ამბები

19:32 | 15.06.2015 | ნანახია 1802 - ჯერ

თბილისის თასზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა დაზარალებულებს მოხმარდება

საქართველოს რაგბის კავშირი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს 13 ივნისს სტიქიური უბედურების დროს დაღუპულ ჩვენს თანამოქალაქეთა ოჯახებს.

თბილისის თასის მეორე რაუნდის, 17 ივნისს გასამართ მატჩებზე დასასწრები ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება სტიქიის დროს დაზარალებულ ოჯახებს.

“მსოფლიო რაგბის” თბილისის თასის 2015 წლის მეორე ტურამდე 2 დღე რჩება. მატჩები 17 ივნისს 17:00 და 19:00 საათებზე გაიმართება.

თბილისის თასი 2015-ის ბილეთების რეალიზაცია ხვალიდან განახლდება და ქომაგებს მათი შეძენა ყოველდღიურად ავჭალის სარაგბო სტადიონის სალაროებში შეეძლებათ. სალაროები 12-დან 19 საათის ჩათვლით იმუშავებს.

ბილეთის ფასი 5 ლარი იქნება.

თბილისის თასი 2015 -ის დარჩენილი მატჩების განრიგი:

ოთხშაბათი, 17 ივნისი

17:00 ურუგვაი - მზარდი ირლანდია

19:00 საქართველო - მზარდი იტალია

კვირა, 21 ივნისი

17:00 ურუგვაი - მზარდი იტალია

19:00 საქართველო - მზარდი ირლანდია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082003