ამბები

18:28 | 5.06.2015 | ნანახია 2199 - ჯერ

7-კაცა მოსკოვის გრან პრიზე გაემგზავრა

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები შაბათ-კვირას ევროპის გრან პრის გათამაშებაში ჩაებმება, რომელიც პარალელურად 2016 წლის რიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი შესარჩევი ეტაპიცაა.

სერიის პირველ ეტაპს მოსკოვის “ლუჟნიკების” სტადიონი უმასპინძლებს და საქართველო, რომელმაც შარშან 12 გუნდს შორის მე-7 ადგილი დაიკავა, პირველ ჯგუფში საფრანგეთის, უელსისა და რუმინეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს. მთლიანობაში, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, შედგება ერთიანი პირობითი ცხრილი და 8 საუკეთესო მეოთხედფინალიდან თასისთვის გააგრძელებს ბრძოლას, ხოლო 4 ნაბოლარა მხოლოდ IX ადგილს გაითამაშებს. იმისათვის, რომ საქართველომ თასისთვის ბრძოლა გააგრძელოს, ჯგუფში მინიმუმ ორი თამაში უნდა მოიგოს, ან ორ მეტოქესთან მცირედით დამარცხდეს, ერთი შეხვედრა კარგად მოიგოს და ორი საუკეთესო მესამეადგილოსნიდან ერთ-ერთი გახდეს.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას უელსთან გამართავს, მერე საფრანგეთს ეთამაშება, ბოლოს კი, რუმინეთს, რომელიც 12-გუნდა ელიტაში წელს დაბრუნდა. პლეიოფებში მისი მეტოქეების ვინაობა ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა, ხოლო სერიის მეორე ეტაპს 13-14 ივნისს საფრანგეთი, კერძოდ ლიონი უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონი ავტომატურად მიიღებს ოლიმპიადის საგზურს, თუმცა, თუ პირველ ორ ადგილზე ინგლისი და უელსი გავლენ, მაშინ ბრაზილიაში გასამგზავრებლად მესამე ადგილიც საკმარისი იქნება, რადგან ინგლისი მსოფლიო სერიაში მოწინავე ოთხეულში მოხვდა და შესაბამისად, ბრიტანეთს ოლიმპიადის საგზური უკვე დაბევებული აქვს.

გარდა ამისა, ევროპის გრან პრიზე თამაშდება მსოფლიო რაგბის მსოფლიო სერიის საგზური და ქართველი მორაგბეების უმთავრესი ამოცანა სწორედ ამ სერიაზე მოხვედრა, ანუ ხუთეულში შესვლაა.

საქართველოს 7-კაცა ნაკრები მოსკოვის ეტაპზე: ზურაბ ძნელაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), ბახვა კობახიძე (“ბათუმი”, ბათუმი), ბექა ბებიაშვილი (“ხარები”, რუსთავი), საბა შუბითიძე (“ჯიქები”, გორი), ალექსი ხუციშვილი (“ყოჩები”, ბოლნისი), ბიძინა სამხარაძე (“ბაია მარე”, რუმინეთი), შავლეგ მახარაშვილი (“ყოჩები”, ბოლნისი), ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”, ბოლნისი), გიორგი შკინინი (“ლოკომოტივი”, თბილისი), დიმიტრი კალანდაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), ლადო მიმინოშვილი (“ბათუმი”, ბათუმი), ნიკო აფციაური (“ყოჩები”, ბოლნისი).

მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია

ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბიში

პირველი ეტაპი. რუსეთი. მოსკოვი (ლუჟნიკი)

ა ჯგუფი

საფრანგეთი

უელსი

საქართველო

რუმინეთი

6 ივნისი

საფრანგეთი - რუმინეთი

უელსი - საქართველო (12:06 საათი)

საფრანგეთი - საქართველო (14:00 საათი)

უელსი - რუმინეთი

საქართველო - რუმინეთი (17:00 საათი)

საფრანგეთი - უელსი

ბ ჯგუფი

ინგლისი

ბელგია

პორტუგალია

ლიტვა

6 ივნისი

ინგლისი - ლიტვა

ბელგია - პორტუგალია

ინგლისი - პორტუგალია

ბელგია - ლიტვა

პორტუგალია - ლიტვა

ინგლისი - ბელგია

გ ჯგუფი

რუსეთი

ესპანეთი

გერმანია

იტალია

6 ივნისი

რუსეთი - იტალია

ესპანეთი - გერმანია

რუსეთი - გერმანია

ესპანეთი - იტალია

გერმანია - იტალია

რუსეთი - ესპანეთი

7 ივნისი. პლეი ოფები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085141