6 ერი

13:38 | 20.03.2016 | ნანახია 1171 - ჯერ

პარიზიდან „დიდი სლემით“

ინგლისის ნაკრებმა ედი ჯონსის ხელმძღვანელობით ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო და 13-წლიანი მოლოდინის შემდეგ, ექვსი ერის „დიდი სლემით“ მოიგო.

ინგლისმა მთელი 80 წუთის განმავლობაში კარგად ითამაშა, თუმცა ეს არ იყო მათი საუკეთესო თამაში. „სტად დე ფრანსეზე“ დენ კეირმა, დენ კოლმა და ენტონი უოტსონმა მასპინძლებს სამი უპასუხო ლელო გაუტანეს, რასაც ოუენ ფარელიმ 16 ქულა შემატა. მაქსიმ მაშენომ ფრანგების 21-ვე ქულა საკუთარ ანგარიშზე, 7 ჯარიმით ჩაიწერა, რითაც „ლე ბლუ“ მატჩის გადარჩენის შანსს თითქმის ბოლომდე ინარჩუნებდა, მაგრამ საბოლოოდ უფრო ძლიერმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და გი ნოვესმაც თავისი პირველი ტურნირი არცთუ სახარბიელო მეხუთე ადგილზე დაასრულა.

დებიუტში დამრტყმელებმა ჯარიმები გაცვალეს, მე-12 წუთზე ფრანგებმა უმარტივესი წესი დაარღვიეს, რაქის გვერდით არავინ დადგა, რაც კეირს არ გამოპარვია და 45-მეტრიანი აჩქარება ძელებს უკან შეფრენით დაასრულა. მაშენომ ჩამორჩენა ჯარიმით შეამცირა, მაგრამ მასპინძლებმა მე-20 წუთზე მეორე ლელო მიიღეს - კოლმა რაქიდან რომ დაარტყა მცველს გადაუარა და ლელოში გადაგორდა. საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო, მაგრამ დარღვევა ვერ აღმოაჩინა და ფარელიმაც ზუსტად გარდასახა.

მასპინძლები დანებებას არ აპირებდნენ და მაშენომ მორკინალების მიერ გამომუშავებული ჯარიმებით, ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა - 12:17, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში სხვაობა სულაც 2 ქულამდე დავიდა. მერე ფარელიმ და მაშენომ ზუსტი დარტყმები გაცვალეს, ხოლო 56-ე წუთზე უოტსონმა სტუმრების უპირატესობა ერთხელაც გამოკვეთა, როდესაც ვუნიპოლამ შერკინებიდან შეუტია და ცენტრალური ხაზი გადაკვეთა, შეტევა ბენ იანგზმა გააგრძელა, რომელმაც 22-ის ხაზთან ჭკვიანურად ითამაშა, ბურთი მარცხნივ ფეხით შეაცურა და ინგლისელთა გარემარბი მბოჭავმა ვეღარ შეაჩერა.

მეორე ნახევრის შუაში მაშენომ თავისი ბოლო ჯარიმა გაიტანა და თამაშს ინტრიგა შეუნარჩუნა, თუმცა დასკვნით წუთებში ინგლისმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა [71-ე და 77-ე წუთებზე] და დასკვნითი სამი წუთი საფინალო სასტვენის მოლოდინში გალია - 31:21.

2016 წლის ექვსი ერი. V ტური

უელსი - იტალია 67:14

ირლანდია - შოტლანდია 35:25

საფრანგეთი - ინგლისი 21:31

1.

ინგლისი

5

5

0

0

132:70

10

2.

უელსი

5

3

1

1

150:88

7

3.

ირლანდია

5

2

1

2

128:87

5

4.

შოტლანდია

5

2

0

3

122:115

4

5.

საფრანგეთი

5

2

0

3

82:109

4

6.

იტალია

5

0

0

5

79:224

0

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079811