“თბილისის თასის” დაწყებამდე ორი დღით ადრე, მომავალი ექვსი ჯახის ჩატარების ადგილზე, “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე მონაწილე ოთხეულის მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები შეიკრიბნენ.
გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრებს “თბილისის თასზე” ლევან დათუნაშვილი უკაპიტნებს, რომელიც პრო დ2-ის “ორიაკის” ვიცე-კაპიტანია და ამ გუნდს რამდენიმე შეხვედრაში გაუძღვა, ეროვნულ გუნდს კი, მოედანზე პირველად გაიყვანს. ის იქნება 29-ე მორაგბე, რომელსაც “ბორჯღალოსნებისთვის” 1989 წლიდან უკაპიტნია.
პრესკონფერენცია
უმბერტო კასელატო (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): “ეს ჩვენი მეორე ვიზიტია საქართველოში და ამჯერადაც “მზარდი” გუნდით, რომლის ბირთვსაც შიდა ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეები შეადგენენ. სულ სამი ლეგიონერი გვყავს, რომელთაგან ერთი წამოსვლის წინ იმის გამო დავიმატეთ, რომ ვინც შერჩეული გვყავდა ვარჯიშისას დაშავდა. ჩვენი მიზანი ახალგაზრდა მორაგბეებზე დაკვირვება და მათი განვითარებაა. უნდა შევარჩიოთ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასზე გამოგვადგებიან. “თბილისის თასზე” ჩვენი მიზანი ღირსეული თამაშია და იმ მოთამაშეების აღმოჩენა, რომლებზეც ენერგიის დახარჯვა ღირს.
საქართველოს ნაკრები უკვე თამაშობს იტალიის დონეზე და თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ჩვენთვის წინააღმდეგობის გაწევა. ამაზე რეიტინგიც მეტყველებს, სადაც საქართველომ იტალიაზე ზევითაა. ამის შემდეგ განვახორციელეთ ცვლილებები სანაკრებო პოლიტიკაში და თბილისში უახლოესი რეზერვი კი არა, პერსპექტიული ახალგაზრდები წამოვიყვანეთ”.
ალბერტო კიესა (იტალიის ნაკრების კაპიტანი): “ჩვენ თბილისში გამომგზავრებამდე ხუთი დღით ადრე შევიკრიბეთ და არანაირი სპარინგი არ ჩაგვიტარებია. სამაგიეროდ ინტენსიურად ვემზადებოდით, მეტოქეებსაც სერიოზულ ძალად ვაფასებთ და ვეცდებით ჩვენი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ”.
პაბლო ლემუანი (ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მადლობა საქართველოს მასპინძლობისთვის. თბილისის თასზე ჩვენც მეორედ ვიღებთ მონაწილეობას. 2013 წელს ჩვენი მიზანი მსოფლიო თასზე გასვლა იყო და თბილისშიც ნაკლებად ამბიციური გუნდი გვყავდა. წელს უფრო მომზადებულები ჩამოვედით და ვეცდებით უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ. ამ ტურნირს მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ერთ-ერთ ეტაპად განვიხილავთ. გუნდის ნაწილი სანაკრებო მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და გვყავს რამდენიმე პერსპექტიული მორაგბე შიდა ჩემპიონატიდან, რომლებიც ნაკლებად პროფესიონალები არიან და მათზე დაკვირვება გვინდა. ვიცით, რომ ტურნირზე ფიზკურად დატვირთული, მძიმე თამაშები გველის. ეს ტურნირი ჩვენი გუნდის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”.
სანტიაგო ვილასეკა (ურუგვაის ნაკრების კაპიტანი): “თბილისში წამოსვლამდე დაახლოებით თვით ადრე შევიკრიბეთ და ყველა ის ტურნირი, რომელშიც აქამდე მივიღეთ მონაწილეობა, თბილისის ღასისთვის მომზადებას ემსახურებოდა. ცოტა ხნის წინ ფიჯის “ბარბაროსებთან” ორი კარგი ტესტ-მატჩი გვქონდა, ხოლო მანამდე შიდაკონტინენტურ გათამაშებებში მივიღეთ მონაწილეობა. მსოფლიო თასისკენ მავალ გზაზე, მნიშვნელოვანია ასეთი თამაშების ჩატარება. ჩვენ გვჭირდება განვითარება როგორც გუნდს და ასევე, როგორც მოთამაშეებს”.
