ამბები

18:02 | 1.09.2015 | ნანახია 6597 - ჯერ

მილთონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების 31 კაციანი სატურნირო რაზმი დაასახელა

2015 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე სულ რაღაც 17 დღე რჩება. 18 სექტემბერს მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმი ინგლისისა და ფიჯის მატჩით გაიხსნება, რომელიც ინგლისური რაგბის სახლად წოდებულ ‘თქვიქენჰემზე’ გაიმართება.

საქართველო მსოფლიო სარაგბო ხორუმში 19 სექტემბერს, ტონგასთან ძალზე პრინციპული და მნიშვნელოვანი მატჩით ჩაებმება. ჩვენი გუნდი ‘ც’ ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ტონგას გარდა არგენტინას, მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიას და ნამიბიას ეთამაშება. განრიგი სრულად >>>

მზადების საწყისი ორი ფაზა

2015 წლის მსოფლიო თასისთვის მზადება ნაკრებმა წელიწად ნახევრის წინ დაიწყო, ხოლო უშუალოდ სატურნირო შეკრებებს ივნისის ბოლოს, წლევანდელი თბილისის თასის დასრულების შემდეგ შეუდგა.

ამ პერიოდის განმავლობაში ბორჯღალოსნებმა მზადების ორი ფაზა გაიარეს. პირველი ეტაპი სამ კვირიან ფიზ-მომზადებაზე ორიენტირებულ შეკრებას მოიცავდა, რომელიც შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართა. ბიჭებს ყოველდღიურად არაერთი დამღლელი ვარჯიშის შესრულება უწევდათ, ხოლო ამ პროცესს ინგლისის ნაკრების ყოფილი ფიზ-მომზადების მწვრთნელი ქელვინ მორისი, ბორჯღალოსნების სხვა ფიტნეს მწვრთნელებთან ერთად ხელმძღვანელობდა.

ფაზის დასრულების შემდეგ ნაკრებმა ერთი კვირა დაისვენა და მეორე ეტაპისთვის ჯერ შევარდენს დაუბრუნდა, ხოლო მოგვიანებით გუნდი პოლონეთში, ‘ცეტნიევოს ოლიმპიურ ბაზაზე’ გაემგზავრა. აქ უკვე წრთობის კურსი კრიოთერაპიის თანხლებით მიმდინარეობდა - ბორჯღალოსნებს ყოველი ვარჯიშის შემდეგ 2–3 წუთიანი პროცედურა სპეციალურ კრიო–კამერებში უტარდებოდათ, სადაც ტემპერატურა მინუს 120 გრადუსია, და ამით ძალთა აღდგენა ჩქარდებოდა.

მესამე, დამაგვირგვინებელი ფაზა

24 აგვისტოს ბორჯღალოსნები ინგლისში გაემგზავრნენ, სადაც გუნდი მზადების მესამე ფაზას ‘სარის სპორტულ ცენტრში’ შეუდგა. ეს ეტაპი მთლიანად სარაგბო კომპონენტებს, ტექნიკას და ტაქტიკას დაეთმობა. ინგლისში სამწვრთნელო შტაბს სამი საკონტროლო (მსოფლიომდე გასახურებელი) მატჩი ჰქონდა დაგეგმილი. პირველი შეხვედრა 28 აგვისტოს, ინგლისის ‘ავივა პრემიერშიპის’ ‘ნიუქასლ ფალკონზსთან’ შედგა, რომელშიც მასპინძლებმა 27:7 გაიმარჯვეს.

მეორე საკონტროლო მატჩი ხვალ, 2 სექტემბერს ეშერში კანადის წინააღმდეგ გაიმართება (დას.22:45 სთ), ხოლო მესამე რკენაში ბორჯღალოსნები იაპონიას 5 სექტემბერს, გლოსთერში ‘ქინგსჰოლ სთედიუმზე’ შეხვდებიან (დას.19:45 სთ).

კონკურენტუნარიანი გუნდის მშენებლობა

წინ 2015 წლის მსოფლიო თასია - ტურნირი, რომელსაც 4 წლის განმავლობაში ველოდით. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მიზანს ჯგუფში ორი მატჩის მოგება წარმოადგენს, რომლის შემთხვევაშიც ავტომატურად მივიღებთ 2019 წლის მსოფლიოს საგზურს.

ამ მიზნის მისაღწევად ბორჯღალოსნებმა, სამწვრთნელო შტაბმა, სტაფმა და მენეჯმენტმა მზადების გრძელი, ხანგძლივი და დამღლელი გზა გავლეს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ამ პერიოდის განმავლობაში მწვრთნელები არც ექსპერიმენტებს შეუშინდნენ და ბევრი ახალბედა მორაგბეც გამოსცადეს. საბოლოოდ კი ჩამოაყალიბეს ის 31 კაციანი რაზმი, რომელიც მსოფლიო თასზე იასპარეზებს. აქვე გაცნობებთ, რომ ბორჯღალოსნებს მამუკა გორგოძე(ტულონი, ტოპ 14, საფ) უკაპიტნებს, ხოლო ვიცე-კაპიტანილაშა ხმალაძე (ლელო სარასენს, დიდი 10, საქ.) იქნება.

აღსანიშნავია, რომ სატურნირო შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ბურჯი ზურაბ ჟვანია(სტად ფრანსე, ტოპ 14, საფ.) და შუამარბი გიორგი ტალახაძე (ლელო სარასენს, დიდი 10, საქ.), მაგრამ ნიუქსლთან საკონტროლო შეხვედრაში ჟვანიამ იდაყვის, ხოლო ტალახაძემ საზარდულის ტრავმები მიიღეს. თავიდან სამედიცინო შტაბი ოპტიმისტურად იყო განწყობილი, მაგრამ მატჩიდან მესამე დღეს მიღებული საბოლოო დასკვნით დადგინდა, რომ ისინი გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებდნენ. მათ ნაცვლად სამწვრთნელო შტაბმა შერკინების კვაჭ, სიმონ მაისურაძეს (ვალანსი, ფედერალ 1, საფ.) და გარემარბ მურაზგიორგაძეს (არმაზი, დიდი 10, საქ.) უხმო.

მილთონ ჰეიგი:

„მსოფლიოზე გავალთ კონკურენტუნარიანი გუნდით, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დავიწყეთ. გუნდის სასელექციო პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ იმ 31 მოთამაშეზე ჩამოვყალიბდით, რომლებიც ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

„მოლოდინისამებრ, გუნდი გამოცდილ და ახალგაზრდა მოთამაშეთა ნაზავს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მერაბ კვირიკაშვილისთვის და გიორგი ჩხაიძისთვის ეს ზედიზედ მე-4 მსოფლიო თასი იქნება.

„რაზმის სელექციისას ძალიან დიდხანს და ინტენსიურად ვბჭობდით. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, თითოეულ პოზიციაზე კონკურენცია და შეცვლების დიდი სიღრმეები გვაქვს, გუნდში ზოგიერთი ძალიან კარგი მორაგბე ვერ მოხვდა. თუმცა, ისევე, როგორც ყველა დანარჩენმა მწვრთნელმა რაზმის დასახელებისას განაცხადა - მოთამაშეები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ჩვენთვის ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ და ტრავმის შემთხვევაში შესაძლოა ძალიან დიდი როლის შესრულება მოუწიოთ.

„როგორც ადრე არაერთხელ განვაცხადეთ, დიდხნიანი, დამღლელი მზადებისა და სელექციის მიზანს წარმოადგენდა ‘მსოფლიოზე ყველაზე კარგად მომზადებული საქართველოს ნაკრებით წარდგენა’ და ვფიქრობ, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ.“

ბორჯღალოსნების რაზმი 2015 წლის მსოფლიო თასზე

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

მერაბ კვირიკაშვილი

მონლიუსონ [სფრ ფედ 1]

1983

84

12ლ 108გ 119ჯ 3ა [642ქ] 3სბ

15

ბექა წიკლაური

ლოკომოტივი [საქ]

1989 20

2ლ 11გ 15ჯ 2ა [83ქ]

15

გიორგი აფციაური

ქუთაისის აია [საქ]

1994

8

:

14/11

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ]

1987

48

5ლ 2სბ

14/12

თამაზ მჭედლიძე

აჟენ [სფრ პრო დ2]

1993

29

4ლ

14/11

მურაზ გიორგაძე

არმაზი [საქ]

1994 6

14/11

გიორგი ფრუიძე

ქუთაისის აია [საქ]

1994 3

:

13/12

დავით კაჭარავა

ენისეი კრასნოიარსკ [რუს]

1985

81

17ლ [4 კაპ] სბ

13/12

მერაბ შარიქაძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

34

7ლ [1 კაპ]

10

ლაშა მალაღურაძე

ბანიერ [სფრ ფედ 1]

1986

56

3ლ 27გ 22ჯ 3ა [144ქ] 2სბ

10

ლაშა ხმალაძე

ლელო სარასენს [საქ]

1988

38

5ლ 4გ [33ქ]

9

გიორგი ბეგაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ]

1986

34

2სბ

9

ვაჟა ხუციშვილი

რუსთავის ხარები [საქ]

1993

19

:

9

ვასილ ლობჟანიძე

არმაზი [საქ]

1996

5

:

შერკინება [ფორვარდები]

1

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1990

26

ლ სბ

1

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987 10

2

სიმონ მაისურაძე

ვალანს [სფრ ფედ 1]

1986

32

სბ

2

შალვა მამუკაშვილი

სეილ შარქს [ინგ პრემ]

1990

29

3ლ

2

ჯაბა ბრეგვაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ]

1987 27

3

დავით ზირაქაშვილი

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1983

48

9ლ [1 კაპ] 3სბ

3

დუდუ ქუბრიაშვილი

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1986

39

2ლ წბ სბ

3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1991

23

3ლ

4/8

გიორგი ჩხაიძე

ლილ [სფრ ფედ 1]

1981

83

10ლ [1 კაპ] 6სბ

4/5

ლევან დათუნაშვილი

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1983

69

3ლ [3 კაპ] 6სბ

4/5

გიორგი ნემსაძე

ტარბ [სფრ პრო დ2]

1984

49

9ლ 3სბ

4/5

კოტე მიქაუტაძე

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1991

34

2ლ 2სბ

7/8

მამუკა გორგოძე

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1984

59

24ლ [2 კაპ] 4სბ

6/7

შალვა სუთიაშვილი

მასი [სფრ პრო დ2]

1984

48

ლ [7 კაპ] 3სბ

6/7

ვიტო კოლელიშვილი

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1989

31

3ლ [1 კაპ] 2წბ 4სბ

6/7

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ]

1991

20

ლ სბ

8

ლაშა ლომიძე

ბეზიე [სფრ პრო დ2]

1992

12

2ლ სბ

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075614