ამბები

15:01 | 17.06.2015 | ნანახია 2105 - ჯერ

ირლანდიელი მორაგბეების სამძიმარი თბილისს

თბილისის თასის პირველი ტურის დასრულებისთანავე, როცა მზარდმა ირლანდიამ გამხსნელი თამაში დაასრულა იტალიის მზარდ ნაკრებთან და მატჩის შემდგომ სასტუმრო მერიოტისკენ მიემართებოდა, სტიქია სწორედ მაშინ დაიწყო.

მზარდი ირლანდიის მენეჯერი ჯოი მაილსი: „ჩვენ თავად არ გავმხდარვართ ტრაგედიის მოწმეები, თუმცა სტიქიის დაწყებისთანავე გავიგეთ რა ხდებოდა ქალაქში. მოგეხსენებათ, რომ სტიქიის დროს ჩვენ ავჭალის სტადიონიდან სასტუმროში ვბრუნდებოდით, ჩაკეტილი გზის გამო ქალაქის სხვა ნაწილის შემოვლა მოგვიწია, რათა სასტუმრომდე მივსულიყავით. ამ დროს გავიგეთ რაც ხდებოდა.

გვინდა დიდი თანადგომა და სამძმარი გამოვუცხადოთ სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ ვიზიარებთ უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების მდგომარეობას და გვინდა ჩვენი პატივისცემა სიმბოლურად გამოვხატოთ.

მატჩის დასაწყისში ჩვენ გულშემატკივრების წინაშე შავი ლენტებით წარვსდგებით, მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება და ამით გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას. მხოლოდ ეს არის რისი გაკეთებაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეგვიძლია”.

მზარდი ირლანდიის კაპიტანი, რის რადოკი: „დილით საოცარი სანახაობის მომსწრენი გავხდით. სულ რაღაც 2 საათის დასრულებული იყო სტიქია, როცა სასტუმროდან გამოვედით და დავინახეთ ხალხი, რომელიც ჩვენს სასტუმროსთან იყო შეკრებილი და გვეკითხებოდნენ რითი შეეძლოთ დახმარება. სტადიონისკენ სავარჯიშოდ მივდიოდით, როცა დავინახეთ მთელი მოსახლეობა - გაერთიანებული საზოგადოება, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ქალაქის გაწმენდვაში საკუთარი წვლილი შეჰქონდათ. ნამდვილად ვერ დავიჯერეთ რასაც ვხედავდით, შოკირებულები ვართ“.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085149