ამბები

17:25 | 17.07.2015 | ნანახია 8663 - ჯერ

ვიწყებთ იტალიით, ვამთავრებთ ირლანდიით

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები შაბათ-კვირას ლისაბონში, 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ეტაპში ევროპის რეპეშაჟში ჩაერთვება და მსოფლიოს 16-გუნდა შესარჩევში გასვლას ეცდება.

მიზნის მიღწევა ძალიან რთული იქნება, რადგან კახა ალანიას შეგირდები ურთულეს ჯგუფში მოხვდნენ, თუმცა ეს იმ შედეგის დამსახურებაა, რომელიც გუნდმა ევროპის გრან პრიზე აჩვენა. პირველ ორ ეტაპზე, მოსკოვსა და ლიონში, საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილებს დასჯერდა, ხოლო ერთი კვირის წინ, ინგლისში მე-8 პოზიციაზე გავიდა და ჯამში მე-10 ადგილი ერგო, რაც ჩვენი გუნდისათვის ევროპუს ჩემპიონატებში მონაწილეობის ისტორიაში (2002 წლიდან) უცუდესი შედეგია. მე-10 ადგილზე ქართველები აქამდე ერთხელ, 2005 წელს გავიდნენ.

ასეთ შედეგს თავისი ახსნაც აქვს. წელს 15-კაცა რაგბიში მსოფლიო თასი რომ იმართება, მწირი რესურსის მქონე ქართველებმა მორაგბეები ვერ გაიყვეს, უპირატესობა რა თქმა უნდა 15-კაცას მიენიჭა და ექსპერიმენტულმა გუნდმა ევროპულ ეტაპებზე სათანადო შედეგი ვერ აჩვენა. ტურნირიდან ტურნირამდე, შემადგენლობაში 5-6 მორაგბე იცვლებოდა, მაგრამ თავიდანვე ითქვა, რომ ექსეტერში შეძლებისდაგვარად საუკეთესო გუნდი წავიდოდა, ამ ეტაპს მოსამზადებლად გამოიყენებდა და პორტუგალიაში მიზნის მიღწევას შეეცდებოდა.

მიზანი სამეულში შესვლაა, რადგან მსოფლიო რეპეშაჟის საგზურს, სადაც რიოს ბოლო საგზური გათამაშდება, ევროპიდან სწორედ სამი მოწინავე გადის. ამ დროს პორტუგალიაში ვეთამაშებით 7-კაცაში ძლიერ რუსეთს, იტალიას და ქვედა დივიზიონიდან დაწინაურებულ ირლანდიას, რომელმაც 7-კაცა ნაკრები სპეციალურად ოლიმპიადისთვის შეიქმნა და ქვედა დივიზიონში უპრობლემოდ იმარჯვა. ამ დროს ქვედა დივიზიონიდან მეორე ჯგუფში ლატვია, ხოლო მესამეში სულაც პოლონეთი და უკრაინა მოხვდნენ და დიდი ალბათობით, მათ ლიდერებთან შანსი არ ექნებათ.

ევროპის შესარჩევში 12 გუნდი სამ ჯგუფშია გადანაწილებული და ჯგუფური ეტაპის თამაშების შემდეგ, თასის მეოთხედფინალში ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა. ამრიგად, მიზნისთვის ბრძოლის შესანარჩუნებლად საჭიროა, რომ გუნდმა მინიმუმ ერთი თამაშის მოიგოს და თუ მაინცდამაინც, სხვა ორი შეხვედრა მაქსიმალურად მცირე სხვაობით წააგოს. წლევანდელ გრან პრის შედეგებს თუ გადავხედავთ, რუსეთთან ერთი კვირის წინ ინგლისში 7:17 დავმარცხდით, ხოლო იტალიასთან ლიონში 0:19 დავმარცხდით.

ზოგადად, 7-კაცაში დაუძლეველი მეტოქე არ არსებობს და ლისაბონის ტურნირსაც 18 ივლისს, თბილისის დროით 13:06 საათზე რომ ვიწყებთ, შედარებით სუსტი მეტოქის ძლევით დადებითი განწყობის შექმნა შეიძლება. 16:06 საათზე ქართველთა მეტოქე ირლანდია იქნება, ხოლო ჯგუფური ეტაპი 19:06 საათზე რუსეთთან ჯახით დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ინგლისმა დიდ ბრიტანეთს რიოს საგზური 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიაში წარმატებული თამაშით მოუტანა და ის და უელსი შესარჩევ ეტაპში აღარ მონაწილეობენ, საფრანგეთმა ბრაზილიის ბილეთი ევროპის ჩემპიონატის მოგებით დაჯავშნა, ხოლო ევროპის მეორე გუნდმა ესპანეთმა, მსოფლიო რეპეშაჟის საგზური მიიღო და ლისაბონში ზემოთნახსენები გუნდები ამის გამო არ არიან.

2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი

მსოფლიო რეპეშაჟში გასასვლელი ევროპის შესარჩევი ტურნირი

18-19 ივლისი. ლისაბონი (პორტუგალია)

ა ჯგუფი

რუსეთი

საქართველო

იტალია

ირლანდია

18 ივლისი

რუსეთი - ირლანდია

საქართველო - იტალია

რუსეთი - იტალია

საქართველო - ირლანდია

იტალია - ირლანდია

რუსეთი - საქართველო

ბ ჯგუფი

გერმანია

ლიტვა

რუმინეთი

ლატვია

18 ივლისი

გერმანია - ლატვია

ლიტვა - რუმინეთი

გერმანია - რუმინეთი

ლიტვა - ლატვია

რუმინეთი - ლატვია

გერმანია - ლიტვა

გ ჯგუფი

პორტუგალია

ბელგია

პოლონეთი

უკრაინა

18 ივლისი

პორტუგალია - უკრაინა

ბელგია - პოლონეთი

პორტუგალია - პოლონეთი

ბელგია - უკრაინა

პოლონეთი - უკრაინა

პორტუგალია - ბელგია

19 ივლისი. პლეი ოფები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.070441