უელსურმა “ქროშეზმა” “მზარდი საქართველო” სერიის მეორე მატჩშიც დაამარცხა, ამჯერად 14:9.
ანგარიში მე-11 წუთზე ოთარ ბარკალაიამ ჯარიმით გახსნა, რაზეც 23-ე წუთზე უელსელთა 9 ნომერმა ლელოთი გვიპასუხა და გარდასახვაც ზუსტი იყო. ბარკალაიამ 30-ე წუთზე მეორე ჯარიმა გაიტანა, ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა და ტაიმი ასე დასრულდა.
მეორე ნახევარი 10 წუთის დაწყებული იყო, როდესაც რეფერიმ სანდრო ქოიავა მოედნიდან წითელი ბარათით გააძევა. მიუხედავად ამისა, 62-ე წუთზე კაცნაკლულმა ქართველებმა დასარტყმელი ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და მამუკა ნინიძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა - 9:7. “ქროშეზმა” უმცირესობაში მყოფი “მზარდი საქართველო” წამატებულ წუთებზე მაინც დაჯაბნა, ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და შინ გამარჯვებული ბრუნდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია