თუ საქართველოში მომუშავე უცხოულ მწვრთნელს წარმატების მიღწევა სურს, ის აუცილებლად აქ უნდა ცხოვრობდეს - ასეთი აზრი აქვს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელ მილტონ ჰეიგს.
ზელანდიელს რუმინეთის ნაკრებთან ისტორიული მატჩის (საქართველოს ნაკრებმა 29 ქულის სხვაობით გაიმარჯვა) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საინტერესო კითხვა დაუსვეს - რას ურჩევდა იგი, როგორც წარმატებული ნაკრების უცხოელი მწვრთნელი, საფეხბურთო და საკალათბურთო ნაკრებების ახალ უცხოელ მწვრთნელებს.
„ჩემი რჩევა იქნება, რომ მათ საქართველოში იცხოვრონ. აუცილებლად უნდა გაიცნონ ქართველების ყოფა-ცხოვრება, კულტურა და ისტორია. რაც მთავარია, უნდა შეიყვარონ ქართველი ხალხი, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატების მიღწევა ძალიან გაჭირდება“ - უპასუხა ახალზელანდიელმა სპეციალისტმა.
შეგახსნებეთ, რომ საკალათბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად ერთი თვის წინ ბერძენი ილიას ზუროსი დაინიშნა, ხოლო საფეხბურთო ნაკრების ახალი თავკაცის ვინაობა კი, სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი - სლოვაკი ვლადიმერ ვაისი.
მილტონ ჰეიგი „ბორჯღალოსნების“ სთავაში უკვე მეხუთე წელია დგას, ის მანამდე „ქაუნთის მანუკაოს“ მთავარი მწვრთნელი იყო.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია