ამბები

14:32 | 6.06.2015 | ნანახია 2322 - ჯერ

საფრანგეთი ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა

ევროპის გრან პრის პირველი, მოსკოვის ეტაპის მეორე მატჩში საფრანგეთის ნაკრები საქართველოსაზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა და 49:0 დაგვამარცხა.

დასაწყისს თითქოს არაუშავდა, მეტოქეს ბურთიც ავართვით, მაგრამ მერე ის ჩვენივე შეცდომით დავკარგეთ და დაიწყო. ამის შემდეგ ბურთი პრაქტიკულად აღარც გვქონია, ცენტრიდან შეყვანილი დარტყმაც მეტოქეს რჩებოდა და ნაირ-ნაირი ლელოებიც გავიდა. ფრანგებმა პირველ ტაიმში სამჯერ, ხოლო მეორეში 4-ჯერ დაამიწეს ბურთი ქართველთა ჩათვლის მოედანში. მათმა დამრტყმელმა ყველა პოზიციიდან ზუსტად ურტყა და გარდასახვები მარჯვენა (ორჯერ) და მარცხენა ფლანგებიდან იტანა.

შეგახსენებთ, პირველ შეხვედრაში საქართველო უელსთან 7:19 დამარცხდა. საფრანგეთთან ტურნირზე ჯერჯერობით სარეკორდო მარცხის გამო, საქართველოს ორ საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის მოხვედრა გაუჭირდება, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი კი, რუმინეთთან 17 საათზე დაიწყება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079787