6 ერი

11:33 | 10.02.2016 | ნანახია 999 - ჯერ

ფრანგების ახალი პრობლემა

დიდი ალბათობით, საფრანგეთის ნაკრებს ექვსი ერის მეორე ტურში ლუი პიკამოლის გარდა კიდევ ერთი საკვანძო მორაგბე დააკლდება.

შუამარბმა გაელ ფიკუმ უკვე გუნდის ორი ვარჯიში გამოტოვა. მის არყოფნასთან დაკავშირებით ფრანგთა ბანაკიდან ოფიციალური განცხადება არავის გაუკეთებია, თუმცა, ფრანგულმა პრესამ სიტუაცია შეისწავლა და ირწმუნება, რომ ფიკუს შეკრებიდან წასვლის მიზეზი ოჯახური მდგომარეობაა.

ფრანგები ირლანდიას 13 თებერვალს, პარიზის „სტად დე ფრანსეზე“ უმასპინძლებენ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084349