ამბები

13:18 | 6.06.2015 | ნანახია 1696 - ჯერ

დასანანი მარცხი უელსთან

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, ევროპის გრან პრის პირველი, მოკსოვის ეტაპის პირველ შეხვედრაში უელსთან გამარჯვებას იმსახურებდა, მაგრამ საბოლოოდ 7:19 დამარცხდა.

ანგარიში ქართველებმა მე-2 წუთზე გახსნეს, როდესაც დაახლოებით ერთწუთიანი იერიშის შემდეგ, ბურთი კარის წინ ირაკლი გეგენავამ მიიღო, ცრუმოძრაობით ორი მცველი ჩამოიშორა და ძელებსშუა დაამიწა, ხოლო შავლეგ მახარაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. გუნდი თავს კარგად იცავდა და უელსს სალელოვე შანსი პრაქტიკულად არ მისცემია, მაგრამ მსაჯმა ზედიზედ რამდენჯერმე დაგვაჯარიმა, მეტოქემ ბურთი ყველა ჯერზე სწრაფად გაათამაშა და მე-6 წუთზე ლელო-გარდასახვით ანგარიში გათანაბრდა. ტაიმი მაინც ქართველებს უნდა მოეგოთ, რომელთაც კარგად შეუტიეს და ლელომდე 10 მეტრი რჩებოდა, როდესაც შემტევს პასი წინ დაუვარდა, არადა, მის წინ აღარავინ იდგა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მახარაშვილს ჩვენს 22-ში გრძელი გადაცემა მეტოქემ ჩაუჭრა, მაგრამ მან და ალექსი ხუციშვილმა მისი შებოჭვა მოასწრეს და ის ლელოს ხაზს ვერ მიწვდა. მერე ქართველებმა მეტოქის შერკინება მოიგეს, გიორგი შკინინმა ხაზი გაჭრა და ჩვენი ნახევრიდან უელსელთა 22-ის ხაზამდე ირბინა, მის გადაცემას მცველმა დაუფარა და თითით ქართველის თვალიც დააზიანა. უელსმა კონტრშეტევა წამოიწყო, რეფერიმ არც ჯარიმებისას გააჩერა თამაში (შკინინს ექიმები დახმარებას უწევდნენ), უელსელს ბურთი წინ რომ დაუვარდა ეგეც გამორჩა და მე-10 წუთზე მეტოქე ლელო გარდასახვით დაწინაურდა. ასე გავუშვით იქით გასატანი ლელო, რის შემდეგაც მეტოქემ ჩვენი ნახევრიდან აღარ გაგვიშვა, ბოლოს ერთი ლელოც გაიტანა და 19:7 იმარჯვა.

14 საათზე საქართველოს ნაკრები საფრანგეთს ეთამაშება, რომელმაც ჯგუფის პირველ მატჩში რუმინეთი 38:0 დაამარცხა.

საქართველო (სასტარტო): ზურაბ ძნელაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), ბახვა კობახიძე (“ბათუმი”, ბათუმი), ალექსი ხუციშვილი (“ყოჩები”, ბოლნისი), შავლეგ მახარაშვილი (“ყოჩები”, ბოლნისი), გიორგი შკინინი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ნიკო აფციაური (“ყოჩები”, ბოლნისი), ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”, ბოლნისი).

თადარიგში: ბიძინა სამხარაძე (“ბაია მარე”, რუმინეთი), დიმიტრი კალანდაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), საბა შუბითიძე (“ჯიქები”, გორი), ბექა ბებიაშვილი (“ხარები”, რუსთავი), ლადო მიმინოშვილი (“ბათუმი”, ბათუმი)

მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია

ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბიში

პირველი ეტაპი. რუსეთი. მოსკოვი (ლუჟნიკი)

ა ჯგუფი

საფრანგეთი

უელსი

საქართველო

რუმინეთი

6 ივნისი

საფრანგეთი - რუმინეთი 38:0

უელსი - საქართველო 19:7

საფრანგეთი - საქართველო (14:00 საათი)

უელსი - რუმინეთი

საქართველო - რუმინეთი (17:00 საათი)

საფრანგეთი - უელსი

ბ ჯგუფი

ინგლისი

ბელგია

პორტუგალია

ლიტვა

6 ივნისი

ინგლისი - ლიტვა 28:17

ბელგია - პორტუგალია 10:38

ინგლისი - პორტუგალია

ბელგია - ლიტვა

პორტუგალია - ლიტვა

ინგლისი - ბელგია

გ ჯგუფი

რუსეთი

ესპანეთი

გერმანია

იტალია

6 ივნისი

რუსეთი - იტალია 24:21

ესპანეთი - გერმანია 7:12

რუსეთი - გერმანია

ესპანეთი - იტალია

გერმანია - იტალია

რუსეთი - ესპანეთი

7 ივნისი. პლეი ოფები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081132