ერთა თასი

17:03 | 21.03.2016 | ნანახია 9962 - ჯერ

რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი: „საქართველოს დამარცხება წარმოუდგენელია“

რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ჰარი დუმიტრაში ამბობს, რომ რუმინეთმა თბილისში საქართველოსგან 9:38 მარცხი დაიმსახურა და „ბორჯღალოსნები“ აღმოსავლეთ ევროპის უძლიერესი ნაკრებია.

„50 ათასი ქართველი გულშემატკივარის თვალწინ, უდიდესი სხვაობის მომსწრენი გავხდით. საქართველომ დამსახურებულად გაიმარჯვა და ჩვენ ამ მარცხისგან გაკვეთილი უნდა მივიღოთ. მოხარული ვარ, რომ ამ მაღალი ინტენსივობის მატჩში, რამდენიმე რუმინელმა ახალგაზრდა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. ეს მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. საქართველოს ნაკრები დომინანტია აღმოსავლეთ ევროპაში და მოცემულ მომენტში მათი დამარცხება უბრალოდ წარმოუდგენელია. სანამ საწინააღმდეგოს არ დავამტკიცებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო რუმინეთზე ძლიერია!“ - აღნიშნა დუმიტრაშმა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076911