ეროვნული ნაკრები

15:57 | 21.03.2016 | ნანახია 2974 - ჯერ

ფიჯისთან - 25 ივნისს

მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, სულ ისმის საუბრები, რომ ივნისში საქართველოს ნაკრები ოკეანეთში, კუნძულელებთან ტესტ-მატჩების გასამართად უნდა გაემგზავროს, მაგრამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდებოდა.

ცოტა ხნის წინ არაერთინტერნეტ-გამოცემაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ „ბორჯღალოსნებს“ ფიჯისთან, ტონგასა და სამოასთან ექნებოდათ თამაშები, თუმცა, ზუსტი ვადები არც იქ იყო მითითებული. ახლა კი, Fijitimes-თან საუბარში, „მფრინავი ფიჯელების“ მთავარმა მწვრთნელმა ჯონ მაკიმ დაადასტურა, რომ ივნისში, სუვაში, საქართველო ფიჯის შეხვდება.მაკი ამბობს, რომ საქართველო იოლი მეტოქე არ იქნება:

„საქართველოს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, რომელმაც მსოფლიო თასი ძლიერად ჩაატარა. ვიცით, რომ ქართველებს ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავთ, უტევენ მორკინალებით და ძლიერები არიან დერეფანში. ჩვენ უნდა ვითამაშოთ მაქსიმალური კონცენტრაციით, თავს მოვახვიოთ თამაშის ჩვენი სტილი, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ“.

ფიჯის ნაკრებს 2019 წლის მსოფლიო თასზე მოსახვედრად რთული შესარჩევი ეტაპის გავლა მოუწევს. რადგან იქ ოკეანეთის ვერცერთო წარმომადგენელი მოხვდა, სამოა, ფიჯი და ტონგა შესარჩევ ეტაპში ჩაერთვებიან და პირველი ორი გუნდი იაპონიის საგზურს მიიღებს, ხოლო მესამე რეპეშაჟში გადაინაცვლებს. მაკის მიზანია, რომ გუნდმა წლეულს და გაისად ოკეანეთში პირველი ადგილი დაიკავოს. ის გეგმავს, გუნდში ახალგაზრდა მოთამაშეების ინტეგრირებამოახდინოს, რადგან რამდენიმე ფიჯელმა მორაგმებ კარიერისთვის კრიტიკულ ასაკს მიაღწია.

„მოუთმენლად ველით შანსს, რათა გასულ მსოფლიო თასზე ნათამაშებ შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ. ამ ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს, თუმცა 2019 წლისთვის ასაკოვანნი იქნებიან. ახლა გვსურს, რომ გუნდში ახალგაზრდები მოვიყვანოთ, თუმცა ბევრ ცვლილებას არ ვგეგმავთ. მნიშვნელოვანია, ცვლილებებთან ერთად გუნდის სიძლიერე შენარჩუნდეს“, - ამბობს ჯონი.

საქართველოს ნაკრები ფიჯის 25 ივნისს შეხვდება, მანამდე კი, „მფრინავები“ 11 ივნისს ტონგას, ხოლო 18-ში სამოას ეთამაშებიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიჯის ერთადერთხელ, 2012 წელს „მიხეილ მესხზე“ ეთამაშა და 19:24 დამარცხდა. 2015 წლის მსოფლიო თასის წინ, „ბორჯღალოსნებმა“ და „მფრინავმა ფიჯელებმა“ ინგლისში ერთობლივი ვარჯიში გამართეს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.100675