ამბები

21:33 | 12.06.2015 | ნანახია 3867 - ჯერ

ექვსი დებიუტანტი ურუგვაისთან

ხვალ საღამოს “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე “თბილისის თასის” მესამე გათამაშება დაიწყება. ტრადიციულად, თითო სათამაშო დღეს ორ-ორი შეხვედრა შედგება და ორგანიზატორების გათვლით, ტურნირის გამარჯვებული დასკვნით დღეს, 21 ივნისს საქართველოსა და მზარდი ირლანდიის დაპირისპირებაში უნდა გამოვლინდეს.

გუნდი სამწვრთნელო შტაბებმა უკვე დაასახელეს ის შემადგენლობები, რომლითაც პირველი გამარჯვებების მოპოვებას ეცდებიან. ტურნირს 17 საათზე მზარდი ირლანდიისა და მზარდი ირლანდიის შეხვედრა გახსნის, საქართველოსა და ურუგვაის ეროვნული ნაკრებების ჯახი კი, 19 საათზე დაიწყება. ბილეთები სტადიონის სალაროებში უკვე იყიდება და მათი ფასი (ორივე მატჩზე) 5 ლარია.

რადგან შეხვედრა ეროვნული ნაკრების ეგიდით იმართება, ამ თამაშს სარეიტინგო დატვირთვაც აქვს. რადგან “ბორჯღალოსნები” მეტოქეს რეიტინგში 7 ადგილით და 10 ქულით უსწრებენ (საქართველო მე-14, ურუგვაი 21), ამ თამაშის მოგება ქართველებს რეიტინგის კუთხით არაფერს შესძენს, მაგრამ მარცხი და ფრეც კი დაუშვებელია, რათა წვალებით ნაგროვები ქულები არ დაიკარგოს. ფრე 1, 15-ქულამდე მარცხი 2, ხოლო უფრო დიდი სხვაობით წაგება 3 ქულის დაკარგვის ტოლფასი იქნება.

“ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა, შეკრებაზე კიდევ ერთ 20-წლამდელი, ბექა გორგაძე დაიმატა და ის ურუგვაისთან მატჩს სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს. საქართველო ეროვნული ნაკრების სახელით კი თამაშობს, მაგრამ რეალურად მეორე ექსპერიმენტალური გუნდი უფროა. გორგაძის გარდა მსოფლიო თასის მონაწილე ურუგვაისთან ეროვნული გუნდის კვართს პირველად მოირგებენ გიორგი ფრუიძე, ნიკა ხატიაშვილი, საბა შუბითიძე, გიორგი თედორაძე და არჩილ ბეჟიაშვილი.

საქართველოს რაგბის კავშირი მთელი ტურნირის სთრიმს გეგმავს, ხოლო საქართველოს ნაკრების თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე იქნება.

თბილისის თასი 2015. თბილისი. “ავჭალა”
I რაუნდი. 13 ივნისი

მზარდი იტალია - მზარდი ირლანდია (17:00 საათი)

იტალია: 15. ალბერტო კიეზა (კაპ.), 14. ფილიპო გვარდუჩი, 13. რობერტო კვარტაროლი, 12. ჯოვანი მასარო, 11. გაბრიელე დი’ჯულიო, 10. კარლო კანა, 9. სიმონე მარინარო; 1. ფედერიკო ძანი, 2. ლუკა ბიჯი, 3. ჯორჯე იაკობი, 4. ფედერიკო რუძა, 5. ფილიპო ჯეროზა, 6. მატეო კორაძი, 7. ემილიანო კაფინი, 8. მაკსიმე მბანდა.

სათადარიგოები: 24. სებასტიან ნეგრი, 22. ჯოვანი ბენვენუტი, 21. სიმონე პარიზოტო; 16. ოლივიერო ფაბიანი, 17. ჯუზეპე დი’სტეფანო, 18. პიეტრო ჩეკარელი, 19. ალესიო ზდრილიჩი, 20. მირკო ამენტა.

ირლანდია: 15. თირნან ო’ჰალორანი, 14. ენდრიუ ქონვეი, 13. ეოინ გრიფინი, 12. სთიუართ მაკ’ქლოსქი, 11. მეთიუ ჰილი, 10. ჯონ ჰანრაჰანი, 9. ლუქ მაკ’გრასი; 1. დენის ბაქლი, 2. რობ ჰერინგი, 3. სთივენ არჩერი, 4. ბენ მარშალი, 5. ბილი ჰოლანდი, 6. რის რადოქი (კაპ.), 7. დენ ლივი, 8. ჯექ ქონანი.

სათადარიგოები: 23 პითერ ნელსონი, 22. რორი სქენელი, 21. ჯონ ქუნი; 16. დევიდ ჰეფერნანი, 17. ენდრიუ ვორიქი, 18. ფინლი ბილემი, 19. ენდრიუ ბრაუნი, 20. ეოგან მასთერსონი.

რეფერი: მატიო რეინალი (სფრ)

კიდეებზე: ნიკა ამაშუკელი, თორნიკე გვირჯიშვილი

საქართველო - ურუგვაი (19:00 საათი)

საქართველო: 15. ბექა წიკლაური, 14. გიორგი აფციაური, 13. რეზო გიგაური, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი ფრუიძე, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი (კაპ.), 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლაშა ლომიძე, 7. საბა შუბითიძე, 8. ბექა ბიწაძე.

სათადარიგოები: 23. თამაზ მჭედლიძე, 22. გიორგი ტალახაძე, 21. ვაჟა ხუციშვილი; 16. გიორგი თედორაძე, 17. არჩილ ბეჟიაშვილი, 18. ირაკლი მირცხულავა, 19. გიორგი ჩხაიძე, 20. ბექა გორგაძე.

ურუგვაი: 15. გასტონ მიერესი, 14. ლეანდრო ლეივასი, 13. ხოაკინ პრადა, 12. ალბერტო რომანი, 11. სანტიაგო ჟივერნო, 10. მანუელ ბლენხიო, 9. აგუსტინ ორმაეჩეა; 1. ალეხო კორალი, 2. ნიკოლას კლაპენბახი, 3. მარიო საგარიო, 4. სანტიაგო ვილასეკა (კაპ.), 5. ხორხე სერვინო, 6. მატიას ბიერი, 7. ფერნანდო ბასკუ, 8. ხუან გამინარა.

სათადარიგოები: 23. ხერონიმო ეჩევერი, 22. ალეხო დურანი, 21. მატიას ბრაუნი; 16. ხერმან კესლერი, 17. კარლოს არვოლეჟა, 18. მატეო სანგინეტი, 19. მატიას პალომეკე, 20. დიეგო მანიო.

რეფერი: მარიუს მიტრეა (იტა)

კიდეებზე: შოთა თევზაძე, სულხან ჩიხლაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.097118