ეროვნული ნაკრები

22:23 | 21.03.2016 | ნანახია 2391 - ჯერ

ფეიქრიშვილი SkySports-ის სიმბოლურში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მარჯვენა ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი, ბრიტანულმა SkySports-მა გასული კვირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ეს სიმბოლური ნაკრები როგორც სანაკრებო ექვსი ერის, ასევე პლანეტის წამყვანი საკლუბო ტურნირების - ტოპ 14-ის, ინგლისის პრემიერშიპის, კელტების ლიგის და სუპერ რაგბის თამაშების მიხედვითაა შედგენილი და ფეიქრიშვილი ერთადერთია მეორე დონის სარაგბო ტურნირიდან, რომელიც 15 რჩეულში მოხდა.

SkySports-მა ქართველი ბურჯის დახასიათებისას ექვსი ერიც ახსენა:

„ფეიქრიშვილმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანა, როდესაც საქართველომ რუმინეთი 38:9 დაამარცხა და ზედიზედ მეექვსედ მოიგო ევროპის ერთა თასი. ამ მოგებით ქართველებმა გაიმყარეს ექვს ერში ჩართვის არგუმენტი - მეტოქეს 52 ათასზე მეტი მაყურებლის წინაშე 6 ლელო დაუდეს.

და თბილისში გამართული ეს შეხვედრა დასამახსოვრებელი იყო „ბრივის“ ყოფილი, ხოლო ამჟამად „ბეიონის“ ბურჯისთვის. მეორე წუთზე ის მოლს მოწყდა და ბურთი ლელოში დაამიწა, ხოლო ტაიმის მიწურულს რუმინელთა 22-ში მამუკა გორგოძისგან მიიღო გადაცემა, სამ მბოჭავს გაცდა და ფანტასტიური ლელო გაიტანა“.

SkySports-ის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: 15. ჯეიმს მარშალი, 14. ჯორჯ ნორთი, 13. ჩარლზ პიუტაუ, 12. ჯეიმი ნრობერტსი, 11. ალივერეტი რაკა, 10. რის პატჩელი, 9. დენი კეირი; 1. ჯეკ მაკგრათი, 2. აგუსტინ კრევი, 3. ანტონ ფეიქრიშვილი, 4. ჟაკ დუ პლესი, 5. ჯორჯ კრუსი, 6. სიჯეი სტენდერი, 7. როს მორიარტი, 8. ჯეიმი ჰისლიპი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:06 | 23.03.2016
GiorgiG83 (525)

ანტონ, მაგარი ხარ!

0.077443