18-წლამდელები

2:42 | 22.03.2016 | ნანახია 1416 - ჯერ

ცვლილებით და გადაადგილებებით

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, დღეს თბილისის დროით 16 საათზე ლისაბონში, მასპინძელ პორტუგალიას ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში შეერკინება.

ქართველ ქომაგს ამ თამაშის ხილვა Rugbyeurope.tv-ზე შეეძლება.

ევროპაზე ქართველთაგან მარტო მორაგბეები და სამწვრთნელო შტაბი როდი არიან - ლისაბონში მიმდინარე ტურნერზე საქართველოს რაგბის კავშირს ასევე წარმოადგენს რეფერი შოთა თავზაძე, რომელმაც წინა ტურში პორტუგალია - გერმანიის მოეთხედფინალი იმსაჯა. ხვალ თევზაძე ძირითადი ტურნირის პარალერულად მიმდინარე რაგბი ევროპის 18-წლამდელთა „ალაფის“ ნახევარფინალს წაუძღვება ჰოლანდიასა და უკრაინას შორის.

„უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ ტურნირზე პირველი მატჩი 18 მარტს, „უფროსებამდე“ ერთი დღით ადრე, რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშეს და მეტოქე 49:10 დაამარცხეს. თავის მხრივ, ჩვენმა მომავალმა მეტოქე პორტუგალიამ გერმანია 64:5 გაანადგურა.

სამწვრთნელო შტაბმა 18-წლამდელთა სამატჩო რაზმი დაასახელა, სადაც წინა შეხვედრასთან შედარებით რამდენიმე ცვლილება და გადაადგილებაა - რუმინეთთან 8 ნომერზე მოთამაშე თორნიკე ჯალაღონია, ამჯერად მწვრთნელებმა ცენტრში, 13 ნომერზე გადაიყვანეს. ცენტრშივე მარქაფიდან დაწინაურდა კოტე ხამაშურიძე. მეორე ხაზიდან მესამეში გადაინაცვლეს არსენ მაჩალაძემ და კაპიტანმა ბექა საღინაძემ. სამწუხაროდ ტურნირის დატოვება მოუწია არდაშ დარბოევს, რომელიც გაცივდა და მაღალი სიცხეები ჰქონდა. მის ნაცვლად ლისაბონში გუნდს რევაზ ხარაზიშვილი შეუერთდა.

საქართველო - პორტუგალია [16:00 საათი]

საქართველო: 15. ბექა მამუკაშვილი, 14. გიორგი ნარიმანიძე, 13. თორნიკე ჯალაღონია, 12. კოტე ხამაშურიძე, 11. ივანე კალანდაძე, 10. გელა აფრასიძე, 9. ელგუჯა კიკვაძე; 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. ჯაბა შათირიშვილი, 4. ბექა საღინაძე, 5. ლაშა ჯაიანი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. თენგიზ გიგოლაშვილი, 8. არსენ მაჩალაძე.

სათადარიგოები: 16. გიორგი ნუცუბიძე, 17. ლევან პაპიძე, 18. ლუკა აზარიაშვილი, 19. გიგა გრიგალაშვილი, 21. იოსებ ხეტაშვილი, 22. გიორგი წიკლაური, 24. სანდრო კალმახელიძე, 25. საბა ხურცილავა, 26. რევაზ ხარაზიშვილი.

rugby.ge-ს მიხედვით


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:15 | 22.03.2016
RC BAGRATI KUTAISI (10)

ანგარიში დაწეროთ ვინმემ ძმურად, რომ შეიცვლება. წინასწარ მადლობა

14:20 | 22.03.2016
RC BAGRATI KUTAISI (10)

აბა თქვენ იცით ლომებო, ყურადღებით ითამაშეთ.

12:48 | 22.03.2016
ukleba (77)

რავიცი არ აპიარებენ საიტს და მაგიტომ. რამდენიმე კაცი კი ვწერთ მუშნი

03:27 | 22.03.2016
mushni (19)

სასტავი სად ხართ

03:27 | 22.03.2016
mushni (19)

აქ რატომ არავინ წერთ ბრატცი

0.081419