‘მსოფლიო რაგბის’ თბილისის თასის 2015 წლის გათამაშებამდე 1 დღე რჩება. ხვალიდან საქართველოს დედაქალაქი ივნისის ყოველწლიურ სატურნირო ციებ-ცხელებაში ჩაერთვება. ქომაგებს ბილეთების შეძენა ყოველდღიურად, 12:00-დან 19:00 საათამდე ავჭალის სარაგბო სტადიონზე შეუძლიათ.
ტელეტრანსლაცია და სტრიმი
თბილისის თასი 2015 - ის ყველა მატჩი ინტერნეტ სთრიმის მეშვეობით შემდეგ ბმულზე გადაიცემა >>>http://rugbyge.tulix.tv
საქართველოს მატჩების პირდაპირი ტრანსლაციას კი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი უზრუნველყოფს. მატჩები ასევე საზოგადოებრივი რადიოს (100.9 FM) ეთერში გადაიცემა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები გაიმართება ყველა სატურნირო დღეს(13,17 და 21 ივნისი) 19:00 საათზე.
თბილისის თასი 2015 -ის მატჩების განრიგი:
შაბათი, 13 ივნისი
17:00 - მზარდი იტალია - მზარდი ირლანდია
19:00 - საქართველო - ურუგვაი
ოთხშაბათი, 17 ივნისი
17:00 - ურუგვაი - მზარდი ირლანდია
19:00 - საქართველო - მზარდი იტალია
კვირა, 21 ივნისი
17:00 - ურუგვაი - მზარდი იტალია
19:00 - საქართველო - მზარდი ირლანდია
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია