ხვალ, 7-ქალა მორაგბეთა ნაკრები ლიტვურ კაუნასში (ლიტვაში) ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება, სადაც 13 და 14 ივნისს A დივიზიონის ფარგლებში იასპარეზებს. გოგონები C ჯგუფში შვეიცარიას, ნორვეგიასა და რუმინეთის გუნდებს ერკინებიან.
ჩვენი გოგონებისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მეტოქედ რუმინული 7-ქალა ითვლება. მათთან თამაშის გამოცდილება გუნდმა “ამსტერდამ სევენსზე” დააგროვა, სადაც შვეიცარიისა და ნორვეგიის ქალთა ნაკრებებიც ასპარეზობდნენ.
ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონის პირველი ოთხეული ევროპის რეპეშაჟში მიდის, იქ გამარჯვებული სამეული მსოფლიო რეპეშაჟის საგზურს იღებს, რიოს ოლიმპიადა კი მხოლოდ და მხოლოდ ამ უკანასკნელის გამარჯვებულს ხვდება წილად.
7-ქალას შემადგენლობა ევროპის A დივიზიონის ჩემპიონატზე: ანა პოღოსიანი, ნინო ელოშვილი, ბელა გოგსაძე, ანა ანდღულაძე, ნათია ცინცქილაძე, ქრისტინე გვაზავა, ანა კვაჭაძე, სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, შორენა გამსახურდია, ნინო ტაბატაძე, ქეთევან მოდებაძე.
სამწვრთნელო შტაბი: ჯაბა მალაღურაძე – მთავარი მწვრთნელი, ილია ლათიბაშვილი – ექიმი, ია ხურცილავა – მენეჯერი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია