ამბები

2:08 | 13.08.2015 | ნანახია 4400 - ჯერ

“ბორჯღალოსნები” პოლონურ ბაზაზე მზადებას განაგრძობენ (+VIDEO)

“ბორჯღალოსნები” მსოფლიო თასისთვის მზადების მეორე ფაზის დასკვნით ნაწილს 5 აგვისტოდან პოლონეთში, “ცეტნიევოს” ოლიმპიურ ბაზაზე გადიან, სადაც წრთობის კურსი კრიოთერაპიის თანხლებით მიმდინარეობს.

ბიჭებს ვარჯიშის შემდეგ 2-3 წუთიანი პროცედურა უტარდებათ სპეციალურ კრიო-კამერებში, სადაც ტემპერატურა მინუს 120 გრადუსია და ამით, ძალთა აღდგენა ჩქარდება.

ჩვენი გუნდი პოლონურ შეკრებას 15 აგვისტოს დაასრულებს და შინ დაბრუნების შემდეგ ერთ კვირას დაისვენებს. ნაკრები ბრიტანეთში 24 აგვისტოს გაემგზავრება. აქ გუნდი უკვე მზადების მესამე ფაზას შეუდგება, რომლის განმავლობაში “ბორჯღალოსნები” მთლიანად რაგბზე ორიენტირებულ ვარჯიშებზე გადავლენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასამდე ქართველი მორაგბეები ინგლისში სამ საკონტროლო მატჩს გამართავენ: 28 აგვისტოს, ინგლისური “ავივა პრემიერშიპის” კლუბ “ნიუკასლ ფალკონზის” წინააღმდეგ, 2 სექტემბერს კანადის და 5 სექტემბერს იაპონიის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ.

მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 19 სექტემბერს გლოსთერში, “ქინგჰოლმ სთედიუმზე” ტონგას წინააღმდეგ, ჩვენი დროით 15:00 საათზე ჩაატარებს.

გთავაზობთ მსოფლიო თასის წინა მზადების დღიურის სპეციალურ ეპიზოდს “ცეტნიევოს” ოლიმპიური ბაზიდან.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074375