ტოპ 14

1:50 | 21.03.2016 | ნანახია 1098 - ჯერ

ტოპ 14-მა მე-13 ტური მოილია

მაშინ, როდესაც „დინამო არენაზე“ „ბორჯღალოსნები“ „მუხებს“ ანადგურებდნენ, საფრანგეთის ქალაქებში ტოპ-14-ის გადადებული, მე-13-ე ტურის მატჩები იმართებოდა.

გათამაშების ლიდერი, დავით ხინჩაგიშვილის „რასინგ 92“ მიხეილ ნარიაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის „მონპელიეს“ ეწვია და მოულოდნელად 7:60 განადგურდა. მასპინძელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო ბურჯი ქუბრიაშვილი, რომელიც 24-ე წუთზე დროებით შცვალეს, მოედანს 28-ე წუთზე დაუბრუნდა და 61-ე წუთამდე ითამაშა. შეტევაში მან ორი პასი და ერთი ოფლოუდი გააკეთა, ხოლო დაცვაში 6-ჯერ შებოჭა მეტოქე. თამაში დაიწყო „რასინგის“ ბურჯმა ხინჩაგიშვილმა, რომელმაც მოედანზე 50-ე წუთი გაატარა, შეტევაში 3 მიძალებაზე მხოლოდ ერთი მეტრით წაიწია წინ, ხოლო დაცვაში არასაიმედოდ გამოიყურებოდა - ორჯერ შებოჭა მეტოქე და სამი ბოჭვა გაუცუდდა. ამ მარცხით სტუმრებმა სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაკარგეს, ხოლო „მონპელიე“ მეოთხე ადგილამდე აღზევდა.

კონკურენტის მარცხით ისარგებლა დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონმა“, რომელმაც ვასილ კაკოვინის „ტულუზს“ უმასპინძლა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 19:13 მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში მსაჯმა ტალალეი გრეი ვან დერ მერვესთვის იდაყვის ჩარტყმის გამო წითელი ბარათით გააძევა. ამის მიუხედავად სტუმრებმა გაბრძოლება სცადეს, 56-ე წუთზე ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ 4 წუთში მათ ლელოში ალივერეტი რაკამ შეძლო ბურთის დამიწება და სტატუს-ქვო აღდგინა. დარჩენილ დროში გუნდებმა თითო ჯარიმა გაცვალეს და საბოლოო „კლერმონმა“ 32:23 მოიგო. ქართველ ლეგიონერებს სხვადასხვა მიზეზის გამო მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ.

შარშანდელმა ჩემპიონმა, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსემ“ ლექსო ყაულაშვილისა და გაგი ბაზაძის „ლა როშელს“ უმასპინძლა და მე-8 წუთისთვის ორჯერ დაალელოვა. მორნი სტეინმა ერთი გარდასახვა გამოიყენა - 12:0. სტუმრებმა ერთი ლელო მალევე გაქვითეს, შესვენებამდე კიდევ ერთი ლელოს დამიწება შეძლეს და მონაგარს ჯარიმაც შემატეს, მანამდე კი, მასპინძლებისგან მიიღეს ლელო და ტაიმი 19:17 დასრულდა. მიუხედავად სტუმრების მონდომებისა, მეორე ტაიმში მასპინძლები დომინირებდნენ, სტუმრებს კიდევ ორი ლელო დაუდეს და საბოლოო ჯამში 33:20 დაამარხეს. „ლა როშელის“ შემადგენლობაში სათადარიგო იყო ბურჯი ბაზაძე, რომელიც მოედანზე 51-ე წუთზე შევიდა. შეტევაში მას არ უაქტიურია ხოლო დაცვაში ერთი ბოჭვა შეასრულა, ერთი გაუცუდდა და მეტოქეს ერთხელ „მოპარა“ ბურთი. მსაჯმა ერთხელ დააჯარიმა.

აუტსაიდერების დაპირისპირებაში გიორგი ვეფხვაძის „ოიონაქსმა“ თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის „აჟენს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 30:28 დაამარხა, რითაც ბოლო ადგილს თავი დააღწია, მაგრამ ტოპ-14-ში დარჩენის მხოლოდ მიზერული შანსი აქვს. სტუმართა გარემარბი მჭედლიძე სანაკრებო შეკრებაზე იყო, მოედანზე არ გამოჩენილან თეთრაშვილი და ვეფხვაძე.

დაძაბულ ბრძოლაში პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება შეძლო „გრენობლმა“, რომელიც კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის „ბრივს“ მასპინძლობდა. ტაიმი მასპინძლებმა 20:9 მოიგეს, მატჩის მიწურულს კი 13 კაცით თავის დაცვა წარმატებით მოახერხეს და საბოლოოდ 26:22 იმარჯვეს. სტუმართა რიგებში სათადარიგო იყო ვეტერანი ბურჯი შველიძე, რომელიც მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა, ასიეშვილი სანაკრებო შეკრებაზე იყო, ხოლო ჟღენტი განაცხადში ვერ მოხვდა. „ბრივმა“ უკანასკნელი 5 თამაშიდან ოთხი წააგო, ერთი ფრედ დაასრულა და პლეი ოფში მოხვედრაზე ვეღარ ფიქრობს.

ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში გიორგი ნაცარაშვილის „პომ“ „კასტრი“ საკუთარ მოედანზე 21:16 დაამარცხა. ქართველი განაცხადში არ იყო.

ტოპ 14. მე-13 ტური [გადადებული]

სტად ფრანსე - ლა როშელი 33:20

მონპელიე - რასინგი 60:7

ოიონაქსი - აჟენი 30:28

პო - კასტრი 21:16

გრენობლი - ბრივი 26:22

კლერმონი - ტულუზი 32:23

1.

კლერმონი

18

12

1

5

514:308

62

2.

რასინგი

18

13

1

4

397:362

59

3.

ტულონი

18

11

0

7

556:327

57

4.

მონპელიე

18

12

0

6

492:402

55

5.

ბორდო

18

11

2

5

390:320

52

6.

ტულუზი

18

9

2

7

457:301

48

7.

კასტრი

18

9

0

9

409:359

44

8.

ლა როშელი

18

8

0

10

393:403

40

9.

ბრივი

18

8

1

9

333:359

39

10.

გრენობლი

18

8

0

10

437:505

37

11.

პო

18

7

1

10

285:464

32

12.

სტად ფრანსე

18

7

0

11

356:408

31

13.

ოიონაქსი

18

4

0

14

309:606

18

14.

აჟენი

18

3

0

15

356:560

16

XIX ტური. 26-27 მარტი

რასინგი - ტულონი, ბრივი - კასტრი, გრენობლი - ლა როშელი, აჟენი - მონპელიე, პო - ოიონაქსი, ბორდო - კლერმონი, ტულუზი - სტად ფრანსე

გიორგი ბეჭვაია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.098659