საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან პრის მესამე, დასკვნითი ეტაპი რუსეთთან მარცხით დაიწყო. ექსეტერში “დათვებმა” “ბორჯღალოსნები” თბილისში გამოწრთობილი დენის სიმპლიკევიჩის ჰეთ თრიკით დაამარცხეს.
2011 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფაზე”, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა, სიმპლიკევიჩი რუსეთის ნაკრების ლიდერი იყო. მას შემდეგ მან მსოფლიო თასზეც მოასწრო თამაში, ეროვნულ გუნდშიც დაიმკვიდრა ადგილი და 7-კაცაშიც გაითქვა სახელი. სწორედ მისი განსაკუთრებით მძლავრი თამაში აღმოჩნდა ექსეტერში გადამწყვეტი, თორემ ზოგადად 7-კაცაში ძლიერი რუსეთის ნაკრები, საქართველოს ბევრი ვერაფრით ჯობდა.
ანგარიში საქართველოს მე-3 წუთზე უნდა გაეხსნა, როდესაც მეტოქეს ბურთი საკუთარ 22-ში აართვა და გრძელი გადაცემის შემდეგ მარჯვენა ფლანგზე იოსებ კიკვიძე გაიქცა. მან ცენტრალური ხაზი გადაკვეთა, ორ მბოჭავთან ჭიდილში ფეხზე დარჩა და ზურაბ ძნელაძეს პასიც გაუხერხა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ბურთი ვერ შეიმაგრა და 100 პროცენტიანი ლელო არ გავიდა. ქართველებმა აგრესიული თამაშით ისევ აართვეს ბურთი მეტოქეს, მაგრამ პასის შემაგრება ამჯერადაც ვერ მოხერხდა. შემდეგ ჯერზე უკვე ქართველებმა დაკარგეს ბურთი, მეთიუ ჯანიმ ბოლომდე იბრძოლა და ახლა უკვე რუსმა ვერ შეიმაგრა გადაცემა და განიავებული სალელოვე შანსებით ანგარიში გათანაბრდა.
სამწუხაროდ, ამ შემთხვევას გაგრძელება მოყვა, ქართველებმა კიდევ ერთხელ რომ დაკარგეს ბურთი ის ფლანგზე სიმპლიკევიჩს მიუვიდა და გიორგი შკინინი მას ვეღარ დაეწია. გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი 0:5 დასრულდა.
მეორე ტაიმი მე-2 წუთზე ჯანიმ, რომლის წარმომავლობაზეც ინგლისელმა კომენტატორებმა ბევრი ისაუბრეს და რომელიც პირველად თამაშობდა საქართველოს ნაკრების მაისურით, ძალიან კარგად ითამაშა, რაქიდან მან მოკლე ფრთაზე მოულოდნელად შეუტია და ბოლო მცველთან ერთი-ერთზე დარჩენილნა კიკვაძე ძელებსშუა შეუშვა, ხოლო ბახვა კობახიძემ გარდასახვით ქართველები დააწინაურა - 7:5, მაგრამ იქვე ფეხი იტკინა და შესაცვლელი შეიქმნა.
სამწუხაროდ, ტაიმის შუაში არაფრისმაქნის რუსეთს მშველელად ქართველთა შეცდომები და სიმპლიკევიჩი მოევლინა, რომელიც ჯერ ერთ მცველს დაუსხლა და მეორე ზედ ხაზთან ტარანით ჩამოიცილა. გარდასახვაც ზუსტი იყო და 7:12. აქ უკვე დაღლილობამაც იჩინა თავი, ქართველთა დაცვა ვეღარ გადაეწყო და სიმლიკევიჩმა შეხვედრის მიწურულს ჰეთ თრიკი შეასრულა - 7:17.
საქართველოს ნაკრები 17:56 საათზე ბელგიას ეთამაშება, რომელიც პირველ შეხვედრაში უელსთან 10:19 დამარცხდა.
საქართველოს 7-კაცა ნაკრები ექსეტერში: 1. ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, თბილისი), 2. ნიკო აფციაური (ყოჩები, ბოლნისი), 3. ანზორ სიჭინავა (აკადემია, თბილისი), 4. ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), 5. შავლეგ მახარაშვილი (ყოჩრბი, ბოლნისი), 6. ირაკლი გეგენავა (ყოჩები, ბოლნისი), 7. გიორგი შკინინი (ლოკომოტივი, თბილისი), 8. ბახვა კობახიძე (ბათუმი, ბათუმი), 9. მეთიუ ჯანი (ოქსფორდი, ინგლისი), 10. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი, ბათუმი), 11. დავით ლოსაბერიძე (აია, ქუთაისი), 12. იოსებ კიკვაძე (აია, ქუთაისი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
2015 წლის ევროპის გრან პრი. მესამე ეტაპი
ექსეტერი (ინგლისი). 11-12 ივლისი
ა ჯგუფი
საფრანგეთი
გერმანია
პორტუგალია
რუმინეთი
11 ივლისი
საფრანგეთი - რუმინეთი 38:5
გერმანია - პორტუგალია 28:5
საფრანგეთი - პორტუგალია
გერმანია - რუმინეთი
საფრანგეთი - გერმანია
პორტუგალია - რუმინეთი
ბ ჯგუფი
ესპანეთი
ინგლისი
იტალია
ლიტვა
11 ივლისი
ინგლისი - იტალია 17:5
ესპანეთი - ლიტვა
ესპანეთი - იტალია
ინგლისი - ლიტვა
იტალია - ლიტვა
ესპანეთი - ინგლისი
გ ჯგუფი
ბელგია
რუსეთი
საქართველო
უელსი
11 ივლისი
ბელგია - უელსი 10:19
რუსეთი - საქართველო 17:7
ბელგია - საქართველო (17:56 საათი)
რუსეთი - უელსი
ბელგია - რუსეთი
საქართველო - უელსი (21:00 საათი)
12 ივლისი. პლეი ოფები
ევროპის გრან პრი 2015. სართო ცხრილი
გუნდი I ეტაპი II ეტაპი III ეტაპი ჯამი
საფრანგეთი 20 20 - 40
ესპანეთი 16 18 - 34
რუსეთი 18 10 - 28
ინგლისი 14 12 - 26
გერმანია 10 14 - 24
პორტუგალია 12 8 - 20
ბელგია 3 16 - 19
უელსი 8 2 - 10
ლიტვა 6 3 - 9
საქართველო4 4 - 8
იტალია 2 6 - 8
რუმინეთი 1 1 - 2
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია