ვეტერან მორაგბეთა გუნდმა მისიონერებმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაარსდა, უკვე პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩიც გამართა. არა ომს, ვითამაშოთ რაგბი-ასეთია მისიონერების დევიზი. ქართველი მორაგბეები უკრაინელთა მიწვევით ქალაქ ლვოვში იმყოფებოდნენ, სადაც 18 ივლისს ვეტერანთა შორის უკრაინის ყველაზე ტიტულოვანი ლვოველი “ჭაღარა ლომების” გუნდს შეხვდნენ. მატჩი ორი 15 წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა. საინტერესო და უშეღავათო ორთაბრძოლა ჩვენი ვეტერანების გამარჯვებით დასრულდა 5:0.
მისიონერების მთავარი მწვრთნელი გიზო ურუშაძე გახლავთ, მწვრთნელი ზურაბ არჩვაძე, კაპიტანი ბუკა კობეშავიძე. უკრაინაში გუნდმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: გიორგი რამიშვილი, ბუკა კობეშავიძე, დავით ბარბაქაძე, ნოდო კობეშავიძე, ირაკლი გოგია, ერეკლე კამლაძე, გიორგი რამაზაშვილი, რევაზ ჭანკვეტაძე, გიორგი ვენეცკი, ოთარ ბარკალაია, ლაშა შალიკაშვილი, შოთა დევიძე, თეიმურაზ ქობელაშვილი, შაჰინ აივაზოვი, ირაკლი ჯალაღონია, თემურ კახოიძე, თამაზ ლაზვიაშვილი, გიორგი ბაქრაძე, ზურაბ ალადაშვილი, ირაკლი ბობოხიძე, დავით გურული.
ბუკა კობეშავიძე (მისიონერების კაპიტანი): “არა ომს, ვითამაშოთ რაგბი, ასეთია ჩვენი დევიზი. ლვოვში ყოფნის ყოველ წუთს ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების მხრიდან მუდმივად ვგრძნობდით განსაკუთრებულ სითბოს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მისიონერების კარი ღიაა ქართველი ვეტერანი მორაგბეებისთვის. ეს ჩვენი კლუბის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია. მომავალში ბევრი საინტერესო იდეა გვაქვს და ვიმედოვნებთ მათ განხორციელებას შევძლებთ”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია