ამბები

23:12 | 11.07.2015 | ნანახია 2941 - ჯერ

7-კაცამ ექსეტერს საქართველო გააცნო

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან პირის მესამე, დასკვნით ჯგუფურ ეტაპზე სამიდან ორი შეხვედრა მოიგო, მეორე ადგილი დაიკავა და პირველად წლევანდელ გრან პრიზე, თასის მეოთხედფინალში ითამაშებს.

ექსეტერში, სადაც 2015 წლის მსოფლიო თასზე 15-კაცა “ბორჯღალოსნები” 7 ოქტომბერს ნამიბიას უნდა ეთამაშონ, ქართველმა მოშვიდკაცეებმა ადგილობრივი გულშემატკივრის პატივისცემა და სიმპათია დაიმსახურეს. ეს უელსთან შეხვედრისას გამოჩნდა, როდესაც ტრიბუნიდან შეძახილები - “ლელოს, ლელოს” და “გო ჯორჯია” მთელი მატჩის განმავლობაში ისმოდა. თავი არც კახა ალანიას შეგირდებმა შეირცხვინეს და თავდადებული დაცვით და თავდაუზოგავი გარჯით 19:7 იმარჯვეს.

მანამდე, ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოს ნაკრები რუსეთთან 7:17 დამარცხდა, ხოლო ბელგიას 27:5 აჯობა და თასის მეოთხედფინალში მესამე ადგილით გასვლა გარანტირებული ჰქონდა, თუმცა, მნიშვნელოვანი იყო უკეთესი ადგილის დაკავება, რათა მეოთხედფინალში შედარებით იოლი მეტოქე შეხვედროდა. ქართველთა მონდომება იმდენად დიდი იყო, რომ უელსელებმა ბურთი პირველად პირველი ტაიმის დასრულებამდე 30 წამით ადრე მიიღეს და ასეთი მსვლელობა შედეგზეც აისახა.

ანგარიში მე-2 წუთზე უნდა გახსნილიყო, როდესაც იოსებ კიკვაძემ ბურთი ფეხით გადაიკიდა და მიჰყვა, მის წინ აღარავინ იყო და ლელო ძელებსშუა უსათუოდ გავიდოდა, მაგრამ მარტივ სიტუაციაში მან ბურთი ვერ აიღო და წინ გადაუვარდა. მე-3 წუთზე ანგარიში მაინც გაიხსნა, როდესაც ორ მცველს შორის მოქცეულმა გიორგი შკინინმა მეთიუ ჯანის ოფლოუდი გაუხერხა და ისიც ძელებსშუა შეიჭრა. თამაში რომ განახლდა ბურთი დავით ლოსაბერიძემ მიიღო, ერთი-ერთზე მცველი დაჯაბნა და ძალისმიერი ლელო გაიტანა, ბახვა კობახიძემ კი, ეს გარდასახვაც ზუსტად შეასრულა - 14:0. მე-6 წუთზე ქართველებმა კიდევ ერთი კარგი შეტევა გაითამაშეს, სწრაფად გაშალეს ბურთი და ფლანგზე მეტობა ლელოდ შკინინმა აქცია. კობახიძეს გარდასახვის გატანამდე სულ ცოტა დააკლდა - 19:0.

უელსმა ტაიმის ბოლოს მოინდომა, მაგრამ ისეთ დაცვას წააწყდა, განზრახვაზე ხელის აღება მოუხდა. მეორე ტაიმშიც დიდი ბრძოლა გაიმართა, საქართველო კვლავ ფლობდა უპირატესობას, მაგრამ მე-4 წუთზე კონტრშეტევა მიიღო. ლევან გოგოლაშვილმა ჩათვლის მოედნიდან ერთ მეტრში მოიერიშე აუტში გადადენა, მაგრამ რეფერიმ უელსელებისთვის შანსის ბოძება გადაწყვიტა და მათ საჯარიმო ლელო აჩუქა. თამაში რომ განახლდა “დრაკონებს” კიდევ ერთი კარგი სალელოვე შანსი ჰქონდათ, მაგრამ დაცვამ ეს არ დაუშვა და მოიერიშე ორიოდე მეტრში შეაკავა. დაძაბულობა ბოლომდე შენარჩუნდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველომ 19:7 იმარჯვა.

თასის მეოთხედფინალში ქართველთა მეტოქე გერმანია იქნება, რომელმაც პირველ ჯგუფში პორტუგალია და რუმინეთი დამაჯერებლად დაამარცხა, მაგრამ გრან პრის ლიდერ საფრანგეთთან ვეღარას გახდა და მეორე ადგილს დასჯერდა. საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრა კვირას 15:36 საათზე დაიწყება.

საქართველოს 7-კაცა ნაკრები ექსეტერში: 1. ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, თბილისი), 2. ნიკო აფციაური (ყოჩები, ბოლნისი), 3. ანზორ სიჭინავა (აკადემია, თბილისი), 4. ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), 5. შავლეგ მახარაშვილი (ყოჩრბი, ბოლნისი), 6. ირაკლი გეგენავა (ყოჩები, ბოლნისი), 7. გიორგი შკინინი (ლოკომოტივი, თბილისი), 8. ბახვა კობახიძე (ბათუმი, ბათუმი), 9. მეთიუ ჯანი (ოქსფორდი, ინგლისი), 10. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი, ბათუმი), 11. დავით ლოსაბერიძე (აია, ქუთაისი), 12. იოსებ კიკვაძე (აია, ქუთაისი).

მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია

2015 წლის ევროპის გრან პრი. მესამე ეტაპი

ექსეტერი (ინგლისი). 11-12 ივლისი

ა ჯგუფი

11 ივლისი

საფრანგეთი - რუმინეთი 38:5

გერმანია - პორტუგალია 28:5

საფრანგეთი - პორტუგალია 38:5

გერმანია - რუმინეთი 45:0

საფრანგეთი - გერმანია 28:5

პორტუგალია - რუმინეთი 27:21

საფრანგეთი 3 3 0 0 104:15 9
გერმანია 3 2 0 1 78:33 7
პორტუგალია 3 1 0 2 37:87 5
რუმინეთი 3 0 0 3 26:110 3

ბ ჯგუფი

11 ივლისი

ინგლისი - იტალია 17:5

ესპანეთი - ლიტვა 21:12

ესპანეთი - იტალია 17:0

ინგლისი - ლიტვა 26:10

იტალია - ლიტვა 14:19

ესპანეთი - ინგლისი 0:48

ინგლისი 3 3 0 0 91:15 9
ესპანეთი 3 2 0 1 38:60 7
ლიტვა 3 1 0 2 41:61 5
იტალია 3 0 0 3 19:53 3

გ ჯგუფი

11 ივლისი

ბელგია - უელსი 10:19

რუსეთი - საქართველო 17:7

ბელგია - საქართველო 5:27

რუსეთი - უელსი 26:5

ბელგია - რუსეთი 0:22

საქართველო - უელსი 19:7

რუსეთი 3 3 0 0 65:12 9
საქართველო 3 2 0 1 53:29 7
უელსი 3 1 0 2 31:55 5
ბელგია 3 0 0 3 15:68 3

12 ივლისი. პლეი ოფები

თასის მეოთხედფინალები

საფრანგეთი - უელსი

ინგლისი - ლიტვა

რუსეთი - ესპანეთი

გერმანია - საქართველო

ნახევარფინალები IX-XII ადგილებისათვის

პორტუგალია - რუმინეთი

იტალია - ბელგია

ევროპის გრან პრი 2015. საერთო ცხრილი

გუნდი I ეტაპი II ეტაპი III ეტაპი ჯამი

საფრანგეთი 20 20 - 40

ესპანეთი 16 18 - 34

რუსეთი 18 10 - 28

ინგლისი 14 12 - 26

გერმანია 10 14 - 24

პორტუგალია 12 8 - 20

ბელგია 3 16 - 19

უელსი 8 2 - 10

ლიტვა 6 3 - 9

საქართველო 4 4 - 8

იტალია 2 6 - 8

რუმინეთი 1 1 - 2


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.204245