ამბები

1:24 | 26.05.2015 | ნანახია 3610 - ჯერ

მიქაუტაძე “ბარბაროსებში” ითამაშებს!

საქართველოს სარაგბო ნაკრების და ფრანგული ტოპ 14-ის “ტულონის” მეორეხაზელ კონსტანტინე მიქაუტაძეს საქვეყნოდ ცნობილ “ბარბაროსების” რიგებში სათამაშოდ უხმეს. 125-წლიან იუბილესთან დაკავშირებით, “ბარბაროსები” 28 მაისს ირლანდიას გაეჯიბრებიან, 31-ში კი – ინგლისს.

გუნდს ამჯერად ყოფილი “ოლ ბლექი” და წარსულში ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობი დინი უხელმძღვანელებს. სხვებთან ერთად, “ბარბაროსებში” ჯო როქოთოქოს, ადამ ჯოუნზს, ტუსი პისის და 2011 წლის რაგბის მსოფლიო თასის გამარჯვებულს, ახალ ზელანდიელ ბრედ თორნს უხმეს, რომელიც პროფესიულ კარიერაში ბოლო მატჩს ჩაატარებს.

ისიც ვთქვათ, რომ დავით კაჭარავას, დუდუ ქუბრიაშვილის, დავით ზირაქაშვილისა და მამუკა გორგოძის შემდეგ, მიქაუტაძე რიგით მეხუთე “ბორჯღალოსანია”, რომელიც “ბარბაროსთა” შავ-თეთრ კვართს მოირგებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.107228