ამბები

22:36 | 21.03.2016 | ნანახია 1004 - ჯერ

სტადიონს ჯერი კოლინსის სახელი ეწოდება

ახალი ზელანდიის ქალაქ პორირუას ცენტრალურ სტადიონს, All Blacks-ის ყოფილი მორაგბის, აწგარდაცვლილი ჯერი კოლინსის სახელი ეწოდება.

კოლინსი, რომელიც ათი თვის წინ მეუღლესთან ერთად ავტოავარიას ემსხვერპლა, ახალზელანდიის ამ პატარა ქალაქში გაიზარდა. იგი ახალგაზრდობაში ადგილობრივი გუნდის მაისურით გამოდიოდა და „პორირუა პარკზე“ არაერთი მატჩი ჩაუტარებია.

„ჯერი იყო ჩვენი ქალაქის გამორჩეული წარმომადგენელი. გვინდა სტადიონისთვის მისი სახელის მინიჭებით შესაბამისი პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“ - აცხადებს პორირუას მერი ნიკ ლეჯეტი.

ჯერი კოლინსი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა, მან ახალი ზელანდიის ნაკრებში 48 მატჩის ჩატარება მოახერხა, ასევე გამოდიდოა ისეთ ცნობილ გუნდებში როგორიც „ჰარიქეინსი“, „ტულონი“ და „ოსპრეიზი“ არიან.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084404