ამბები

1:22 | 14.06.2015 | ნანახია 1856 - ჯერ

ირლანდიამ კარგი ტაიმით

“თბილისის თასის” გახსნით მატჩში “მზარდმა ირლანდიამ” “მზარდ იტალიასთან” კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა და სამი ლელოთი დაწინაურდა, უსახური მეორე ნახევრის ბოლოს კი, მეოთხე, პრემიალური ლელო გაიტანა.

მოსალოდნელი იყო, რომ ირლანდიელები იტალიელებს კლასით დაჯაბნიდნენ და ასეც მოხდა. კელტები მეტოქეს ჯობდნენ სისწრაფეში, ბურთთან ურთიერთობაში, ფეხით თამაშში და საკუთარი შანსები კარგად გამოიყენეს. იტალიას ჰქონდა ეპიზოდები, მაგრამ ისინი გამოუყენებლი დარჩა და საბოლოოდ მეტოქესთან უშანსოდ დამარცხდა.

ყველაზე კარგი სანახავი მატჩის დებიუტი გამოდგა, როდესაც ორივე გუნდი სისწრაფის ხარჯზე ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას და მაყურებელიც კარგი ბურთაობით გაერთო. ამგარიში მე-5 წუთზხე ირლანდიამ ჯარიმით გახსნა და იქვე იტალიას ლელოს გატანის ერთადერთი რეალური შანსი მიეცა: მასარომ ფეხით გადაკიდებული ბურთი თავად აიღო და კანას გაატანა, რომელმაც ფეხით მარჯვნივ გაგზავნა, თუმცა დი’ჯულიოს სისწრაფე დააკლდა.

მე-13 წუთზე ირლანდიამ ხელდახელ შეუტია და ლამაზი კომბინაცია პირველი ლელოთი ეოინ გრიფინმა დაასრულა, რომელიც მთელი თამაში აქტიურობდა და მეტოქეს პრობლემებს უქმნიდა. გარკვეული დროით იტალიამ მიძალებას გაუძლო, მერე მოედანზე კაცნაკლული დარჩა და თითქოს მაინც მედგრად იდგა, მაგრამ საკუთარ 22-ს თავი ვერ დააღწია, ჯონ ჰანრაჰანიმ ბურთი ფეხით მარჯვენა ფლანგზე მოზომილად ჩაკიდა და იქ მას ენდრიუ ქონვეი დახვდა. ირლანდიელთა მგეზავს თამაში კარგად მიყავდა, მაგრამ კარში დარტყმის სიზუსტით ვერ დაიკვეხნის და ანგარიში მხოლოდ 13:0 გახდა. სწორედ ჰანრაჰანმა შექმნა მესამე ლელო, როდესასც კონტრშეტევაზე ხაზი გაჭრა, იერიშის გაგრძელების ვარიანტები ასარჩევად ჰქონდა და ბურთი ძელებსშუა სთიუართ მაკ’ქლოსქის შეაყოლა. ამჯერად გარდასახვა ზუსტი იყო - 20:0.

მეორე ტაიმი მძიმე გამოდგა. იტალიამ თითქოს მოინდომა, მაგრამ ირლანდიას მყარად ჰქონდა საკუთარი ჩათვლის მოედნის ხელუხლებლად შენარჩუნება. დრო უკვე იწურებოდა და ანგარიში არ იცვლებოდა, მაგრამ ბოლოს იტალია მოიქანცა, თირნან ო’ჰალორანი სალელოვედ გაიქცა და გუნდს პრემიალური ქულა მოუტანა, მისმა გუნდმა კი, 25:0 იმარჯვა.

თბილისის თასი 2015. თბილისი. “ავჭალა”
I რაუნდი. 13 ივნისი

მზარდი იტალია - მზარდი ირლანდია 0:25 (0:20)

იტალია: 15. ალბერტო კიეზა (კაპ.), 14. ფილიპო გვარდუჩი, 13. რობერტო კვარტაროლი, 12. ჯოვანი მასარო (22. ჯოვანი ბენვენუტი 28), 11. გაბრიელე დი’ჯულიო, 10. კარლო კანა, 9. სიმონე მარინარო; 1. ფედერიკო ძანი (17. ჯუზეპე დი’სტეფანო 51), 2. ლუკა ბიჯი (16. ოლივიერო ფაბიანი 41), 3. ჯორჯე იაკობი (18. პიეტრო ჩეკარელი 41), 4. ფედერიკო რუძა, 5. ფილიპო ჯეროზა (20. მირკო ამენტა 69), 6. მატეო კორაძი (19. ალესიო ზდრილიჩი 52), 7. ემილიანო კაფინი (24. სებასტიან ნეგრი 44), 8. მაკსიმე მბანდა.

არ შესულა 21. სიმონე პარიზოტო.

2 სინბინი: ძანი (18), ჩეკარელი (3)

ირლანდია: 15. თირნან ო’ჰალორანი, 14. ენდრიუ ქონვეი (23 პითერ ნელსონი 60), 13. ეოინ გრიფინი, 12. სთიუართ მაკ’ქლოსქი (22. რორი სქენელი 62), 11. მეთიუ ჰილი, 10. ჯონ ჰანრაჰანი, 9. ლუქ მაკ’გრასი (21. ჯონ ქუნი 57); 1. დენის ბაქლი (17. ენდრიუ ვორიქი 52), 2. რობ ჰერინგი (16. დევიდ ჰეფერნანი 51), 3. სთივენ არჩერი (18. ფინლი ბილემი 51), 4. ბენ მარშალი, 5. ბილი ჰოლანდი (19. ენდრიუ ბრაუნი 61), 6. რის რადოქი (კაპ.) (20. ეოგან მასთერსონი 51), 7. დენ ლივი, 8. ჯექ ქონანი.

4 ლელო: გრიფინი, ქონვეი, მაკ’ქლოსქი, ო’ჰალორანი

1 გარდასახვა: ჰანრაჰანი

1 ჯარიმა: ჰანრაჰანი

1 სინბინი: ვორიქი (71)

რეფერი: მატიო რეინალი (სფრ)

კიდეებზე: ნიკა ამაშუკელი, თორნიკე გვირჯიშვილი

1 მზარდი ირლანდია 1 1 0 0 25-0 5
2 საქართველო 1 1 0 0 19-10 4
3 ურუგვაი 1 0 0 1 10-19 0
4 მზარდი იტალია 1 0 0 1 0-25 0


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.173963