ამბები

18:50 | 6.07.2015 | ნანახია 2678 - ჯერ

ჩეიკამ გიტოს და მიტჩელს უხმო

ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ჩეიკამ ოთხი ერის თამაშებისთვის 40-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა და მსოფლიო თასზე წასაყვან მორაგბეებსაც მათგან შეარჩევს.

“ვოლაბების” თავკაცმა ნაკრების კანდიდატთა შერჩევისას ახლახანს მიღებული სანაკრებო კანდიდატების შერჩევის წესით ისარგებლა და გუნდში ლეგიონერებსაც უხმო. მან ტულონელ ვარსკვლავებს დრიუ მიტჩელსა და მეტ გიტოს უხმო და ისინი 18 ივლისს ბრისბენში სამხრეთ აფრიკის, ხოლო 25-ში მენდოსაში არგენტინის წინააღმდეგ ითამაშებენ. 2012 წლის შემდეგ ნაკრებში პირველადაა გამოძახებული მეორეხაზელი დენ მუმი, რომელიც გასულ სეზონში ვარატასიდან ინგლისურ ექსეტერში გადავიდა.

ჩეიკას რაზმში ოთხი უკეპო მორაგბეა - ახალ ზელანდიაში დაბადებული ტობი სმიტი, ტაქელე ნაიარავორო, რორი არნოლდი და სამუ კერევი. ნაიარავოროს არჩევანი ფიჯისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის უნდა გაეკეთებინა და გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მიიღო. გრეგ ჰოლმსმა სუპერრაგბის სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და ნაკრებში დაბრუნება დაიმსახურა. ტრავმები მიუშუშეს და გუნდთან ერთად არიან სკოტ ჰიგინბოთამი, სემ კარტერი და დევიდ დენისი. გამოძახებულთა შორის არ არიან ბენ რობინსონი, ბენ ალექსანდერი და ჯეიმს ოკონორი. გუნდი შეკრებას კვირას, ქვინსლენდში დაიწყებს.

“გუნდის გაფართოება მწვრთნელებს მოგვცემს საშუალებას, რომ რამდენიმე ახალი კომბინაცია დავამუშაოთ. კარგია, რომ სუპერრაგბიდან და საზღვარგარეთიდან რამდენიმე ახალი მორაგბე დავიმატეთ და ახლა ისინი მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა ვაზიაროთ “ვოლაბების” კულტურას. ერთ კვირას ფიზმომზადებას დავუთმობთ, მომდევნო კვირაში კი, უშუალოდ სათამაშო ელემენტებზე ვიმუშავებთ და ამასობაში სამხრეთ აფრიკასთან თამაშის დროც მოვა” - თქვა ჩეიკამ.

ავსტრალიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა: რორი არნოლდი (ბრამბისი), ადამ ეშლი-კუპერი (ვარატასი), კერტლი ბილი (ვარატასი), ქუადე კუპერი (რედსი), დეივ დენისი (ვარატასი), ჯეიმს ჰენსონი (რებელსი), სკოტ ფარდი (ბრამბისი), ტეტერა ფაულკნერი (ფორსი), ისრაელ ფოლაუ (ვარატასი), ბერბარდ ფოლი (ვარატასი), უილ გენია (რედსი), მეტ გიტო (ტულონი, საფრანგეთი), სკოტ ჰიგინბოთამი (რებელსი), გრეგ ჰოლმსი (რედსი), მაიკლ ჰუპერი (ვარატასი), რობ ჰორნი (ვარატასი), ჯეიმს ჰორვილი (რედსი), სამუ კერევი (რედსი), სეკოპე კეპუ (ვარატასი), ტევიტა კურიდრანი (ბრამბისი), კრისტიან ლეალიფანო (ბრამბისი), სტეფან მური (ბრამბისი), დრიუ მიტჩელი (ტულონი, საფრანგეთი), უისლი პალუ (ვარატასი), ბენ მაკკალმენი (ფორსი), სეან მაკმაჰონი (რებელსი), დენ მუმი (ვარატასი), ტაქელე ნაიარავორო (ვარატასი), ნიკ ფიფსი (ვარატასი), დევიდ პოკოკი (ბრამბისი), ტალაფუ პოლოტა-ნაუ (ვარატასი), სკოტ სიო (ბრამბისი), რობ საიმონსი (რედსი), უილ სკელტონი (ვარატასი), ჯეიმს სლიპერი (რედსი), ტობი სმიტი (რებელსი), ჰენრი სპეიგი (ბრამბისი), მეტ ტოომუა (ბრამბისი), ჯოე ტომანე (ბრამბისი), ნიკ ვაითი (ბრამბისი).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077156