ამბები

0:02 | 28.08.2015 | ნანახია 2782 - ჯერ

“ფალკონზმა” “ბორჯღალოსნების” წინააღმდეგ სამატჩო რაზმი დაასახელა

დღეს, 28 აგვისტოს, “ბორჯღალოსნები” მსოფლიო თასის მზადების ფარგლებში პირველ საკონტროლო მატჩს გამართავენ, რომელშიც ინგლისის ავივა პრემიერშიპის “ნიუქასლ ფალკონზს” შეერკინებიან.

როგორც ადრე მოგახსენეთ, ჩვენი ნაკრები რამდენიმე დღეა რაც მსოფლიო თასის სამზადისის მესამე ფაზას, ინგლისში, სარის სპორტულ ცენტრში გადის.

გუნდი ნიუკასლში გუშინ დილით გაემგზავრა და ჩვენი დროით 22:00 საათზე “კინგსთონ პარკზე” კაპიტნის ვარჯიშიც გამართა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრაზე არანაირი ტელეგადაღება არ იწარმოებს და თამაშის ხილვა არც ინტერნეტ სტრიმით იქნება შესაძლებელი.

მატჩის მსვლელობისას ტექსტური ლაივი საქართველოს რაგბის კავშირის სოციალური მედიის პლატფორმებზე (Facebook, Twitter) და “ნიუქასლ ფალკონზის” თვითერზე იწარმოებს.

ვიდეო ჩანაწერი 29 აგვისტოს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ YouTube არხზე და სხვა პლატფორმებზე განთავსდება.

ჩვენი ნაკრების სამატჩო რაზმი ხვალ დილით გახდება ცნობილი. ამასობაში “ნიუქასლმა”, რომელიც 2015-16 წლის სარაგბო სეზონს “ბორჯღალოსნების” წინააღმდეგ თამაშით გახსნის, რკენისთვის შემადგენლობა დაასახელა.

მათი განცხადებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თამაში ძალზე მნიშვნელოვანია, რის გამოც კლუბმა აქცენტი გამოცდილ მოთამაშეებზე გააკეთა, თუმცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა რამდენიმე ახალბედასაც მიეცემა.

დღევანდელ შეხვედრაში “ბორჯღალოსნების” წინააღმდეგ ძმები ტუილანგების ერთ-ერთი წარმომადგენელი ენდიც (ანიტელეა) ითამაშებს, მისი უფროსი ძმა, 34 წლის ალესანა კი სამოას ნაკრებში მსოფლიო თასისთვის ემზადება.

“ეს ჩვენთვის დიდი გამოცდა იქნება, რომელსაც მოუთმენლად ველით. ქართველებს ბევრი ძალიან კარგი მორაგბე ყავთ, რომლებიც საფრანგეთში უმაღლეს დონეზე თამაშობენ, შესაბამისად ჩვენი ბიჭებისთვის ეს ფასდაუდებელი გამოცდა იქნება“, - განაცხადა “ფალკონზის” მთავარმა მწვრთნელმა დინ რიჩარდსმა.

“ნიუქასლ ფალკონზის” შემადგენლობა საქართველოს წინააღმდეგ

15. ქრეიგ ვილის, 14. ალექს თეით, 13. ქრის ჰარის, 12. ადამ პაუელ, 11. ენდი ტუილანგი, 10. თომ ქეთერიქ, 9. რუკი ტიპუნა

1. რობ ვიქერს, 2. სქოთ ლოუსონ, 3. სქოთ ვილსონ; 4. ქელუმ გრინ, 5. სქოთ მაკლაუდ; 6. რიჩარდ მეიჰიუ, 7. ვილ ველჩ, 8. ალი ჰოგ

მარქაფა: 16. ბენ ჰარის, 17. ჯორჯ მაკგვიგენ, 18. ალექს როჯერს, 19. შონ რობინსონ, 20. მარქ ვილსონ, 21. დენიელ თემ, 22. დენ მარშალ, 23. რურეიდ დოუსონ, 24. ბრეთ ქონონ

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082156