შალვა მამუკაშვილის „გლაზგო უორიორსმა“ „გინეს პრო 12“-ის გადადებულ მატჩში ერთ-ერთი ლიდერი, ირლანდიური „ლენსტერი“ 12:6 დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნდა.
ქართველი კვაჭი ამ დროს თბილისში იყო, რუმინელთა დასამარცხებლად ემზადებოდა და რა თქმა უნდა განაცხადში არ იყო.
მის თანაგუნდელებს უმნიშვნელოვანეს მატჩში ინგლისელმა მგეზავმა რორი კლეგმა და ძლიერმა დაცვამ მოაგებინა. კლეგს ხუთი თვე არ უთამაშია, ახლა დაბრუნდა და ოთხი ჯარიმით შოტლანდიელებს 12 ქულა შესძინა. „კელტენის ლიგის“ მიმდინარე სეზონში „ლენსტერს“ საუკეთესო დაცვა ყავს - ყველაზე ცოტა ლელო და ქულა მიიღო, მაგრამ ამ დღეს „მეომრებმა“ მათზე უკეთესი დაცვა ითამაშეს.
პირველ ტაიმში კლეგმა და ფიჯელმა ნაკევამ ორ-ორი ზუსტი დარტყმა გახვალეს, ხოლო მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში ინგლისელმა გუნდის და პირადი მონაგარი კიდევ ორი ჯარიმით გაზარდა. ამის შემდეგ „ლენსტერმა“ მასპინძლებს ნამდვილი შტურმი მოუწყო, მაგრამ „გლაზგო“ მედგრად დადგა და ექვსეულში აღზევდა, თანაც ისე, რომ „ძებრესთან“ გადადებული თამაშის მოგებით ოთხეულში შესვლის შანსი აქვს. „ლენსტერმა“ ამ მარცხით გალიდერების შანსი დაკარგა, მხოლოდ პრემიალურმა ქულამ კი, „კონახტთან“ ჩამორჩენის მხოლოდ მინიმუმამდე დაყვანის საშუალება მისცა.
„გლაზგოს“ წინსვლას ხელი უელსურმა „კარდიფმა“ შეუწყო, რომელმაც ირლანდიური „მანსტერი“ 37:28 დაამარცხა. დებიუტი ირლანდიელების იყო, რომლებიც იან კეტლის და დარენ სვითნემის ლელოთი დაწინაურდნენ, მაგრამ რის პეტჩელმა ჯარიმით და გარდასახვით და ქუქმალელოთი, უელსელებს ტაიმი 10:8 მოაგებინა. მეორე ტაიმი უხვქულიანი გამოდგა, „კარდიფმა“ კიდევ სამი ლელო გაიტანა, თავი რისმა, სმიტმა და პეტჩელმა კიდევ სამი ლელო გაიტანეს. ამ უკანასკნელმა ჯამში გუნდს 19 ქულა შესძინა. „მანსტერი“ ბრძოლაში შერის ლელოთი და კეტლის დარტყმებით დარჩა, მაგრამ 73-ე წუთზე მიღებულ ლელო გვიანი მესამე ლელოთი უპასუხა და პრემიასაც ვერ გამორჩა.
გინეს პრო 12 [კელტების ლიგა]. გადადებულები
კარდიფი [უელსი] - მანსტერი [ირლანდია] 37:28
გლაზგო [შოტლანდია] - ლენსტერი [ირლანდია] 12:6
Form |
| |||||||
1. | კონახტი | 17 | 12 | 0 | 5 | 420:339 | 59 | 11 |
2. | ლენსტერი | 17 | 13 | 0 | 4 | 350:198 | 58 | 6 |
3. | სკარლეტსი | 17 | 12 | 0 | 5 | 371:317 | 53 | 5 |
4. | ოლსტერი | 17 | 10 | 0 | 7 | 330:221 | 51 | 11 |
5. | მანსტერი | 17 | 10 | 0 | 7 | 327:332 | 47 | 7 |
6. | გლაზგო | 16 | 9 | 1 | 6 | 326:299 | 47 | 9 |
7. | ედინბურგი | 17 | 9 | 0 | 8 | 301:273 | 43 | 7 |
8. | ოსპრეიზი | 17 | 8 | 1 | 8 | 335:327 | 39 | 5 |
9. | კარდიფი | 17 | 7 | 0 | 10 | 382:366 | 39 | 11 |
10. | ნიუპორტი | 17 | 4 | 0 | 13 | 268:341 | 24 | 8 |
11. | ძებრე | 16 | 4 | 0 | 12 | 220:460 | 19 | 3 |
12. | ტრევიზო | 17 | 2 | 0 | 15 | 245:402 | 16 | 8 |
მე-18 ტური. 25, 26, 27 მარტი
კარდიფი - ბენეტონი, გლაზგო - ოლსტერი, მანსტერი - ძებრე, ოსპრეიზი - სკარლეტსი, კონახტი - ლენსტერი, ნიუპორტი - ედინბურგი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია