საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ევროპის გრან პრის მეორე ეტაპზე ჯგუფური ეტაპის სამივე თამაში დათმო და პირველის მსგავსად მხოლოდ მე-9 ადგილისთვის, ანუ ფიალასთვის იბრძოლებს.
გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ალანია ჯერ კიდევ ლიონში გამგზავრებამდე ამბობდა, რომ ამ ტურნირსაც კანდიდატების შერჩევის კუთხით განიხილვდა, მაგრამ გულშემატკივრის მოლოდინი მაინც იმედიანი იყო. სამწუხაროდ, მწვრთნელის წინასწარმეტყველება ახდა და ახლა იმედად გრან პრის მესამე, ინგლისის ეტაპი და მას შემდეგ ლისაბონში გასამართი ტურნირი დაგვრჩა, სადაც ევროპიდან ზაფხულის ოლიმპიადის შესარჩევ რეპეშაჟში გამსვლელი სამი გუნდი უნდა გაირკვეს.
ლიონში საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე 7-კაცაში სახელგანთქმული პორტუგალია იყო და თამაში მეტოქემ 26:5 მოიგო. ქართველებმა ანგარიში მე-2 წუთზე გახსნეს, ირაკლი სვანიძემ რთულ სიტუაციაში მიიღო ბურთი, მაგრამ შებოჭილმა წამის მეასედში ის იოსებ კიკვაძეს უპასა, რომელმაც მბოჭავი ხელით ჩამოიშორა, ხაზი გაჭრა ანგარიში გახსნა. გარდასახვა არაზუსტი იყო - 5:0. მაგრამ მერე პორტუგალიამ იმძლავრა და შესვენებამდე ორი, ხოლო მის შემდეგ კიდევ ორი ლელო გაიტანა.
მეორე თამაში კიდევ უფრო ძლიერ საფრანგეთთან გვიწევდა. საქართველოს ნაკრებმა ამჯერადაც გაიტანა ერთი ლელო, მაგრამ თავად 6 გაუშვა. მასპინძლებმა ტაიმი 19:0 მოიგეს და თამაში, რომ განახლდა მეოთხედ დაამიწეს ბურთი ჩვენს ჩათვლის მოედანში. მერე ირაკლი სვანიძემ ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და მცველებს შორის გაძვრა (5:26), მაგრამ ეს ფრანგებმა არ გვაპატიეს და ორი ლელოთი გვიპასუხეს.
ჯგუფის დასკვნით მატჩში ალანიას შეგირდებს იტალია უნდა დაემარცხებინათ, რათა თასის მეოთხედფინალში გასვლის შანსი შერჩენოდათ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. თანაბარი ტაიმი უქულოდ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ბოლო შეტევა მეტოქემ ლელოთი დაასრულა. ამან ქართველებს თამაშის გახსნა აიძულა და შედეგად, იტალიამ კიდევ ორი ლელო გაიტანა - 19:0. ახლა ფიალის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე რუმინეთი იქნება, რომელსაც ორი კვირის წინ მოსკოვში ორჯერ მოვუგეთ.
საქართველოს 7-კაცა ნაკრები ლიონის ეტაპზე: ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, თბილისი), ნიკო აფციაური (ყოჩები, ბოლნისი), მეთ ჯეინი (ოქსფორდი, ინგლისი), ბახვა კობახიძე (ბათუმი, ბათუმი), შავლეგ მახარაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), ანზორ სიჭინავა (აკადემია, თბილისი), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი), ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), ირაკლი გეგენავა (ყოჩები, ბოლნისი), ირაკლი სვანიძე (ჯიქები, გორი), იოსებ კიკვაძე (აია, ქუთაისი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი, ბათუმი).
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
2015 წლის ევროპის გრან პრი. მეორე ეტაპი
ლიონი (საფრანგეთი). 13-14 ივნისი
ა ჯგუფი
13 ივნისი
საფრანგეთი - იტალია 21:0
პორტუგალია - საქართველო 26:5
საფრანგეთი - საქართველო 38:5
პორტუგალია - იტალია 10:17
საქართველო - იტალია 0:19
საფრანგეთი - პორტუგალია 19:12
საფრანგეთი | 3 | 3 | 0 | 0 | 78-17 | 9 |
იტალია | 3 | 2 | 0 | 1 | 36-31 | 7 |
პორტუგალია | 3 | 1 | 0 | 2 | 48-41 | 5 |
საქართველო | 3 | 0 | 0 | 3 | 10-83 | 3 |
ბ ჯგუფი
13 ივნისი
რუსეთი - ბელგია 19:24
ინგლისი - უელსი 17:5
რუსეთი - უელსი 55:0
ინგლისი - ბელგია 19:19
უელსი - ბელგია 14:40
რუსეთი - ინგლისი 24:21
ბელგია | 3 | 2 | 1 | 0 | 83-52 | 8 |
რუსეთი | 3 | 2 | 0 | 1 | 98-45 | 7 |
ინგლისი | 3 | 1 | 1 | 1 | 57-48 | 6 |
უელსი | 3 | 0 | 0 | 3 | 19-112 | 3 |
გ ჯგუფი
13 ივნისი
ესპანეთი - რუმინეთი 19:5
გერმანია - ლიტვა 28:10
ესპანეთი - ლიტვა 33:7
გერმანია - რუმინეთი 28:12
ლიტვა - რუმინეთი 31:19
ესპანეთი - გერმანია 26:7
ესპანეთი | 3 | 3 | 0 | 0 | 78-19 | 9 |
გერმანია | 3 | 2 | 0 | 1 | 63-48 | 7 |
ლიტვა | 3 | 1 | 0 | 2 | 48-80 | 5 |
რუმინეთი | 3 | 0 | 0 | 3 | 36-78 | 3 |
14 ივნისი. პლეი ოფები
თასის მეოთხედინალები
საფრანგეთი - პორტუგალია
ესპანეთი - ინგლისი
ბელგია - იტალია
რუსეთი - გერმანია
ფიალის ნახევარფინალები
ლიტვა - უელსი
საქართველო - რუმინეთი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია