თბილისის თასის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება და მალე სარაგბო სამყარო ივნისის ყოველწლიურ სატურნირო ციებ-ცხელებაში ჩაერთვება. 13, 17 და 21 ივნისს ტურნირს ტრადიციულად ავჭალის სარაგბო სტადიონი უმასპინძლებს. ტურნირი ზედეზედ მესამედ იმართება. პირველ გათამაშებაში სამხრეთ აფრიკის საპრეზიდენტო 15-ეულმა იმარჯვა, შარშან არგენტინელმა იაგუარებმა იყოჩაღეს, ხოლო წელს თასის მოსაპოვებლადსაქართველოს ეროვნულ ნაკრებს ურუგვაის ეროვნული ნაკრები, მზარდი ირლანდიისა და მზარდი იტალიის ნაკრებები შეეჯიბრებიან.
ქართული რაზმი თბილისის თასისთვის მოსამზადებელ პერიოდს გუშინ, 8 ივნისსშეუდგა და „შევარდენის“ სარაგბო ბაზაზე შეკრება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო შემადგენლობას რამდენიმე მოთამაშე ჯერ კიდევ არ შეერთებია, პირველი ვარჯიშებით კმაყოფილები არიან მწვრთნელები.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი:„თბილისის თასისთვის მოსამზადებელი პერიოდი ნამდვილად მოკლეა. კიდევ უფრო მოკლდება ეს პერიოდი იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც ჯერ არ ჩამოსულან საფრანგეთიდან. თუმცა დღევანდელი შეკრება წარმატებით დავიწყეთ. დღეს გვქონდა პირველი ვარჯიშები და კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, მოწინააღმდეგეები საკმაოდ კარგად არიან მომზადებული, ამიტომ ჩვენც შესაბამისად უნდა დავხვდეთ.“
საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ილია მაისურაძე: „გარკვეული მიზეზების გამო რამდენიმე მოთამაშე დასაწყისშივე გამოგვაკლდა - კოლელიშვილი და ჟვანია ჩამოსვლას აგვიანებენ, მათი კლუბები ფინალში არიან და ვალდებულები არიან ფინალის ბოლომდე საფრანგეთში იყვნენ. დამატებულ მოთამაშეებს ველოდებით ხვალ, რაც ძალიან საინტერესოა, რადგანაც ბევრ მოთამაშეს მიეცემა საშუალება საკუთარი თავი გამოავლინოს. თბილისის თასი წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის - ეს იქნება ბოლო თამაშები მსოფლიო თასამდე. ასე, რომ ვფიქრობ, თითოეული მოთამაშე გამოიყენებს თავის შანსს და მაქსიმუმს დადებს იმისთვის, რომ მსოფლიო თასის 36 კაციან შემადგენლობაში მოხვდეს. ჩვენი მიზანია, რომ მოვიგოთ თბილისის თასი და რაც შეიძლება გავზარდოთ მოთამაშეთა სასელექციო რაოდენობა მსოფლიო თასისთვის. მანამდე ისე ეხდებოდა, რომ ძლივს ვავსებდით ამ 36 კაცს, წელს კი დიდი კონკურენცია შევქმენით მოთამაშეებისთვის, რაც მსოფლიოსთვის სასელექციო პერიოდში პირველად ხდება.“
აქამდე გამოცხადებულ კაცნაკლულ 26-კაციან სატურნირო შემადგენლობას კიდევ 4 დაემატა: არჩილ ბეჟიაშვილი(ლოკომოტივი), გიორგი თეთრაშვილი(აჟენი), ნოდარ ჭეიშვილი(ლა’სენ), საბა შუბითიძე(ჯიქები).
თუმცა შემადგენლობის 27- კაციანი რაზმი ჯერ კიდევ არ დასტურდება. სამწვრთნელო შტაბის განცხადებით საბოლოო გაფართოებული შემადგენლობა 12 ივნისს გახდება ცნობილი.
გამოძახებულნი არიან:
ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), გიორგი აფციაური (აია), მურაზ გიორგაძე (არმაზი), ალექსანდრე ხუციშვილი (ბოლნისის ყოჩები), გიორგი ფრუიძე (აია), რევაზ გიგაური (მონსულონ), მერაბ შარიქაძე (ორიაკ), თამაზ მჭედლიძე (აჟენი), გიორგი ტალახაძე (ლელო სარასენს), ლაშა მალაღურაძე (ბანიერი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), გიორგი ბეგაძე (ბოლნისის ყოჩები), ჯაბა ბრეგვაძე (ბოლნისის ყოჩები), სიმონ მაისურაძე (ვალანსი), ვასილ კაკოვინი (ტულუზა), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), ანტონ ფეიქრიშვილი (ბრივე), ირაკლი მირცხულავა (ტარბ), ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკ), გიორგი ჩხაიძე (ლილი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონ), ლევან დათუნაშვილი (ორიაკ), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), დიმიტრი ბასილაია (პერპინიან), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი),არჩილ ბეჟიაშვილი(ლოკომოტივი), გიორგი თეთრაშვილი(აჟენი), ნოდარ ჭეიშვილი(ლა’სენ), საბა შუბითიძე(ჯიქები).
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია