ამბები

14:20 | 2.07.2015 | ნანახია 3166 - ჯერ

მსოფლიოზე ბორჯღალოსნების მატჩს პლანეტის ერთ-ერთი გამორჩეული მსაჯი გაუძღვება

მსოფლიო თასამდე 79 დღით ადრე, ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტმა ჯგუფური ეტაპის მსაჯების და თანამსაჯების ვინაობა დაასახელა.

რაგბში მსაჯების როლი დიდია და მწვრთნელების სათამაშო ტაქტიკის შერჩევისას ხშირად მსაჯთა შემადგენლობასაც ითვალისწინებენ. 18 სექტემბერს, ტურნირის გახსნით შეხვედრას ინგლისისა და ფიჯის ნაკრებებს შორის, სამხრეთ აფრიკელი ჯაკო პეიპერიუმსაჯებს.

საქართველოსა და ტონგას შეხვედრას, რომელიც 19 სექტემბერს გლოსთერში გაიმართება, სარაგბო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეფერი, უელსელი ნაჯელ ოუენსიმომსახურება. მას ასევე უელსელი ლეიტონ ჰოესი და ახალ ზელანდიელი რის პოლოდაეხმარებიან.

25 სექტემბერს საქართველოსა და არგენტინის შეხვედრას ინგლისელი ეი ფი დოლიგაუძღვება, რომელმაც 2014 წელს საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის გამართული ტესტ-მატჩი იმსაჯა. მას კიდეებიდან ზემოთნახსენები ნაიჯელ ოუენსი და სამხრეთ აფრიკელი სტიუარტ ბერი დაეხმარებიან.

2 ოქტომბერს ბორჯღალოსნები კარდიფში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიას შეხვდებიან. რეფერი ფრანგი პასკალ გოზე იქნება, რომელმაც 2014 წლის ნოემბრის ტესტებზე თბილისში საქართველოსა და ტონგას შეხვედრა განსაჯა. მისი ასისტენტები არგენტინელი ანგუს გარდნერი და ფრანგი მეთიუ რეინალი არიან. ამ უკანასკნელმა ახლახანს თბილისის თასზე საქართველოსა და “მზარდი ირლანდიის” შეხვედრა იმსაჯა.

და ბოლოს, 7 ოქტომბერს, ექსეტერში, საქართველოსა და ნამიბიის ნაკრებების შეხვედრის მთავარი მსაჯი ირლანდიელი ჯორჯ ლან იქნება, რომელსაც ქართველთა მატჩი ორჯერ გაუსჯია. ოთხი წლის წინ, მსოფლიო თასზე, ის “ბორჯღალოსნების” შოტლანდიასთან მატჩს მსაჯობდა, ხოლო 2013 წელს სან ხუანში არგენტინისა და საქართველოს ნაკრებების ტესტ-მატჩს მოემსახურა. მისი პირველი ასისტენტი ფრანგირომან პოატიე იქნება, რომლის მსაჯობითაც ქართველებმა ტესტ-მატჩებში სამოასა და იაპონიის ნაკრებები დაამარცხეს. მეორე თანამსაჯი სამხრეთ აფრიკელი სტიუარტ ბერია.

site.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081667