ამბები

14:59 | 25.08.2015 | ნანახია 2080 - ჯერ

ბორჯღალოსნები ინგლისს გაფრინდნენ (+VIDEO)

ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასის სამზადისის პირველი ორი ფაზა დაასრულეს და დღეს გამთენიისას ინგლისში გაემგზავრნენ, სადაც გილდფორდში, სარის სპორტულ ცენტრში (Surrey Sports Centre) ტურნირის დაწყებამდე ბოლო შეკრებასაც გაივლიან. გუნდი უკვე ბაზაზეა და საღამოს, დარბაზის ვარჯიშისთვის ემზადება, ხვალიდან კი ბორჯღალოსნები სრული დატვირთვით შეუდგებიან მზადების მესამე ფაზას, რომელიც მთლიანად სარაგბო ელემენტებს დაეთმობა.

(VIDEO)

შეკრება 13 სექტემბრამდე გასტანს

ინგლისურ შეკრებას ბორჯღალოსნები 13 სექტემბერს დაასრულებენ და ჩაერთვებიან მსოფლიო თასის კამპანიაში. ამ პერიოდში ჩვენი ნაკრები სამ საკონტროლო შეხვედრას გამართავს. ჯერ ბორჯღალოსნები ძალებს ინგლისის ‘ავივა პრემიერშიპის’ კლუბთან, ‘ნიუქასლ ფოლქონზთან’, 28 აგვისტოს მოსინჯავენ. მატჩი საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება. შემდეგ მატჩს, რომელიც 2 სექტემბერს, ეშერში, 22:30 საათზე დაიწყება, ბორჯღალოსნები კანადას დაუპირისპირდებიან, ხოლო მსოფლიო თასამდე ბოლო საკონტროლო მატჩში, 5 სექტემბერს (19:45), საქართველო და იაპონია გლოსთერში, ‘ქინგსჰოლმ სთედიუმს’ მოსინჯავენ.

www.site.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082362