარტყა, მაგრამ სამუხაროდ ვერ გაიტანა 16-15

სამწუხაროდ მატჩის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა და შესაბამისად საქართველოსა და კანადის მეხუთე რკენაში ნეკერჩხლებმა გაიმარჯვეს.

წინ სერიის ბოლო ტესტია

დღეს ბორჯღალოსნები მთლიან დროს აღდგენას და და ვიდეო ანალიზს დაუთმობენ. თამაშის შემდეგ ბიჭები კარგად გრძნობენ თავს. ხვალიდან იაპონიასთან გასამართი ტესტისთვის დაიწყებენ მზადებას. მოსამზადებლად წოდა დრო გვაქვს ვინაიდან ტესტი ზეგ, 5 სექტემბერს გლოსთერში გაიმართება. თამაში იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ გაიმართება კინგსჰოლ სთედიუმზე, სადაც მსოფლიო თასზე 19 სექტემბერს ტონგას, ხოლო 25 სექტემბერს არგენტინას დავუპირისპირდებით. შეხვედრა საქართველსო დროით 19:45 საათზე დაიწყება და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მიმართ ინტერესი უზარმაზარია ჯერ-ჯერობით მხოლოდ ტექსტური ლაივს ვადასტურებთ. რაიმე ცვლილების შემთხვევაში ინფორმაციას მოგაწვდით.

კომენტარები:

მაიქლ ბრედლი (უაკანა ხაზის მწვრთნელი)

„პირველ ნახევარში თამაში თანაბარი იყო. კანადამ უკეთ დაიწყო და ჩვენ უკეთ დავაბოლოვეთ. ჩვენი მიზანი იყო მოლსა და შერკინებაში უპირატესობის მოპოვება და ეგ შევძელით კიდეც. კანადა ძაან სახიფაოდ თამაშობდა გაშლილად და ცდილობდა ბურთი სულ ემოძრავებინა.

„კანადამ გაგვიტანა ჯარიმა და 6 ქულით გაგვისწრო. ისევე როგორც ნიუქასლთან სპარინგში, კარში აღარ ვურტყამდით ჯარიმებს, მაგრამ კიდეზე გადატანით ვერც ამჯერად ვიხეირეთ. წავაგეთ ერთი ქულით, კარგი ლელოც დავდეთ მორკინალთა გარჯითა და ლაშა ხმალაძის სისხარტით. პირველ ტაიმშიც შერკინებით მივედით იმათ ძელებთან. რა თქმა

„შერკინებაცა და მოლიც რიგიანია. ვუტევთ და მომენტებს ვქმნით. დერეფანში მეტოქეს ხელს კარგად ვუშლით. გამოგვდის ძალისმიერად თამაში, რაშიც ხელს გვიწყობის ჩატარებული წრთობის კურსი. ასე რომ, კანადასა და იაპონიასთან თამაშში ვამუშავებთ ტაქტიკას მსოფლიოსთვის.“

მილთონ ჰეიგ (მთავარი მწვრთნელი)

„ფაქტია, რომ ნიუქასლის შემდეგ აშკარად მოვუმატეთ. თამაშით კმაყოფილი ვარ. მეტყვით, კანადამ მოგვიგოო, მაგრამ ჩვენც გვქონდა შანსები. სამწუხაროდ, შეცდომებიც დავუშვით. მთავარია, მატჩიდან მატჩამდე ვაუმჯობესოთ ხარისხი. კარგია, რომ ბოლო 10 წუთში მაგარ ჯანზე ვიყავით.

კარის ნაცვლად ჯარიმებს კიდეზე ვურტყამდით იმიტომ, რომ ეს მაინც საწვრთნელი, მოსათელი მატჩი იყო და კომბინაციებს ვხვეწდით. ბოლო ჯარიმაზეც ასე მოვიქეცით და კიდეც გავიტანეთ ლელო.

„იაპონიასთან რკენის სამზადისში კანადასთან გამართულმა მატჩმა დაგვანახა, რომ შერკინება კარგ ფორმაშია. სამუშაო მაინც ბევრი გვაქვს. ამ ეტაპზე შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი თამაშის ხარისხია. ბექებსაც არა უშავდათ. გაშლილად ვუტევდით, მარდად, მაგრამ წუნიც გვქონდა. იაპონიასთან შერკინებამ აკრეფილ სიჩქარეს უნდა უმატოს და ბექებიც მიყვნენ. მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ტაქტიკურ დარტყმებს, თამაში მეტოქის ნახევარზე გადავიტანოთ და იაპონია წნეხის ქვეშ ვამყოფოთ.”

www.site.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083136