ამბები

21:07 | 9.07.2015 | ნანახია 2112 - ჯერ

Red Bull Lelos - სამოყვარულო რაგბის შეჯიბრი 12 ივლისს გაიმართება

12 ივლისს დილის 10 საათიდან ვისოლის სარაგბო სტადიონზე Red Bull Lelos - სამოყვარულო რაგბის შეჯიბრი გაიმართება. შეჯიბრში მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს.

შეჯიბრი იმით გამოირჩევა, რომ მასში რაგბის სხვადასხვა სახეობებია გაერთიანებული. გუნდების რეგისტრაცია 10 ივლისამდე მიმდინარეობდა, თუმცა გუნდების რაოდენობა პირველივე დღეებში შეივსო.

თითო გუნდში 5 მოთამაშეა, მათ შორის უმაღლესი ლიგის 1 მოთამაშე. თამაშის ხანგძლივობაა 10 წუთი (5 წუთიანი 2 ტაიმი). შეჯიბრი მიმდინარეობს ოლიმპიური სისტემით.

საპრიზო ფონდი 3000 ლარს შეადგენს, საიდანაც 2000 ლარი გამარჯვებულ გუნდს, 1000 ლარი კი მეორე ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა.

შეჯიბრში მონაწილეობის წესები:

  • სტადიონის ზომაა 35x35
  • თამაშის ხანგრძლივობაა 10 წუთი (5 წუთიანი 2 ტაიმი)
  • შესვენების ხანგრძლივობაა 1 წუთი ტაიმებს შორის
  • გუნდში დასაშვებია მხოლოდ ერთი უმაღლესი ლიგის მოთამაშე
  • ფრეს შემთხვევაში მოქმედებს "Golden Try"-ს პრინციპი. თამაშის დროის ამოწურვის შემდეგ ორივე გუნდს წუთში ერთხელ აკლდება თითო მოთამაშე
  • შეჯიბრი მიმდინარეობს ოლიმპიური სისტემით, წაგებული გუნდი ტოვებს შეჯიბრს
  • მოლი და რაქი არ არის დაშვებული
  • დაშვებულია 3 შეხება მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებთან
  • ხელით შეხება დაშვებულია მხოლოდ წელს ზევით
  • შეხების შემთხვევაში დაცვა ბრუნდება 2 მეტრით უკან
  • ოფსაიდის შემთხვევაში შემტევ გუნდს ეძლევა ერთი დამატებითი შეტევის უფლება
  • ბურთის დავარდნის შემთხვევაში ბურთი გადაეცემა მოწინააღმდეგე გუნდს
  • გუნდს ეძლევა დამატებითი ქულა ლელოს ცენტრში დადების და ფეხით გადაკიდების შემთხვევაში -თუ დაიდება ლელო ისე,რომ ბურთი ძირს არ დავარდეს
  • ლელო - 5 ქულა, ბონუს ქულა -2

პროექტის პარტნიორები: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“, საქართველოს რაგბის კავშირი, Mantis.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
1.628258