21 ივნისს ავჭალის სტადიონზე თბილისის თასის მესამე, ფინალური ტური გაიმართება. სამატჩო დღის მეორე შეხვედრაში, რომელიც 19 საათზე დაიწყება ერთმანეთს ბორჯღალოსნები და მზარდი ირლანდია დაუპირისპირდებიან.
ირლანდიელებმა ორი ბონუს მოგებით 10 ქულა მოიხვეჭეს და გამათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ფაქტიურად თასი გაინაღდეს.
თუმცა ირლანდიელთა თავკაცი, ალან კლარკი თავს ამით დაკმაყოფილების უფლებას არ აძლევს. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ თამაშს ტრიბუნიდან ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჯო შმიტი დააკვირდება. იგი ასევე ითვალისწინებს იმ მომენტს, რომ ირალანდიის სამსოფლიო შემადგენლობაში შესაძლოა რამდენიმე პოზიცია მოისაზრებოდეს და ამიტომ თბილისის თასზე კარგი თამაშით სურს, რომ მის ბიჭებს შერჩევის შესაძლებლობა მიეცეთ და სასელექციო სიაში მოხვდნენ.
გუნდი მინდორზე კაპიტნის, რის რადოქის გარეშე გავა, რომელსაც ურუგვაისთან მიღებული ტრავმის გამო სახლში გაბრუნება მოუწია. გუნდს მასპინძლების წინააღმდეგ ხვალ მეორე ხაზელი ბილი ჰოლანდი უკაპიტნებს.
მიუხედავად ნაადრევად გამარჯვებისა, მთავარი მწვრთნელისთვის თქმით გუნდისთვის ტურნირი ჯერ არ დასრულებულა - „ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ხვალინდელ შეხვედრაში, როგორც გუნდმა, რომ კარგად ვითამაშოთ. ისეთი გუნდი შევარჩიეთ, რომელშიც დარწმუნებული ვარ, რომ საქმეს კარგად გაართმევს თავს და შეცვლებსაც კარგად ჩავრთავთ."
ბორჯღალოსნები კი იტალიასთან დაშვებული შეცდომების გამოსწორებას მზარდ ირლანდიელებთან კარგი თამაშით შეეცდებიან. ჰეიგი სამსოფლიო შეკრებაზე გუნდის შეყვანას შემდეგ კვირას გეგმავს და შესაბამისად ხვალინდელი მატჩი მისთვის გადაწყვეტილებების მისაღებად კარგ შესაძლებლობას წარმაოდგენს.
სამატჩო რაზმში სიახლეა. ფინალური ტურისთვის ჰეიგმა კიდევ ერთ უკეპო მორაგბეს -ირაკლი სვანიძეს უხმო, რომელმაც მეორე ტურში გამოძახებული ოთარ გიორგაძის მსგავსად, 20-წლამდელთა ალაფაზე ყველას დაგვამახსოვრა თავი. 10 ნომერზე ჰეიგი მამუკა ნინიძეს ენდო, რომელმაც ბოლოს მზარდი საქართველოს რიგებში იასპარეზა ივნისის დასაწყისში უელსური ქროშიეზის წინააღმდეგ. ნინიძე ლაშა მალაღურაძის ნაცვლად გამოიძახეს, ამ უკანასკნელმა თბილისის თასის მეორე ტურში მზარდ იტალიასთან ბარძაყის კუნთი დაიზიანა. ამავე ტურში მსუბუქი ტვინის შერყევა მიიღოგიორგი ტალახაძემ. სასტარტოში კი 13 ნომრიან კვართს რევაზ გიგაური მოირგებს. პირველ ხაზში კი ბურჯის პოზიციას დაუბრუნდა ზურაბ ჟვანია.
მე-3 ტურისთვის გუნდის დასახელებამდე ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა: „ტურნირის დასაწყისში ასეთ თამაშს ნამდვილად არ ველოდით, მაგრამ რაც მოხდა ის მოხდა. მოთამაშეებს ნათლად დავუსახე ის მომენტი, რომ არ დაავიწყდეთ, რომ სახლში თამაშობენ. წლევანდელი გამათამაშება, იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ ყველაზე ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, გვინდა, რომ კარგად დავასრულოთ. ამიტომ ეს ნაკრებისთვის დიდი გამოწვევა იქნება, ხვალ საკუთარ კედლებში ქომაგებს უნდა ანახონ, რომ კარგი გუნდი გვყავს, ბევრად უფრო უკეთესი ვიდრე იტალიის წინააღმდეგ. გუნდმა, რომელიც ამ გამოწვევით მოტივირებულია, ბრწყინვალედ ივარჯიშა."
21 ივნისი. 19.00 საათი. ავჭალის სარაგბო სტადიონი
საქართველო - ირლანდია
საქართველო
ბექ) 15 ბექა წიკლაური, 14 ალექსანდრე ხუციშვილი, 13 რეზო გიგაური, 12 თამაზ მჭედლიძე, 11 გიორგი ფრუიძე; 10 მამუკა ნინიძე, 9 გიორგი ბეგაძე /
ფორ) 1 ზურაბ ჟვანია, 2 სიმონ მაისურაძე, 3 ანტონ ფეიქრიშვილი; 4 ლევან დათუნაშვილი^კაპ, 5 კოტე მიქაუტაძე; 6 ბექა ბიწაძე, 7 გიორგი ჩხაიძე, 8 ლაშა ლომიძე *
მრქ) 23 გიორგი აფციაური, 22 ირაკლი სვანიძე, 21 ვაჟა ხუციშვილი / 16 ჯაბა ბრეგვაძე, 17 გიორგი თეთრაშვილი, 18 ირაკლი მირცხულავა; 19 ოთარ გიორგაძე, 20 საბა შუბითიძე
ირლანდია
ბექ) 15 თირნან ო’ჰალორან, 14 ენდრიუ ქონვეი, 13 სთიუართ მაკ’ქლოსქი, 12 ნოელ რიდ, 11 მეთ ჰილი; 10 ჯონ ჰანრაჰან, 9 ლუქ მაკ’გრას /
ფორ) 1 ჯეიმზ ქრონინ, 2 რობ ჰერინგ, 3 სთივენ არჩერ; 4 ბენ მარშალ, 5 ბილი ჰოლანდ^კაპ; 6 ეოგან მასთერსონ, 7 დენ ლივი, 8 ჯექ ქონან *
მრქ) 23 პითერ ნელსონ, 22 ეოინ გრიფინ, 21 ჯონ ქუნი / 16 დევიდ ჰეფერნან, 17 დენის ბაქლი, 18 ენდრიუ ვორიქ; 19 ენდრიუ ბრაუნ, 20 ფრენქ თეგართ
მსაჯები
რეფ) მატიო რეინალ (სფრ) კიდ: ნიკა ამაშუკელი, თორნიკე გვირჯიშვილი
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია