ნიუქსლ ფალკონზი ახალ სეზონში ღირსეულ წარმოჩენას ეცდება, რადგან ხვალ ღამით ისინი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ. 19:45 (საქართველოს დროით 22:45) საათზე , დინ რიჩარდსის გუნდი მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-13 ადგილოსან ქვეყანას ‘ქინგსტონ პარკზე’ შეხვდება. რაგბი ევროპის ჩემპიონი საქართველოს ნაკრები 9 კვირიანი შეკრების შემდეგ კბილებს ილესავს და ერთი სული აქვთ როდის ითამაშებს.
მსოფლიო თასის მოსამზადებელი კამპანიის ფარგლებში, ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგასა და ნამიბიის ჯგუფში მოასპარეზე მილტონ ჰეიგის ნაკრები, ნიუქასლს საკუთარი ძალების მოსასინჯად იდეალურ ოპონენტად მიიჩნევს.
„მსოფლიომდე სამი მატჩის გამართვა გვიწევს და სანამ ტესტ მატჩებს კანადასთან და იაპონიასთან გავმართავთ, ერთ-ერთ მოწინააღმდეგედ გვსურდა ‘პრემიერშიპის’ ან ‘ჩემპიონშიპის’ გუნდი გვყოლოდა“ - განაცხადა ახალზელანდიელმა მწვრთნელმა, რომლის გუნდიც ძირითადად ტოპ-14-ში მოასპარეზე მორაგბეებით კომპლექტდება.
„ნიუქასლი ‘პრემიერშიპის’ კლუბია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თამაში აუცილებლად წაგვადგება. ეს ჩვენთვის კარგი გამოცდა იქნება, მათ ძლიერი გუნდური სტრუქუტურა აქვთ და ეს სწორედ ის რკენა იქნება, რომელიც ამ ეტაპზე გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერშიპში ნიუქასლის მატჩებს თვალს ვადევნებდი, კარგად არ ვიცნობ იმ გუნდს, რომელსაც ხვალ ვეთამაშებით.
„ფალკონზის ყოფილი მწვრთნელი პიტერ რასელი ჩემი კარგი მეგობარია და სწორედ მისგან ვიცნობ ამ გუნდს, თუმცა მოსამზადებელ ეტაპზე ოპონენტის ვინაობა მთავარი არ არის. ჩვენი პირველი თამაშის მიზანი, ბოლო თვეების მანძილზე ვარჯიშიდან დაგროვებული გამოცდილების პრაქტიკაში გადატანაა.“
ჰეიგის თქმით, ბორჯღალოსნების თაინსაიდზე ჩამოსვლა, ინგლისის ნაკრებისა დაბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ყოფილი უკანახაზელის დამსახურებაა: „ეს თამაში ჩემთვის სპეციალურად პითერ ვინთერბოთომმა დაგეგმა, რომელიც ჩემი კარგი მეგობარია. დიდ მადლობას ვუხდით ნიუქასლს ამ თამაშის მასპინძლობისთვის.“
ქართული რაგბის მონაგარი საკმაოდ იზრდება. მეორე ეშელონის გუნდის სტატუსის მიუხედავად, ბორჯღალოსნებმა რეიტინგში 6 ერის მონაწილე იტალიას გადაასწრეს.
ჰეიგის თქმით: „9 კვირიანი შეკრება გავიარეთ და ერთი სული გვაქვს როდის შევუდგებით საქმეს. ვფიქრობთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასისთვის ასეთი მომზადებული არასდროს ყოფილა. გავიარეთ კრიოთერაპიის პროცედურები და პოლონეთის ეროვნულ ოლიმპიურ ბაზაზეც ვივარჯიშეთ. ჩვენი გუნდი ახლა მართლაც სხვა დონეზეა, კარგ ფორმაში ვართ და მიზნის მისაღწევად ახლა გეგმის თითოეული დეტალის შესრულება მნიშვნელოვანია. ნიუქასლთან პირველ თამაშს გავმართავთ და ეს მატჩი იმით იქნება გამორჩეული, რომ თამაშში ყველა მორაგბეს ჩავრთავთ. 80 წუთის განმავლობაში ყველას მიეცემა სათამაშო დრო და მატჩის პირველი ნახევრიდან მეორე ნახევრამდე გუნდი თითქმის მთლიანად შეიცვლება. 9-კვირიანი ვარჯიშის შემდეგ ბიჭებს თამაში მოენატრათ, ამიტომაც, მოუთმენლად ველით ხვალინდელ მატჩს.“
სარაგბო სამყაროში განთქმული სტერეოტიპის მიხედვით ქართველებს მხოლოდ შერკინება ჰყავთ კარგი, რასაც ამ სამი გიგანტის, დავით ზირაქაშვილის (კლერმონი),ზურაბ ჟვანიას (სტად ფრანსე) და მამუკა გორგოძეს (ტულონი) დასახელებაც კი უსვამს ხაზს.
თუმცა ჰეიგი დარწმუნებულია, რომ ახლა ქართულ არსენალში ბერვი სხვა იარაღიცაა:„თამაშის განვითარების ბოლო სამწლინახევრიანი პროექტი ფორვარდებზე იყო დაფუძნებული, სწორედ ამიტომ საქართველო ყველასთვის ამ ტენდენციასთან ასოცირდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ძალას არ ვუარყოფთ, მაგრამ მხოლოდ ძლიერი შერკინებისა და არც თუ ისე კარგი უკანა ხაზის ტენდენციას კარგა ხანია გავცდით - მას შემდეგ რაც ბურთის გამოყენების შესაძებლობები გავაფართოვეთ. თამაშს თუ მხოლოდ ერთი განზომილებით ითამაშებ, მოწინააღმდეგე უფრო ადვილად დაიცავს შენ წინააღმდეგ თავს. ჩვენ ვიცოდით, რომ უკანა ხაზის უნარ-ჩვევებიც უნდა განგვევითარებინა, რათა ნაკლებად პროგნოზირებადები გავმხდარიყავით და ვფიქრობ, ამ კუთხით ღირსეული პროგრესიც გვაქვს.“
გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო თასზე ჯგუფიდან მხოლოდ ორი გადის, ჰეიგმა იცის, რომ მეოთხედფინალებზე ფიქრი მისთვის ჯერ ადრეა და ამიტომ ალტენატიული მიზანი დაისახა.
მისი თქმით: „ჩვენ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, თუმცა ბოლო 2 წლის განმავლობაში, ისეთი გუნდების დამარცხება, როგორიც სამოა და იაპონიაა, ნამდვილად აჩვენებს იმ შედეგს, რისთვისაც ვიღწვით. ჩვენ მოვიგეთ რაგბი ევროპის თასი და ასეთი ნაბიჯები ცხადყოფს, რომ გუნდი ნამდვილად ვითარდება.
„რამდენჯერმა საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი მიზანი 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე შესარჩევის გარეშე მოხვედრაა, რაც ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებით მიიღწევა. ეს ის მიზანია, რომელიც საქართველოს აქამდე არასდროს ჰქონია. თუ ამ მიზანს მივაღწევთ, ჩვენ შევქმნით ისტორიას, რისიც ნამდვილად გვჯერა.“
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია