ამბები

16:46 | 12.07.2015 | ნანახია 1830 - ჯერ

7-კაცა გერმანელებთან დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები ევროპის გრან პირის მესამე, დასკვნითი ეტაპის თასის მეოთხედფინალში უდისციპლინობისთვის დაისაჯა და გერმანიასთან 5:15 დამარცხდა.

ექსეტერში ქართველებს ამ მატჩშიც ჰყავდა ქომაგები, მაგრამ მათი თანადგომა ამაო გამოდგა. რეფერიმ საქართველოს ნაკრებს ბურთის მიღება არ დაანება და მათ დასაჯარიმებლად შანსი ხელიდან არ გაუშვა, ასეთ სიტუაციაში კი, შედეგი სხვაგვარი ვერ იქნებოდა. პირველ შვიდ წუთში შვიდმა ჯარიმამ და ტაიმის მიწურულს სინბინმა, საქართველოს ნაკრებს რაიმე ღირებულის შექმნა არ დაანება. პირველი ლელო მეორე წუთზე კონტრშეტევის შედეგად გავიდა, ხოლო უკვე გადაცდენილ დროზე გერმანელებმამეორედ დაამიწეს ბურთი ქართველთა ჩათვლის მოედანში - 0:12.

მეორე ტაიმში საქართველოს შემადგენლობა შეივსო თუ არა, რეფერიმ უკვე ანზორ სიჭინავა გაასინბინა და გერმანელებმაც ჯარიმიდან 3 ქულა აიღეს. კაცნაკლულმა საქართველომ ბურთი რომ მოიხელთა ის კარგად გაათამაშა და დავით ლოსაბერიძემ ლელო გაიტანა, მაგრამ გერმანელებს მთელი მეორე ტაიმი დრო გაყავდათ და საქმეც საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანეს - 5:15.

თასის მეოთხედფინალში უელსის დამარცხებით, საფრანგეთმა დაიბევა ევროპის გრან პრის მოგება (სამი ეტაპის ჯამში) და შესაბამისად, 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა, ხოლო ესპანეთმა რუსეთს სძლია და ოლიმპიადისთვის მსოფლიო რეპეშაჟში მონაწილეობა დაიბევა. საქართველოს ნაკრები მეხუთე ადგილის ნახევარფინალში უელსს შეხვდება, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე 19:7 მოუგო. თამაში თბილისის დროით 17:42 საათზე დაიწყება.

საქართველოს 7-კაცა ნაკრები ექსეტერში: 1. ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, თბილისი), 2. ნიკო აფციაური (ყოჩები, ბოლნისი), 3. ანზორ სიჭინავა (აკადემია, თბილისი), 4. ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), 5. შავლეგ მახარაშვილი (ყოჩრბი, ბოლნისი), 6. ირაკლი გეგენავა (ყოჩები, ბოლნისი), 7. გიორგი შკინინი (ლოკომოტივი, თბილისი), 8. ბახვა კობახიძე (ბათუმი, ბათუმი), 9. მეთიუ ჯანი (ოქსფორდი, ინგლისი), 10. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი, ბათუმი), 11. დავით ლოსაბერიძე (აია, ქუთაისი), 12. იოსებ კიკვაძე (აია, ქუთაისი).

მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია

2015 წლის ევროპის გრან პრი. მესამე ეტაპი

ექსეტერი (ინგლისი). 11-12 ივლისი

12 ივლისი. პლეი ოფები

თასის მეოთხედფინალები

საფრანგეთი - უელსი 31:5

ინგლისი - ლიტვა 32:0

რუსეთი - ესპანეთი 5:14

გერმანია - საქართველო 15:5

ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის

პორტუგალია - რუმინეთი

იტალია - ბელგია

V ადგილის ნახევარფინალები

რუსეთი - ლიტვა

საქართველო - უელსი

თასის ნახევარფინალები

საფრანგეთი - გერმანია

ინგლისი - ესპანეთი

ევროპის გრან პრი 2015. საერთო ცხრილი

გუნდი I ეტაპი II ეტაპი III ეტაპი ჯამი

საფრანგეთი 20 20 - 40

ესპანეთი 16 18 - 34

რუსეთი 18 10 - 28

ინგლისი 14 12 - 26

გერმანია 10 14 - 24

პორტუგალია 12 8 - 20

ბელგია 3 16 - 19

უელსი 8 2 - 10

ლიტვა 6 3 - 9

საქართველო 4 4 - 8

იტალია 2 6 - 8

რუმინეთი 1 1 - 2


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092439