ალენ კლარკი (მზარდი ირლანდიის მთავარი მწვრთნელი): “ჩვენ ორი წლის წინაც ვითამაშეთ თბილისში, ამ ტურნირით კმაყოფილები დავრჩით და წელსაც კარგ თამაშებს ველით. ჩვენი მიზანი მოთამაშეთა განვითარების დინამიკაზე დაკვირვებაა. უახლოეს კვირაში უნდა გამოცხადდეს ის შემადგენლობა, რომელიც მსოფლიო თასისთვის მოემზადება. რამდენიმე პოზიციაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერაც არაა და ინგლისში გამგზავრების შანსი ჩვენთან მყოფ მორაგბეებსაც ექნებათ. გარდა ამისა, “თბილისის თასი” წაგვადგება გრძელვადიანი განვითარებისთვის. გუნდი სულ ერთი კვირაა რაც შეიკრიბა, მაგრამ მზადების პროცესით კმაყოფილი ვარ. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია რეგიონალური გუნდების მწვრთნელებთან მოლაპარაკების შედეგად, სანაკრებო კანდიდატებით და ნიჭიერი ახალგაზრდებით”.
რის რადოკი (მზარდი ირლანდიის კაპიტანი): “იტალიელთა მსგავსად ჩვენც ახლახან შევიკრიბეთ. ჩემი თანაგუნდელების გარჯით კმაყოფილი ვარ, ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი და კარგად შევთამაშდით. ვიცით, რა დონის ტურნირი გველის, მისი მოგება რთული იქნება, მაგრამ ამისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ და ვეცდებით თბილისელ გულშემატკივარს სანახაობრივი რაგბი შევთავაზოთ”.
მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ტურნირზე ჩამოსული ყველა გუნდი ძლიერია და ყველასთან რთული, დაძაბული და საინტერესო თამაში მოგვიწევს. ესაა კარგი შანსი ახალი მორაგბეებისთვის, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და კიდევ უფრო დაუახლოვდნენ პირველ გუნდს. ვნახოთ ისინი ამ შანსს როგორ გამოიყენებენ. ეს ტურნირი მნიშვნელოვანია როგორც მწვრთნელებისთვის, ასევე მოთამაშეებისთვის. ინგლისში წასვლის უმთავრესი კანდიდატები ახლა ისვენებენ. ჩვენი მიზანი წელს სწორედ მსოფლიო თასზე წარმატებული გამოსვლაა და ტურნირის დასრულების შემდეგ დასახელდება ის გაფართოებული შემადგენლობა, რომლითაც ინგლისში გავემგზავრებით”.
ლევან დათუნაშვილი (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “ორშაბათიდან ვმუშაობთ იმ სქემებზე, რომლების განხორციელებასაც მომავალ შეხვედრებში ვეცდებით. გამოცდილ მორაგბეებთან ერთად ახალი მოთამაშეებიც გვყავს. გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ ძალიან ძლიერ მეტოქეებს და მჯერა, რომ ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ და მაყურებელს ღირსეულ თამაშებს ვაჩვენებთ. პირველი შეხვედრა იმ ურუგვაის ეროვნულ ნაკრებთან გვიწევს, რომელმაც მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიდან რუსეთის ნაკრები გამოთიშა. თბილისში ჩამოსვლამდე მათ ოთხი ტესტ-მატჩი ჩაატარეს და ფორმაში არიან, ჩვენ მათი თამაშის ჩანაწერები შევისწავლეთ და ძალიან ძლიერები არიან სტატიკაში, დერეფანში, აგრესიულად თამაშობენ დაცვაში. ურუგვაი პროგრესირებს და ჩვენც მათ დასახვედრად შესანამისად ვემზადებით. იქნება დიდი ბრძოლა და როგორც წესი, ბრძოლაში უფრო ძლიერი გაიმარჯვებს”.
2015 წლის თბილისი თასის მონაწილეთა განაცხადები და განრიგი
საქართველო ნაკრები
ხაზი: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი აფციაური (აია, ქუთაისი), მურაზ გიორგაძე (არმაზი, თბილისი), ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები, ბოლნისი), გიორგი ფრუიძე (აია, ქუთაისი), რევაზ გიგაური (მონლუსონი, საფრანგეთი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი), გიორგი ტალახაძე (ლელო-სარასენსი, თბილისი), ლაშა მალაღურაძე (ბანიერი, საფრანგეთი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები, რუსთავი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები, ბოლნისი);
შერკინება: ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები, ბოლნისი), სიმონ მაისურაძე (ვალანსი, საფრანგეთი), ვასილ კაკოვინი (ტულუზი, საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე, საფრანგეთი), ანტონ ფეიქრიშვილი (ბრივი, საფრანგეთი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი, საფრანგეთი), ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი), არჩილ ბეჟიაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი თეთრაშვილი (აჟენო, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (ლილი, საფრანგეთი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი), ნოდარ ჭეიშვილი (ლა სენი, საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი, საფრანგეთი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი, თბილისი), საბა შუბითიძე (ჯიქები, გორი).
მზარდი ირლანდია: სთივენ არჩერი, დენის ბაქლი, ფინლი ბილემი, ეოინ გრიფინი, ენდრიუ ვორიქი, ფრენქ თაგართი, დენ ლივი, ლუქ მაკ’გრასი, ეოინ მაკ’ქიონი, სთიუართ მაკ’ქლოსქი, ბენ მარშალი, ეოგან მასთერსონი, პითერ ნელსონი, თირნან ო’ჰალორანი, რის რადოქი, ნოელ რიდი, ლუის სთივენსონი, რორი სქენელი, ქიან ქელეჰერი, ჯეიმზ ქრონინი, ჯეიმზ ქუნი, ჯეი’ჯეი ჰანრაჰანი, რობ ჰერინგი, დევიდ ჰეფერმანი, მეთიუ ჰილი, ბილი ჰოლანდი.
მზარდი იტალია: მირკო ამენტა, ჯოვანი ბენვენუტი, კრისტან-რობერტო ბეჩერა-ვალვერდე, ლუკა ბიჯი, ტომაზო ბონი, ფილიპო ბუშემა, ფილიპო გვარდუჩი, ჯუზეპე დი’სტეფანო, გაბრიელე დი’ჯულიო, ალესიო ზდრილიჩი, ჯორჯე-ჯოვანი იაკობი, კარლო კანა, ემილიანო კაფინი, რობერტო კვარტაროლი, ალბერტო კიეზა, მატეო კორაძი, სიმონე მარინადო, მატა-მაკსიმე მბანდა, ლაერტ ნაკა, სებასტიან-ლუქ ნეგრი-დე’ოლეჯო, სიმონე პარიზოტო, ფედერიკო რუძა, მარკო სუზიო, პიეტრო ჩეკარელი, ფედერიკო ძანი, ორნელ ჯეგა, ფილიპო ჯეროზა.
ურუგვაი: აგუსტინ ალონსო, კარლოს არვოლეია, ხუან-მანუელ გამინარა, ალეხო დურანი, ხერონიმო ეჩევერი, ფერნანდო ვასკოუ, მატიას ვერი, ანდრეს ვილასეკა, სანტიაგო ვილასეკა, მანუელ ვლენხიო, მატიას ვრაუნი, ხერმან კესლერი, ნიკოლას კლაპენვახი, ალეხო კორალი, ფრანკო ლამანა, ლეანდრო ლეივასი, დიეგო მანიო, გასტონ მიერესი, ალეხანდრო ნიეტო, აგუსტინ ორმაეჩეა, მატიას პალომეკე, ხრაკინ პრადა, ალვერტო რომანი, მარიო საგარიო, მატეო სანგინეტი, ხორხე სერვინო, სანტიაგო ხივერნაუ.
2015 წლის “თბილისის თასი”
“ავჭალის” სარაგბო სტადიონი
13 ივნისი. შაბათი
მზარდი იტალია - მზარდი ირლანდია (17:00 საათი)
საქართველო - ურუგვაი (19:00 საათი)
17 ივნისი. ოთხშაბათი
ურუგვაი - მზარდი ირლანდია (17:00 საათი)
საქართველო - მზარდი იტალია (19:00 საათი)
21 ივნისი. კვირა
ურუგვაი - მზარდი იტალია (17:00 საათი)
საქართველო - მზარდი ირლანდია (19:00 საათი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია